 | ავტორი: ლილიტი ჟანრი: პროზა 28 ოქტომბერი, 2011 |
ოქტომბრის ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი საღამო.ორი ჭიქა ყავა,სიგარეტის კოლოფი,ფერად,მინის საფერფლეში ჩასრესილი ნამწვები.პატარა ლარნაკში უკვე თავჩამოყრილი გვირილები.მაგიდაზე უწესრიგოდ მიმოფანტული წიგნები,იატაკზე მოფენილი ტანსაცმელი და ამ სამყაროში გამოკეტილი ორი ადამიანი.. -ანუ მიდიხარ?-მთელი ძალა მოვიკრიბე,რომ ხმა არ გამბზარვოდა...(არადა თქმას ვაპირებდი).ისე დავიძაბე მთელი სხეული ამტკივდა. -ხო,უბრალოდ ფიზიკურად აღარ შემიძლია...-მითხრა ძალიან მშვიდად და გამიღიმა...-ოდესღაც ეს უნდა მომხდარიყო. -მესმის...ხო,მოკლედ,თავისუფალი ადამიანი ხარ და შეგიძლია,რაც გინდა ის გააკეთო...ოცნებებს უნდა დააძალო ხანდახან რომ ახდეს...ხომ იცი?!-ცრემლები მომერია და ფანჯრისკენ შევტრიალდი.(აზრი აღარ აქვს ახლა.ღმერთო,რა სულელი ვარ!) -შენ?-მომესმა უკნიდან. -რა მე?-თითქმის დავიჩურჩულე. -რას ფიქრობ?-ხმის ტემბრი არ შეცვლია. -არაფერს... -სულ არაფერს? -ხო,სულ არაფერს.....უბრალოდ,მომენატრები...-მოვბრუნდი და სასწრაფოდ დავჯექი პატარ ხის სკამზე.საშინელი სისუსტე ვიგრძენი. -მოგენატრები?-ირონია გაერია ხმაში.(ესღა მაკლდა..) -ხო,მომენატრები...-ვუპასუხე უემოციოდ. -და ეგაა სულ რასაც აპირებ?-ისევ იგივე ღიმილი.თვალს არ მაშორებდა.ვცადე ,არ გავღიზიანებულიყავი. -სხვა რა ვქნა?-ვკითხე და მზერა გავუსწორე.-არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მე რას ვიზამ! -მნიშვნელობა არ აქვს?ხუმრობ?-ხმამაღლა გაიცინა. -აბა,რა ვქნა მითხარი!-ერთიანად წამოვენთე. -მოდიხარ!აი,რა უნდა ქნა,შე სულელო!რა გგონია,რომ აქ დაგტოვებ?შენ ჩემი ხარ და ჩემთან იქნები,სადაც არ უნდა ვიყო...მიყვარხარ! მეგონა მომეჩვენა...ასეთ ფინალს არ ველოდი..ერთიანად მოვეშვი...მერე სახე ხელებში ჩავმალე და ავტირდი... მოთმინებადაკარგული გადმოჯდა ჩემთან,ცრემლები თითებით მომაშორა და ჩამეხუტა.მერე,კალთაში თავი ჩამიდო,ხელები მუხლებზე მომხვია და გაჩუმდა.მე მთელი ურთიერთობის მანძილზე მხოლოდ ახლა ვიგრძენი რას გრძნობდა ის. არ ვიცი,რამდენ ხანს ვისხედით ასე სრულ სიჩუმეში.თავი ძალიან ახლოს ედო ჩემ მუცელთან.მე თმაზე ვეფერებოდი,ის კი ჩაფიქრებული,სრულიად გაუაზრებლად,უსმენდა იმ ადამიანის გულისცემას,რომლის არსებობაზე ჯერ წარმოდგენაც არ ჰქონდა,და რომელმაც,ალბათ,მთელი ეს დიალოგი უფრო მეტად განიცადა ვიდრე ჩვენ,ორივემ ერთად... უნებურად გამეღიმა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ჰო...გამათბო...:-* ჰო...გამათბო...:-*
3. მომეწონა.. ასეთ ფინალს არ ველოდი...:) მომეწონა.. ასეთ ფინალს არ ველოდი...:)
2. ლილიტ, იმდენად მიგვაჩვიე, რომ სხვაგვარი ფინალი უნდა ჰქონდეს შენს ნაწერებს, რომ ვეღარ მოქმედებს :)(ბევრჯერ ნაცადი ხერხი, ანუ)
სხვა მხრივ, შენებური :) ლილიტ, იმდენად მიგვაჩვიე, რომ სხვაგვარი ფინალი უნდა ჰქონდეს შენს ნაწერებს, რომ ვეღარ მოქმედებს :)(ბევრჯერ ნაცადი ხერხი, ანუ)
სხვა მხრივ, შენებური :)
1. და სხვა... ხო. და სხვა... ხო.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|