ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კესო
ჟანრი: პოეზია
11 ოქტომბერი, 2011


უსიტყვოდ

-წერე!-იტყვი, რომ ადვილია.-
გეტყვი, არც ისე. . .…
ლექსი კი არა, ზოგჯერ სიტყვა უდრის ცხოვრებას.
ჰგვანან ნარცისებს თავმომწონეთ ღელის ნაპირზე,
ანდა, ჭრელ მინდვრებს ჩვენი ფიქრის მოსაძოვებლად
სიტყვები, როგორც მედიუმი ჩემს და შენ შორის,
სადაც მე მე ვარ, შენ კი იქნებ, სულაც არა ხარ,
სიტყვას აქვს ფერი- შეიმეცნო უნდა სენსორით,
სიტყვას აქვს სუნი და შეხებაც ულაპარაკოდ
და უდაოდ იწვევს აღგზნებას. . .…
აგროვებ, აწყობ ფრაგმენტებად, ფრაზებად-ფაზლი--
შენი ხილვების და განცდების ამონაყარი-
წამოგცდება და როგორც მშობელს ყველა წვენს გაცლის,
როგორც ნაყოფი იმ ხეების, შენ რომ ახარე.
ბედისწერაა ყველა სიტყვა , რომელსაც იტყვი.…
წლები გადის და ბრუნდებიან სახლში შვილები,
გექცევა ღვარძლად, გამრუდებულ მოსავალს იმკი,
თავად ვერც ხვდები, წვეთ-წვეთობით როგორ იცლები. . .
ვერ ჰგუობ, ვიცი, ვერც ჩარჩოებს და ვერც თეჯირებს,
ზრდასრულ ასაკშიც კვლავაც ბავშვურ სიზმრებს ისიზმრებ.
თუმც, როგორც პიერო სცენაზე, ცხოვრებას თოკებით ეჭირე
და ყელზეც ყულფივით გეკიდა ვერთქმული სიტყვების სიმძიმე.
ჰო, წლები გავიდა. . . .ხვდები რომ, არ ღირდა, ბევრი რამ. . .
დაბლიდან უკეთ ჩანს ყოველი განცდილი სიმაღლე.
აწონე ოქრო და დუმილი სასწორის ერთ მხარეს,
სიტყვები-რიყის ქვა-დააწყვე მეორე პინაზე. . .…
ჩაყლაპე წყენა, თუ სიმწარე, თუ გულთან ტკივილი.
აქამდე, პირიქით, სიტყვები სიმდიდრე მეგონა,
ვდარდობდი, იმ სათქმელს, რომელიც მსურდა და ვერა ვთქვი,
არადა, ნათქვამი სიტყვები მე უნდა მეგლოვა.
ლექსები, როგორც მედიუმი ჩემსა და შენ შორის,
არ შედგა. სათქმელი გამხდარა სულერთი,
უბრალოდ ჩამხედე თვალებში და ყველა სენსორით
შემიგრძნე.. . წერეო, ნუ მეტყვი!. .…

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ebraeli2 ვულოცავთ დაბადების დღეს