ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირი-ანი
ჟანრი: პოეზია
27 ოქტომბერი, 2011


შენ...

გაყინულ, ხელებს გაგითბობ,
ნაწვიმარ თვალებს სიგიჟით
იმდენს ვაკოცებ დავთვრები
და მერე ვივლი გიჟივით.
საღამოს მთვარეს გაჩუქებ,
ლექსს წაგიკითხავ წამში და
მერე ვხვდები რომ უშენოდ
ციცქნა საშლელიც წამშლიდა.
გულში ჩაგიკრავ, სევდიან
ქუჩებს გავატანთ ნაბიჯებს,
ნუთუ ვერ ხვდები რომ რომიც,
გალებმა შენთვის დაგლიჯეს.
მერე...
მერე გავყვებით საათებს,
წუთებს წამებად დავითვლი,
თუ გამაბრაზებ გზადაგზა,
ბავშვურ ხუმრობად ჩაგითვლი.
გაყინულ, ხელებს გაგითბობ,
ნაწვიმარ თვალებს სიგიჟით
იმდენს ვაკოცებ დავთვრები
და მერე ვივლი გიჟივით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები