-უკაცრავად, ძაღლმა გადამირბინა და... სცადა უხერხულობის განმუხტვა ლაშამ. -ძაღლის ნაცვლად ჩვენ კინაღამ შეგვიწირე. დაამატა აშკარად შეწუხებულმა ლიზამ. არადა, რა საინტერესოდ მოგვითხრობდა ქალბატონი ლია სვანეთის ისტორიას. ჯორჯ, შენი გვარი ახსენეს მგონი. ყველაფერი გესმოდა თუ რამის თარგმნა გინდა? ვითომ სასხვათაშორისოდ დაამატა ქალმა. -რას ამბობთ ელაიზა, აბა რისი ქართველი ვარ, თუკი მშობლიური ენა არ მესმის? ყველაფერი შესანიშნავად მოვისმინე და დიდად ნასიამოვნები ვარ. მჯერა წინ კიდევ უამრავი ლამაზი ისტორია მელის, დიდი მადლობა თქვენ ამისათვის. -სადაცაა მივედით კიდეც. როგორ ამოკლებს საუბარი გზას. ვისადილოთ და იმდენ ამბავს მოგიყვებით, მგონი სიბერემდე შემორჩეთ სვანეთს. ღიმილით გაეპასუხა კეთილი მასპინძელი. არღვლიანების სახლი საკმაოდ სოლიდურად გამოიყურებოდა და გულის სიღრმეში ლიზას ესიამოვნა, გაჭირვებულ გლეხს რომ არ დააწვებოდა კისერზე სამი ადამიანის მასპინძლობა. ოჯახის თავკაცი, ბატონი შოთა- სასიამოვნო ადამიანი და არაჩვეულებრივი იუმორის მქონე ასე- 50 წლის კაცი იქნებოდა. სანამ ქალბატონი ლია და მისი ქალიშვილი ნატო სადილს ამზადებდნენ სტუმრებისათვის, ბატონი შოთა თავად უყვებოდა ლაშასა და ჯორჯს ანეგდოტებს სვანებზე. ლიზა ცდილობდა დიასახლისს დახმარებოდა, თუმცა მიუჩვეველი ხელისათვის სამზარეულოში ფუსფუსი რთული საქმე აღმოჩნდა. მასპინძლებმა ცოტა ხანში დიდებული სუფრა გაუშალეს სტუმრებს. რაც მთავარია ყველა კერძი სვანური ნაციონალური იყო. ლიზას ყველაფრის ინგრედიენტები და მომზადების წესი აინტერესებდა. ქალბატონი ლიაც დაუზარლად პასუხობდა მის შეკითხვებს. -ეს კაარზია, ანუ გადაზელილი რძეში მოხარშული ყველი პიტნით; ესეც ჭიშდვარი- მჭადის ფქვილთან შეზელილი ყველიანი კვერი; ეს შამი გახლავთ სიმინდის ბურღულის ფაფა შიგ ჩალაგებული სულგუნის ნაჭრებით; ესეც ხარშილი ქერის ფქვილით შეზავებული ჭინჭრის წვნიანი, რომელსაც სამკურნალო დანიშნულებაც აქვს. წლების წინ ჩვენს წინაპრებს მიაჩნდათ, რომ ვინც ამ წვნიანს მთელი ზაფხულის განმავლობაში 10 ჯერ შეჭამდა, მას მთელი წელი არანაირი ავადმყოფობა არ მიეკარებოდა. -ვერ დაგპირდებით რომ რომელიმე კერძის მომზადებას ისევე გემრიელად შევძლებ, როგორც თქვენ, მაგრამ აუცილებლად ვცდი. ამბობდა ლიზა. სადილმა შესანიშნავად ჩაიარა. არღვლიანების ოჯახში სტუმრების ყოფნის ამბავი მალე გახმაურდა და ოჯახს მათი უახლოესი მეზობლები გულბანები და ვიბლიანები შემოემატნენ. სუფრასაც შეემატა სხვადასხვა ხილის არაყი და სვანური კერძები კერძოდ კი - თაშმიჯაბი ყვლისა და კარტოფილის შეზელილი პიურე; ლუცფექი ნივრითა და წიწაკით შეკმაზული ქერის ნახარში და ჭკუტი, ეს იგივე აღმოჩნდა, რაც ჭიშდვარი ოღონდ ფეტვის ფქვილისაგან დამზადებული. მასპინძლებმა სვანური სიმღერების შესანიშნავი ალბომი გადაუშალეს თვალწინ სტუმრებს. ერთმანეთის მიყოლებით შეასრულეს: "შინა ვორგილი", "ლაჯღვაში", "იავო", "თამარ დედოფალ", "დალა კოჯას", სვანური ალილო", "ირინოლა", "შამარერა", "შიშა გერგილ" და სხვა მრავალი. ჯორჯი გაოცებული შესცქროდა სვანების სიმღერას და ბოლოს აღიარა- "ასეთი შესანიშნავი სიმღერა არასოდეს მომისმენია და ვერც მოვისმენდი ვარსად აქ რომ არაო". სვანებმა-"ეგ სისხლის ყივლია ჩვენო ამერიკელო სისხლ-ხორცოო" და პატივისცმის ნიშნად სვანური ქუდი ჩამოაფხატეს თავზე. ქართველი-ამერიკელი მართლაც სისხლადუღებულ ტორეადორს ჰგავდა... შესანიშნავი სანახავია ფესვებსდაბრუნებული ადამიანი, რთულია წარსულისა და წინაპრების გარეშე ცხოვრება... ლიზაც ბედნიერი იყო. კარგა ხანია ასეთი გულღია მასპინძლობა არავის გაუწევია მისთვის. სიყვარულის ობიექტიც გვერდით ჰყავდა, რომელიც წუთითაც არ დასცილდებოდა მისი ნება რომ ყოფილიყო. რა მშვენიერი იქნებოდა აქ ამ ულამაზეს კუთხეში დადოთ ბინა. ლიზაც ხომ გელოვანია, სვანების ერთ-ერთი შესანიშნავი გვარის წარმომადგენელი. იყიდიდნენ ერთ კოშკს და მის მიმდებარე მიწის ნაკვეთს, აიშენებდნენ პატარა მყუდრო სვანური სტილის სახლს, თავს დააღწევდნენ დედაქალაქის ხმაურს და ამაოებას. იყოლიებდნენ ძროხებსა და ქათმებს. ისწავლიდა ხარშილის მომზადებასაც, რომელიც ასე ძალიან მოეწონა ლაშას. სულ თავისი ხელით დაკრეფდა წვნიანისათვის საჭირო ჭინჭარს მდელოზე და შემდეგ დასუსხული ხელებით თუმცა "სულის სისუფთავით" ბედნიერი მიუჯდებოდა სუფრას საყვარელ მამაკაცთან ერთად... ფიქრბმა შორს გაიტაცა ლიზა მასპინძლები კი მოსასვენებელი ოთახების მოსამზადებლად გასულიყვნენ. ქალს შერცხვა უქმად ჯდომის გამო და გადაწვიტა დახმარებოდა ლიასა და ნატოს. ლოგინები გაშალეს და ეზოში კოცონთან შემომსხდარ მამაკაცებს შეუერთდნენ. ბატონი შოთა სტუმრებს სვანური წეს-ჩვეულებების შესახებ უამბობდა. შემოსწერბული ლიზა ლაშას მიეხუტა და სმენად იქცა. ყველაფერი აინტერესებდა, რასაც უამბობდნენ ერთი იმიტომ, რომ მიხეილის საიდუმლო ჰქონდა გასარკვევი და მისათვის ყველანაირი ინფორმაცია სასარგებლო იყო და მეორც იმიტომ, რომ თავადაც პირველად იყო სვანეთში და მასაც ისევე როგორც ჯორჯს გულწრფელად აინტრესებდა თავისი ისტორიული კუთხის შესახებ ყველაფერი. როგორც უკვე გითხარით, - აგრძელებდა მასპინძელი, - მულახის თემი მდინარე მულხურას ხეობაშია განთავსებული და გამოირჩევა კოშკების სიმრავლით. სვანეთის არც ერთ კუთხეში არაა ერთად თავმოყრილი ამდენი სვანური კოშკი როგორც ჩვენთან, რაც ალბათ წინაპრების მატერიალურ მდგომარეობაზე მიუთითებს. კოშკის აგება იოლი საქმე არ იყო, მას დიდი დრო, შრომა და ძალისხმევა სჭირდებოდა. ხოლო თუკი ოჯახის წევრი მამაკაცები კოშკის მშენებლობით იქნებოდნენ დაკავებულნი, ოჯახისათვის სარჩო-საბადებელს ვინღა დათესდა და მოიყვანდა? აქედან სავარაუდოა, რომ დამხმარედ ქირაობდნენ ხალხს რაც უდავოდ ფინანსებთან იყო დაკავშირებული. თუმცა, როგორც ჩანს, მათ ამისი პრობლმა არ ჰქონდათ. მულახს დაჰყურებს მწვერვალი თეთნულდი და მყინვარი ცანერი. როგორც იცით, საქართველოს მთაში ძველთაგანვე არსებობდა თემის ინსტიტუტი, რომელსაც ხევისბერი მეთაურობდა. ხევისბერს ხევსურეთში ხუცს უწოდებდნენ, თუშეთში – დეკანოზს, სვანეთში - მახვშს. ჩვენში დამკვიდრებული იყო თემის მმართველობის მეტად დემოკრატიული ფორმა: მახვშს, ანუ თემის მეთაურს თემის საერთო კრება ირჩევდა. კრებაში მონაწილეობის მიღების უფლება ჰქონდა თემის ორივე სქესის ზრდასრულ (20 წლის) წევრს. მახვში გამოირჩეოდა გონიერებით, დარბაისლობით, სამართლიანობით, სისპეტაკით. იგი იყო ცხოვრებაში ქრისტიანული წესების გამტარებელი, მშვიდობიანობის დროს მსაჯული, ხოლო ომიანობაში ლაშქრის წინამძღოლი. -უკაცრავად რომ გაწყვეტინებთ, ანუ ქალებსაც ჰქონდათ მონაწილეობის მიღების უფლება? არ მეგონა ქალს თუ ასეთი როლი ჰქონდა სვანეთში ჩაერია მასპინძლს ლაშა. -შენ, ჩემო კარგო სვანები ასეთი მჩაგვრელი მტარვალბი გგონივართ? ქალს გაცილებით დიდი როლი ჰქონდა ოჯახში ვიდრე წარმოგიდგენია. თუნდაც მოსავლის აღებისას ქალებიც ისევე ირჯბოდნენ როგორც მამაკაცები. გაგიკვირდებათ და მზითვის ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტი ცელი გახლდათ. -ნამდვილად გამიკვირდა. -კიდევ ბევრი რამით გაგაკვირვებთ სვანები, ჯერ სად ხარ მხოლოდ რამოდენიმე საათია რაც ჩამოხვედი წინ იმდენი რამ გელოდება... ახლა კი თუ გაინტერსებთ გავაგრძელებ თხრობას. -დიახ რა თქმა უნდ გვაინტერესებს, უკაცრავად რომ გაგაწყვეტინეთ. -რას ამბობ თუკი რამე ვერ გაიგო მკითხე აბა რისთვის ვარ? ჰოდა იმას ვამბობდი, რომ საგანგებო შემთხვევებში იმართებოდა თემთა გაერთიანებული შეკრება - ხევის ყრილობა, სადაც საკითხი ხმათა უმრავლესობით წყდებოდა. ყრილობაზე განიხილებოდა ხევის საჭირბოროტო საგარეო და საშინაო პრობლემები, მეზობლებთან გამწვავებული ურთიერთობის საკითხები, მოსალოდნელი ომიანობისათვის სამზადისი და თავდაცვის სტრატეგია, მსხვილი ეკლესიების, საფორტიფიკაციო ნაგებობების, გზების, ხიდების და სხვათა მშენებლობისა და მათში თემების მონაწილეობის საკითხები. ყრილობა მსჯელობდა იურიდიულ ასპექტებზეც - აწესებდა სასჯელის ფორმებსა და ნორმებს. ყრილობა იყო უზენაესი ინსტანცია იურიდიულ იერარქიაში, იგი არავის წინაშე არ იყო ანგარიშვალდებული, ყრილობის გადაწყვეტილება საბოლოო იყო და განხილვას არ ექვემდებარებოდა. უკანასკნელად ხევის ყრილობა მოიწვიეს 1875 წელს, რასაც ე.წ. ხალდეს აჯანყება მოჰყვა. ჩვეს წინაპრებს სახნავ-სათესი მიწები კერძო საკუთრებაში ჰქონდათ, სათიბ-საძოვრები და ტყე - საერთო სათემო სარგებლობისა იყო. ამის გარდა არსებობდა ხატის ტყე და მიწა, რომელიც ეკლესიის მოთხოვნებისა და რელიგიურ დღესასწაულებისათვის გამოიყენებოდა. მახვში არეგულირებდა სათიბ-საძოვრითა და ტყით სარგებლობის პროცესს, საძოვრების მონაცვლეობის, მიწის განაწილების, ნაკვეთების საზღვრის დადგენის საკითხებს და სხვა. ყველა სადაო საკითხს მახვში პირადად განიხილავდა 4-5 კაცის თანდასწრებით. მახვში იყო მეტად მკაცრი, მაგრამ სამართლიანი თავის გადაწყვეტილებებში. ავისა და ცუდის ჩამდენს, ქურდსა და თემის შემარცხვენელს მახვში გაკიცხავდა და თემიდან მოჰკვეთდა. მოკვეთილისათვის ყველა კარი დაკეტილი იყო, წისქვილში საფქვავს არავინ დაუფქვავდა, ხატ-სალოცავში არ მიუშვებდა, მის საქონელსაც არ გააკარებდნენ სოფლის ნახირს. განსაკუთრებული დანაშაულის შემთხვევაში მახვშის თაოსნობით გაიმართებოდა ხევის ყრილობა, რომელიც აჰყრიდა დამნაშავეს (ან დამნაშავეებს) თემიდან და მის სახლ-კარს გადაწვავდა. ყოფილა შემთხვევები, როცა უმძიმესი დანაშაულისათვის, მაგალითად, თემის ღალატისათვის ყრილობას სასიკვდილო განაჩენიც კი გამოუტანია. სხვა სადავო საკითხბიც განსხვავებულად გვარდბოდა ჩვენთან. ყოველგვარი სამოქალაქო თუ სისხლის სამართლის საქმე ადგილობრივ სასამართლოში განიხილებოდა, რომელთა შემადგენლობაში შედიოდნენ მსაჯულ-მედიატორები, რასაც სვანეთში “მორვალს” უწოდებდნენ. მორვებს ირჩევდა ორივე მოდავე მხარე სანათესაოდან ან გარეშე პირთაგან. მორვები მოდავე მხარეებს გულდასმით მოუსმენდნენ. მოლაპარეკების პროცესი ხანგრძლივი იყო და ხშირად წლების განვალობაში გრძელდებოდა. როცა ყველაფერი გაირკვეოდა და დაზუსტდებოდა, ხატზე ფიცის დასადებად გადიოდნენ. დაფიცების შემდეგ განაჩენის ობიექტურობაში ეჭვი არავის ეპარებოდა და მორვებიც გადაწყვეტილებას ღებულობდნენ, რაც უმეტეს შემთხვევაში საბოლოო იყო და არ საჭიროებდა ახალი მორვების მიერ საქმის ხელახალ გარჩევას. განაჩენის გამოტანისას მოსამართლეები ქვას ჩაფლავდნენ მიწაში, რაც საქმის დამთავრებას ნიშნავდა და მოდავე მხარეების შერიგებით მთავრდებოდა. თუმცა იყო შემთხვევებიც, როდესაც საქმე შერიგების ნაცვლად სისხლის აღბამდე მიდიოდა. მოგეხსენებათ მთაში მიწათმოქმედება მეტად გართულებულია, დათესილი მარცვლეული ჯერ ჯეჯილობაშივე ჩაირეცხება ღვარებისაგან და თუნდაც გაიხაროს, სეტყვას მაინც ძნელად გადაურჩება. ამიტომ, ჩვენი წინაპრები მუდამ კარგ დარზე ოცნებობდნენ, რათა კარგი ჭირნახული მიეღოთ. მაღალი მოსავლის მიღებაზე ზრუნვა ახალი წლის დადგომიდანვე იწყებოდა. თებერვლის დასაწყისში იცოდნენ "ლამპრობის" დღესასწაული. ლამპარი მზადდებოდა არყის ხის წვრილად დაჩეხილი კონით. ყველა ოჯახში სამ კონას ამზადებდნენ - ერთი კონა წმინდა მარიამის სახელზე იყო დათქმული, მეორე წმინდა გიორგის და მესამე ცის საკეთილდღეოდ. მარიამს მოსავლიანობის მფარველ ღვთაებად მიიჩნევენ. დადგენილ ღამეს კონები ეკლესიის ეზოში სასაფლაოზე გაქონდათ დასაწვავად. ამ დღეს აცხობდნენ "ლემზირებს", სალოცავ კვერებს და იმართებოდა საერთო დღესასწაული. ამავე მიზნით ზამთრის პერიოდში მეტად გავრცელებული იყო თოვლის კოშკის აგება, რომლის ცენტრშიც ხის ძელს დაატანდნენ, კენწეროში კი ჯვარს დაკიდებდნენ. დღესასწაულში მონაწილე ახალგაზრდობა, საცხოვრებელის ადგილმდებარეობის მიხედვით, გუნდებად იყოფოდა. ყველა გუნდი ცდილობდა კოშკის თავისი უბნის მხარეზე წამოქცევას, რაც იმ მხარეზე კარგი მოსავლის მიღებას ნიშნავდა. იგივე მნიშვნელობა ჰქონდა ჯვრის ხელში ჩაგდებასაც, რის გამოც ზოგჯერ მუშტი-კრივსაც მიმართავდნენ. ეს იყო მხიარული, სპორტული დღეობა. -კიდევ ერთი ტრადიციის შესახებ გიამბობთ თუკი არ დაგღალეთ... თქვა მასპინძელმა. -არა რას ამბობთ ყველაფერი ძალიან საინტერსო და უცხოა ჩვენთვის განაგრძეთ გთხოვთ. უპასუხა ლიაზმ. მოკლედ დიდმარხვის ბოლო კვირას ე. წ. "ჰორიეშმაო" იწყებოდა. ოჯახის უფროსი რკინის ორ ნაჭერს ერთმანეთზე ურტყამდა, ლოცულობდა და ქაჯებს აფრთხობდა. მერე გარეთ გადიოდა და კაჟიან თოფს დაცლიდა ავი სულების შესაშინებლად. დიასახლისი ოჯახის წევრებს მარჯვენა მაჯაზე, ხარებს რქებზე და სახვნელ კავს სახელურზე შავ ძაფს შეაბამდა. ეს რიტუალი ავი თვალისაგან იცავდა ადამიანებს, ხარებს და სამეურნეო იარაღსაც. იმავე დღეს მდინარიდან ყანაში მიჰქონდათ ქვიშა და თეთრი კენჭები. ეკლიან ჯოხს მიწაში ჩაარჭობდნენ, ძირში ქვიშას მიუყრიდნენ და თეთრ კენჭებს შემოუწყობდნენ. ამით ყანას ავი თვალისაგან იცავდნენ, რაც უხვი მოსავლის მიღების გარანტიად მიაჩნდათ. -და ამდენი რიტუალის შემდეგაც არ ჰქონდათ კარგი მოსავალი? გულწრფელად შეეცოდა წინაპრები და მათი წყალში ჩაყრილი შრომა ჯორჯს. -ხან უმართლებდათ, ხან არა. ყველაფერი უფლის ნება იყო და რაც მთავარია შიმშილით არავინ მომკვდარა. სვანები შრომისმოყვარე დაუზარელი ხალხი ვართ და ალბათ ამიტომ. ჩვენ ფარ-ხმალს არასოდეს ვყრით და ერთი ცდით თავს არ ვანებებთ საქმეს, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს ბოლომდე მიგვყავს ყველაფერი. -მშვენიერი თვისებაა, თანდათან უფრო მეამაყება რომ სვანი ვარ. მართლაც ამაყად წელშიგამართულმა აღნიშნა ჯორჯმა. -სვანი და თანაც თავადი ჩემო ჯორჯ, ჯაფარიძეები რიგითი სვანები არ ყოფილან. თქვენი გვარის ისტორიასაც მოგიყვებით მოგვიანებითთ ჯერ ზოგადად ჩვენს კუთხეს გაცნობთ. ჩვენში არსებობდა კიდევ ერთი ტრადიცია, რომელსაც სწორედ ასეთ დროს ზაფხულში მიმართავდნენ. გვალვიან წელიწადს ქალები უახლოეს ტბაში ძვალს ჩააგდებდნენ და უფალს ევედრებოდნენ კარგ წვიმას. ზოგ თემში სოფლის კაცები ეკლესიიდან იესოსა და ღვთისმშობლის ხატებს გამოაბრძანებდნენ, მდინარეზე ჩაიტანდნენ, გაბანდნენ და სიმღერით შესთხოვდნენ გაავდარებას. სოფელ ლენჯერში ამჟამადაც ტარდება ელიას დღესასწაული, რომლის დროსაც წმინდა ელიას ხატს შესთხოვენ გაავდრებას. თუკი დაინტერესდებით ამ დღესასწაულში მონაწილეობაც შეგიძლიათ ლიზა, ვფიქრობ გელოვანის ქალის ლოცვა უეჭველად შეეწევა ჩვენს მეზობელ სოფელს და მათ ნათესებს. -სიამოვნებით, თუკი ამის უფლებას მომცემენ, მე ხომ არ ვიცი ბევრი სვანური ტრადიცია და რამე არ შემეშალოს... -ნუ დარდობ ყველაფერს გასწავლიან რიტუალის წინ. არ არის რთული ჭკვიანი ქალი ხართ, მითუმეტეს სვანი თავადი მჯერა ღირსეულად გაართმევთ თავს. -დიდი მადლობა, შევეცდები. ჩემთვის დიდი სიამოვნება იქნება წინაპრების მიერ დადგენილ რიტუალში მონაწილეობა. -ესეიგი შევთანხმდით, ხვალვე გავარკვევ როდის იმართება და ვესტუმროთ სოფელ ლენჯერს. -კი ბატონო. სიამოვნებით. -სისხლის აღებაზე რას გვეტყვით ბატონო შოთა? დაინტერესდა ჯორჯი -რაო ჯორჯ ვინმემ არასწორი ინფორმაცია მოგაწოდა სვანები კანიბალები არიანო? გაეცინა მასპინძელს... -არა, რას ამბობთ, უბრალოდ გამიგია ასეთი ტრადიციის შესახებ და უფრო კონკრეტულად მაინტერესებდა. -ჩვენ სვანები ტყუილუბრალოდ არავის ვერჩით, მითუმტეს მოძმის სისხლს არ დავღვრით. ეს უძვეელესი ტრადიცია შემდეგნაირად გამოიყურებოდა. ჩვენი წინაპრები თავისიანის სისხლს არავის შეარჩენდნენ, თუკი ვინმე მათ ოჯახს შეხებოდა და გვარის რომელიმე წარმომადგენელს მოკლავდა, ისინი მკვლელის გვარიდან იმდენივე ადამიანს კლავდნენ რამდენიც მათ მოუკლეს თავისი გვარიდან და ამითი ასწორებდნენ ანგარიშს. დამსახურებულად ხდებოდა ყველაფერი. უმიზეზოდ ერთი სვანი მეორის სისხლში ხელს არ გაისვრიდა. სიტყვა გამიგრძელდა ახალგაზრდებო, ნამგზავრი და დაღლილები ხართ. ახლა მოისვენეთ, ხვალ ხატების მოსალოცად წაგიყვანთ. დაასრულა თხრობა მასპინძელმა და წამოდგა, რაც შესანიშნავი საღამოს დასასრულს ნიშნავდა. აბა სვანს, თანაც თავის "მოედანზე" ვინ გაუწევდა წინააღმდეგობას? დამიჯერი შვილებივით ყველამ თავის ოთახს მიაშურა დასაძინებლად და მაშინვე მადლობა გადაუხადეს თავიანთ გულებში მასპინძელს. მხოლოდ რბილ ლოგინში დაწოლამ მიახვედრა მათი სხეულები, რომ საკმაოდ ლამაზი და ინფორმაციულად დატვირთული დღის შემდეგ, გამოძინება ყველაზე მეტად სჭირდბოდათ ძალების აღსადგენად და მოსმენილის "გადასახარშად". ლიზა საყვარელი მამაკაცის მკლავებში მოქცეული დაწოლისთანავე ძილს მიეცა. ლაშას მისი კულულების ფერებისას ჩაეძინა. გვერდითა ოთახში მშვიდად ფშვინავდა ჯორჯიც. სამწუხაროდ, ვერც ერთი მათგანი ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა, რამდენი მშვენიერების ხილვა და ხიფათის გადახდენა ელოდათ წინ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. კუდაბარი, სვანურია ხო, დაწერე როგორ მზადდება! კუდაბარი, სვანურია ხო, დაწერე როგორ მზადდება!
3. ძალიან მომეწონა, კი ვიცნობდი სვანეთს შორიდან , სისხლის აღება ძალიან ცუდი წესია, ნეტა კიდევ არის შემორჩენილი_ ძალიან მომეწონა, კი ვიცნობდი სვანეთს შორიდან , სისხლის აღება ძალიან ცუდი წესია, ნეტა კიდევ არის შემორჩენილი_
2. მართლაც , რამდენ ინფორმაციას იტევს და რა საინტერესოდ. ყოჩაღ:) კორექტურული შეცდომებია, თან "მაღალ მოსავალს" "უხვი მოსავალი " ხომ არ სჯობია? "ყვლის" არის სწორი ფორმა? მოკლედ, მშვენიერია, ველი შემდეგს :) მართლაც , რამდენ ინფორმაციას იტევს და რა საინტერესოდ. ყოჩაღ:) კორექტურული შეცდომებია, თან "მაღალ მოსავალს" "უხვი მოსავალი " ხომ არ სჯობია? "ყვლის" არის სწორი ფორმა? მოკლედ, მშვენიერია, ველი შემდეგს :)
1. სვანებზე თუ გაინტერესებთ რამე იმფორმაცია, დაწყებული კულინარიიდან, შემოდით აქ...:)
სვანებზე თუ გაინტერესებთ რამე იმფორმაცია, დაწყებული კულინარიიდან, შემოდით აქ...:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|