ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბობი ბრაუნი
ჟანრი: პოეზია
14 ოქტომბერი, 2011


უსათაუროდ

დღეს ცოტას წვიმდა
მე ვფიქრობდი შენზე მარიამ
სიკვდილთან თამაშს ვერ ვეშვები
ჩემო მარიამ.

მე მთელი ღამე იუდას ქოხში
ჩუმად მეძინა. ყოველი დილა
ღმერთზე ფიქრში დაწყებულა
და ეშმაკმა შორს გამიტაცა,
სად ხარ მარიამ?

მივდივარ ზღვისკენ, ძალიან
ლურჯი წყლების, ფერების სამეფოში,
მეფე დავითის სამყოფლისაკენ.
შენ შეგიძლია გაუძლო სიშავეს
ჩემს სხეულზე, მარიამ?

ოთახში ბნელა, მე ხომ დავხურე
ყველა სარკმელი.
და ვანთებ სანთელს, და ვხედავ სახეს
შენს სახეს, თოვლივით თეთრს
ჩემო მარიამ.

სიცოცხლის კარებს ბოლომდე ვაღებ
უფალს შევთხოვ დახმარებას,
კარს აჯაჯგურებს ჯოჯოხეთის მსახურთა გუნდი,
მე ვდგავარ ჩუმად, მინდა ვილოცო
დაგელოდები, ჩემო მარიამ.

მე აღარ ველი არც ერთ მუზას,
არც სიტყვა მომწონს
წერის შემდგომ სადიდებელი.
სინათლეს ველი ოთახში შემოჭღილს
განსანათლებლად, ჩემო მარიამ.

ზე იდეები მხიბლავს, არვიცი
რატომ მსურს თავგანწირვა,
სული მომიკვდა, მსურს გავაცოცხლო.
შენ შეგიძლია გაუძლო სიშავეს ჩემს
სხეულზე, მარიამ?

ყოველი დილა მბადებს ახლიდან,
ღამე კვლავ ისევ სულს მიპარტახებს,
ჯოჯოხეთისკენ მიმაქანებს შავი ცხენი,
სამოთხისკენ მიმაქანებს თეთრი ცხენი.
თავად მე,
გავუძლებ სიშავეს ჩემს სხეულზე,მარიამ?

თენდება, მე მჯერა შენი თმების
სიწმინდის და გაგაცილებ შენთვის
უცხო არსებისაგან. მოდი, მომენდე
და დავიხრჩოთ ჩვენი თავები ზღვაში, მარიამ.

მე გავაჩერებ ყოველ გამვლელს
და ვკითხავ  შენზე.
მე დამიცდიან შენი თმები.
შენ არ ხარ ახლოს, შენ შორს ხარ
და მენატრები, მარიამ.

აღარ დავლევ და აღარ დავთვრები,
გვირილებს გიყიდი მოხუცი ქალისგან.
აღარ ვიფიქრებ მე ჰეროინზე,
შემიყვარდები
და მოვკვდები ნამიან დილას, მარიამ.

დღეს ლექსებს დაგიწერ, სიზმრები
მიხმობენ, თეთრ ლექსებს მე დილას
ხომ ვეცი თაყვანი?
ეს დილა თეთრია, ეს დილა თეთრია,
ეს დილა თეთრია,მომენდე მარიამ.

ლექსთა ურითმო ჰარმონია,
მუსიკას ტოვებენ ოცნებით სიტყვები.
გარდავიცვლები, გარდავიცვლები
ზე იდეები მაგიჟებენ და სული მიაქვთ
შორს, ძალიან შორს, მარიამ.

მე ვცხოვრობ ქოხში და ჩემს გარშემო
კვლავ დაფრინავენ ჯოჯოხეთიდან მოვლენილი
სულები.
ცა აღარ ჩანს, ცა აღარ ჩანს,
არც მარიამი.
და კვლავ ვაგრძელებ სიკვდილთან თამაშს.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები