ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბობი ბრაუნი
ჟანრი: პოეზია
27 ოქტომბერი, 2011


ყვითელი ფოთლები

ქუჩაში მე ყვითელ ფოთლებს
დაგითვლი, შეგიგროვებ
და ჩანთაში ჩაგიყრი.
გთხოვ მოუარე,
შენ ყველა მათგანს
და სახლში წადი
ჩუმად.

შენ ხარ ჩემგან შორს,
შენ მე არ მიცნობ,
მე შეგიცანი,
შენ ყვითელ ფოთლებს
მოუვლი და
მოეფერები.

გთხოვ,შეინახე, მოუარე
შენი ქმრის წერილებს,
სათუთად დადევი, არ დაკუჭო,
ის ისევ მოვა,
ის შენთან მოვა.


ნუ ხარ სევდიანი
ცრემლი მოიწმიდე
მითხარი როგორ ხარ
ძვირფასო ანა.

შეშლილი ბავშვები
შენ შეგიყვარებენ,
გესმოდეს, გესმოდეს
იესოს ხმა.

ყვითელი ფოთლების
იქნება კარნავალი
მე ყველა მათგანს
გაგატან თან.


ოღონდ შეიყვარე,
ოღონდ დაიჯერე
შენია ყველა,
გთხოვ მოუარე მათ.

ყვითელი ფოთლები
მე მუდამ მაბრუებენ
და ისევ მახსენებენ
მომაკვდავ ქალს.


მასონთა კედლებში
ღამეა, ხანძარი.
მათ ხომ არ ესმით
მათხოვრის ხმა.

გთხოვ, დილას ადექი
აიღე ხურდები
და დაურიგე
ბედნიერ ხალხს.

მე წავალ სოფელში
ქალაქში დარჩები
და უწყალობე, გთხოვ
მშიერ ხალხს.

ღმერთია მოწყალე
ხურდები სულისთვის
გაეცი, გაეცი
ჩვენს კეთილ ხალხს.

საგიჯეთიდან არავინ გაგიშვებს,
შენ და მეუღლე
შეაბერდებით ხისგან დაშენებ
და მყუდრო სახს.
გთხოვ არ დაგავიწყდეს
ხმა იესოსი,
ხმა წმიდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები