ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალაზნისპირელი
ჟანრი: პოეზია
26 ოქტომბერი, 2011


* * *

მოზღვავებულან ფიქრები მწველი,
მოგონებებში მიწვევენ მდგმურად,
გარეთ კი, წვიმს და ფოთლები სველი,
დარდს მიქარვებენ ჩურჩულით ჩუმად.


ვიხსენებ წარსულს უეცრად გასულს,
სევდა-დარდიანს, ეკალ-ვარდიანს,
ტკბილსა ზმანებას უცებ გარდასულს,
ნაზ მოგონებებს, ნათელს და მზიანს.


შემოიჭრება მოგონებებში, სევდა ღამური,
და ტვინს მიბურღავს, კაეშანი ჩუმი ფარული,
მწამს, რომ ინათებს, ხვალინდელი დღე ზეციური,
მოეფინება ჩემს სევდიან გულს სიხარული.


და მენატრება ის დღეები, ლაღად მწუხარედ,
დღენი რომელნიც სევდა-ვარამად, გულს მოსდებიან,
აფეთქებულან, ჩემს ფიქრებში ექოდ მქუხარედ,
და აჩრდილებად მოგონებებში , რომ ცოცხლდებიან....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები