ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირი-ანი
ჟანრი: პოეზია
13 ოქტომბერი, 2011


რა ლამაზია წითელი მაისი...

რა ლამაზია წითელი დაისი,
როცა მოგველის წინ მთელი მაისი...
რა ლამაზია ვარსკვლავი ცაზე,
პირველად გაკოცე მე პიაცაზე...
რა ლამაზია ტროელი ელენა,
ეს ჩემი სულიც ღვინოს ვერ ელევა.
რა ლამაზია რომ აწვიმს ნარცისებს,
ნერონის რომიც ჩაიწვა-
-არცისე-
ლამაზია ჩემი სიმახინჯე,
თუმცა ცხოვრებას ეს არ გიმახინჯებს...
რა ლამაზია ეს ქალი-ქარში,
როცა იგრძნობა თვით ქარი-ქალში...
რა ლამაზია ზოგჯერ არითმია,
ეს ბოლო წამიც შენთვის დამითმია...

ისევ ლამაზია რომ აწვიმთ ნარცისებს
და მოგენატრები,თუმც ალბათ არც ისე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები