მგზავრობისათვის მოემზადნენ, ლიზას მანქანა სასტუმროს ავტოსადგომზე დატოვეს და მესტიის ქუჩებში ხეტიალი დაიწყეს, მულახისაკენ მიმავალი გზის "მასწალებლის" ძებნის იმედით. ბედად სწორედ ამ სოფელში მცხოვრები ქალბატონი შეხვდათ, რომელიც სახლში მიდიოდა საყიდლებზე ჩამოსული. სურსათ-სანოვაგით დატვირთული ქალბატონი სიამოვნებით დასთანხმდა მეგზურობაზე. -დიდი მადლობა ქალბატონო ლია, ვერ წარმოიდგენთ რამხელა სიკეთეს გვიკეთებთ. მიუბრუნდა მეზურს ლიზა მანქანაში ჩაჯდომისთანავე. -აბა რისი მადლობა, მეც ხომ იქ მივდივარ. პირიქით მადლობელი ვარ ამდენი ბარგით ავტობუსის ლოდინი რომ არ დამჭირდა, თუ პატივს დამდებთ მასპინძლობასაც გაგიწევთ. -ვერ შეგაწუხებთ ას ძალიან... -რა შეწუხებაა შვილო. თუკი რამეში გამოგადგებით თქვენთან მიგულეთ. ალბათ სვანეთის დასათვალიერებლად ამოხვედით და თუკი ბებერ ისტორიკოსს იკადრებთ, სიამოვნებით გაგიწევთ გიდობას. ისტორიკოსის ხსენებაზე ლიზა სიხარულით შეხტა... -ასეთი გამართლება იშვიათია, სწორედ სვანეთის დათვალიერება გვსურს, განსაკუთრებით კი, ჩვენს სტუმარს ბატონ- ჯორჯ ჯაფარიძეს, ამერიკელ ქართველს რომელსაც ყვლაფერი აინტერესების თავისი მშობლიური მხარის შესახებ. დაგვავალებთ თუკი ორიოდე სიტყვით მოგვითხრობთ სვანეთის ისტორიას. -სიამოვნებით, მანამდე კი გაგეცნობით. ლია მიბჩუანი გახლავართ, მეუღლე და შვილები არღვლიანები მყავს. 3 ვაჟის და ერთი ქალშვილის დედა ვარ. მულახში დავიბადე და გავიზრდე. ისტორიკოსი ვარ როგორც მოგახსენეთ და რაღა თქმა უნდა სხვა კუთხეებზე მეტად ჩემი სვანეთის ისტორის მიყვარს და ვიცი. ისტორიის გარდა უამრავი ლეგენდა თუ თქმულება არსებობს სვანებზე, რასაც ერთ დროს ვაგროვებდი და ვცდილობდი თაობებისათვის შემომენახა. სახლში როცა ავალთ ყველაფერს გაჩვენებთ. მანამდე კი ზოგადად სვანეთს გაგაცნობთ: სვანეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მოიცავს კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებს და მდინარეების ენგურისა და ცხენისწყლის ზემოწელს. ისტორიულ სვანეთში შედიოდა აგრეთვე ე. წ. აფხაზეთის სვანეთი (მდინარე კოდორის ზედა ნაწილი), სამეგრელოს, ზემო რაჭისა და ლეჩხუმის მოსაზღვრე რეგიონები. ადრინდელ საუკუნეებში სვანეთი კოლხეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილი იყო, შემდეგ ეგრისის სამეფოსი. XI-XV საუკუნეებში ერთიანი საქართველოს საერისთავო იყო. როდესაც საქართველო დაიშალა სამეფო-სამთავროებად, სვანეთიც რამდენიმე ნაწილად გაიყო: თავისუფალ, სადადეშქელიანო და სადადიანო სვანეთად. ამჟამად სვანეთი ორ ნაწილად იყოფა, ზემო და ქვემო სვანეთად. მათ ჰყოფს მაღალი სვანეთის ქედი ლატფარის ზეკარით. ზემო სვანეთი შეიცავს მდინარე ენგურის ხეობას სათავიდან სამეგრელოს საზღვრამდე, ხოლო ქვემო სვანეთი — ცხენისწყლის ხეობას სათავიდან მურის ხიდამდე (ქ. ცაგერის სიახლოვეს). თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ზემო სვანეთი შედის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის რაიონში, ქვემო სვანეთი — რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მხარის ლენტეხის რაიონში. სვანეთის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ქართველია, კერძოდ მათი ეთნოგრაფიული ჯგუფი — სვანები. ეს, ზოგადი ისტორიულ ცნობები სვანეთის ტერიტორიის შესახებ. რაც შეეეხება კულტურას. მოგეხსენებათ სვანეთში მრავალი წეს-ჩვეულება და რტადიციაა ისეთი რომელსაც სხვა კუთხეში ვერ შეხვდებით. სვანები ოდითგანვე გამოირჩეოდნენ ვაჟკაცობით. მათი ჩაცმის სტილიც განსხვავებული იყო, ავიღოთ ერთი მაგალითი მამაკაცის სვანური ქუდი, რომელიც ნაბდისაგან მზადდება. ის ერთნაირად იცავს სიცხეშიც და სიცივეშიც. სვანური ქუდი, როგორც წესი, რუხია. შავ ქუდს მხოლოდ მგლოვიარეები ატარებენ. ქუდი სადაა და მასზე აბრეშუმის სირმით და ბამბის ზონრით ჯვარია გამოსახული. საქვეყნოდაა ცნობილი სვანური ამზარეულო. თუნდაც ვთქვათ კუბდარი რომელიც დაბეგვილი ხორცისა და სუნელებისაგან მზადდება, ან თუნდაც- სვანური მარილი ჩვეულებრივი ქვა მარილისა და სანელებლების შესანიშნავი ნაზავი საქართველოს ფარგლებს გარეთაც აღფრთოვანებას იმსახურებს დამგემოვნებელში. ასევევე საქვეყნოდაა ცნობილი სვანირი საგალობლები: ლილე, თამარ დედოფალ, შინა ვორგილი და სხვა... რომლებიც უძველესი სვანური საკრავის ჩანგის აკომპანიმენტით სრულდება. ის ძალიან ჰგავს შუამდინარეთში გავრცელებულ ძველ საკრავებს, განსაკუთრებით კი შუმერულ არფას. ჩანგს ძუის 5 ან 6 სიმი აქვს. სვანური კულტურის შესანიშნავი ნიმუშია- სვანური კოშკი. ეს 20-25 მეტრი სიმაღლის ორფერდა სახუროვანი ნაგებობაა. კოშკებს რიყის ქვითა და ლოდებით აშენებდნე და გარედან განსაკუთრებული სიმტკიცის ბათქაშით ლესავდნენ. სვანური კოშკები უმეტესად ხუთსართულიანია. ქვედა სართულის კედლები 1.50 მეტრი სისქისაა, ზედა სართულებისა 70-80 სანტიმეტრი. შენობაში შესვალა მეორე სართულიდან შეიძლება, ხის მისადგმელი კიბით. კოშკის ბოლო სართულზე საბრძოლო ბაქანი და სათოფურებია. თავისუფალ სვანეთს საკუთარი დროშაც ჰქონდა რომელსაც ლემი ჰქვია. რაც სვანური სიტყვაა და ქართულად „ლომს" ნიშნავს. ლემი სვანეთის უძლეველობის განსახიერებაა. დროშა მედროშე-მელომეს განკარგულებაში იყო და ყველა ბრძოლაში წინ მიუძღოდა მებრძოლებს. და ბოლოს, სვანი ხალხის სიამაყე და ქართული კულტურის უშესანიშნავესი ძეგლი ადიშის ოთხთავი... IX საუკუნის ბოლოს, კლარჯეთიდან წამოღებული ძველი ქართული ენისა და მწერლობის უმნიშვნელოვანესი ძეგლი. იგი გადაწრილია 897 წელს შატბრდის ლავრაში. ესაა IX საუკუნეების ქართული მონასტერი თურქეთში. "დიდებულ ლავრად" წოდებული. შატბერდი აშენებულია გრიგოლ ხანძთელის მიერ, კლარჯეთის მეფის ბაგრატ I კურაპალატის შემწეობით. აქ მოღვაწეობდნენ: იოანე ზოსიმე, მიქაელ მოდრეკილი, გიორგი მთაწმინდელი და სხვანი. ლავრაში შეიქმნა- "შატბერდის კრებული". ადიშის ოთხთავის შემდეგ კი, გადაიწერა ჯრუჭის(936 წ) და პარხლის(973 წ) ოთხთავები. ადიშის ოთხთავი უძვლსი ქართული თარიღიანი სახარებაა. იგი შესრულებულია ეტრატზე, რომლის ზომაა 30X25 სმ. ოთხთავი ნაწერია მრგვლოვანით, ორ სვეტად. ასომთავრული ტექსტი ოქროსფერი მელნითაა ნაწერი, რაც მას უფრო დიდებულსა და ძვირფასს ხდის. სახარების 1-5 ფურცელი მინიატურებითაა შემკული. წლების განმავლობაში ოთხთავი დაცული იყო ზემო სვანეთში, მესტიის რაიონის სოფელ ადიშში, საიდანაც მიიღო კიდეც სახელწოდება- "ადიშის ოთხთავი". დღეს იგი ინახება მესტიაში, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში. საინტერესოა რომ ადიშის ოთხთავი არ შეიცავს: იესო ქრისტეს აგონიას გეთსემანიის ბაღში (ლუკა 23:43,44); სადაც აღწერილია იესოს ლოცვა მას შემდგ, რაც მიიღებს ანგელოზისაგან შემწეობას ზეთისხილის მთაზე მისი გაცემისა და დაჭერის წინ. ეს ეპიზოდი ერთ-ერთი იმათგანია რომელიც გვხვდება ახალ აღთქმაში, მაგრამ ბევრ უძველეს ხელნაწერში არ გვხვდება. ასევე ადიშის ოთხთავში არ გვხვდება ეპიზოდი- მრუშ ქალზე (იოანე 7:53-8:11) და მარკოზის სახარების ბოლო თავის დიდი ნაწილი(მარკოზი 16:9-20). ადიშის ოთხთავი ერთადერთია, რომელიც მიუთითებს ამ მუხლების საეჭვო წარმომავლობაზე. ოთხთავს დღემდე იკვლევენ, როგორც საქართველოში ასევე უცხოეთში- ამერიკაში, ბელგიაში, გერმანიაში და სხვა. იგი სამჯერაა გამოცემული: 1916 წელს ფოტოტიპური ტექსტი გამოსცა ექ. თაყაიშვილმა. 1926-1955 პარიზში ცალკე წიგნებად გამოსცა ამერიკელმა ქართველოლოგმა რ. ბლეიკმა. 1945 წელს კი სერიაში "ძველი ქართული ენის ძეგლები". ადიშის ოთხთავთან დაკავშირებით არსებობს ერთი ლეგენდაც. თითქოს მასში არშესული იესოს ლოცვა, ცალკე ეტრატზე იყო შესრულებული და ასეთი სახით ინახებოდა ჩვენს სოფელში. ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ეს უძველესი ხელნაწერი ჯაფარიძეების გვარის საკუთრება იყო, თუმცა როგორ მოხვდა მათ ხელში ეს უცნობია. ამ ხელნაწერის გამო ჯაფარიძეებს ედავებოდნენ ლიპარტელიანები თითქოსად თავდაპირველად დასაცავად ლიპარტელიანებს ერგოთ სიწმინდე და შემდეგ ჯაფარიძეებმა გაურკვეველი გზით ჩაიგდეს ხელში. არავინ იცის მატყუან-მართალი, ან მრამდენად შესაბამება ლეგენდა სინამდვილეს, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ საუკუნეების განმავლობაში ამ ორ გვარს შორის სისხლიანი დაპირისპირება ნამდვილად არსებობდა. ლეგენდის თანახმად ჯაფარიძეებმა ეს უნიკალური ხელნაწერი სვანური კოშკის ერთ-ერთ კედელში ჩაატანეს მშენებლობის დროს რათა ლიპარტელიანების თავდასხმებისაგან გადაერჩინათ. ამის შემდეგ ხელნაწერზე აღარაფერი ვიცით. სამივე გაოცებული უსმენდა ქალბატონი ლიას ნაამბობს და ყურებს არ უჯერებდნენ. ბოლო სიტყვების მოსმენისას კი, დაბნეულმა ლაშამ ისეთი სისწრაფით დაამუხრუჭა მანქანა საბრალო ლიზა შუბლით შეასკდა საქარე მინას...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. თანდათან უფრო ვინტერესდები... აი, ეს ნამდვილადა პროზა. ცოტა უფრო ჩქარა და მეტი მოცულობით დადო, არ შეიძლება? თანდათან უფრო ვინტერესდები... აი, ეს ნამდვილადა პროზა. ცოტა უფრო ჩქარა და მეტი მოცულობით დადო, არ შეიძლება?
1. თანდათან უფრო ვინტერესდები... აი, ეს ნამდვილადა პროზა. ცოტა უფრო ჩქარა და მეტი მოცულობით დადო, არ შეიძლება? თანდათან უფრო ვინტერესდები... აი, ეს ნამდვილადა პროზა. ცოტა უფრო ჩქარა და მეტი მოცულობით დადო, არ შეიძლება?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|