ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალაზნისპირელი
ჟანრი: პოეზია
16 ოქტომბერი, 2011


დრო თავისას იტყვის

ვაჰ, რა უცებ მიჰქრის,
დრო ცხოვრების ლელო,
სევდა ჩვენი ფიქრის,
წამი უსაშველო.

დროს ვერავინ შეცვლის,
წლებს თავისი მიაქვს,
ნეტავ ვის რა ელის?
ვერ გაიგებ დიდხანს.

დრო თავისი არსით,
საიდუმლოს მალავს,
ძვირფას წუთებს გვაცლის,
და ბევრს დაგვიმალავს.

დრო მიიწევს მძაფრად,
სიხარულით თითქოს,
დრო ყველას სჯის მკაცრად,
არვის არ დაინდობს.

გავა ბევრი წამი,
ჟამი მოვა სიტყვის,
საუკუნო ფიქრით,
დრო თავისას იტყვის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები