ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: პოეზია
11 ოქტომბერი, 2011


postალიონური ლექსი

მე და ქალბატონ იზოს
გვაერთიანებს ფოსტა...
ჩვენ არ მოგიტანთ ვიზას,
არც თქვენ დაგვიწყოთ მოცდა.
მე და ქალბატონ იზოს,
წილად გვარგუნეს თ.ე.მ.ქ.ა,
ვინმე, რომ გაგვეხიზნოს
მთელ თბილისს გადავქექავთ.
მე და ქალბატონ იზოს
ისტორია გვაქვს ერთი:
ორივე მონა ლიზას
დაუფარავად ვეტრფით.
მე და ქალბატონ იზოს,
უხვად გვაზლევენ სალამს...
კიბე ლიფტსაც კი გვიჯობს,
უკეთ ვითვისებთ ალაგს.
მე და ქალბატონ იზოს
გვაერთიანებს ფოსტა...
ჩვენ არ მოგიტანთ ვიზას,
არც თქვენ დაგვიწყოთ მოცდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები