ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კამკამიძე
ჟანრი: პოეზია
16 ოქტომბერი, 2011


გარდაცვალება

ფიქრებს დროდადრო ფანქრით ვავლებ ზეციურ ექოს
როცა ჩვეული მარტოობით და-ვხატავ ჯვარცმას
უფალთან ვეღარ ავაღწიე... (გზაზე დამენთო
მთები და იქით ხიდებია შეკრული სამფად.

ანუ ვერ მივალ?! რომც ვეახლო ვეუცხოვები!
ისევ დარჩენას ვამჯობინებ... (მიელავს კაცთ-კვლა)
ფარატინაა ზეცა თუმცა ყეფდა ცხოველის
მიმიკებით და საკუთარი ნირიც კი დაკლა.

მერე შეგრძნება დამეუფლა, ისეთი შორი
ჩემი სულიდან... (თითქოს მწირი ღმერთის გზას ავა)
შემოვიხვიე ლაბადა და წავედით ორნი
მე და სხეული... შევუერთდით ფრიალო აღმართს.

ორიოდ წუთში სხეულს მკერდზე დაჰკრა ქუხილმა...
(და იქვე ქიმზე ვარვარით, რომ ანათებს ყორე
იქ დაენარცხა...)
სული კი ფითრით მიეახლა
უფლის სამყოფელს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები