 | ავტორი: ნადირი ჟანრი: პოეზია 25 სექტემბერი, 2008 |
ძნელია ქვეყნად ვინმემ გაგრიყოს, ფურცლებს შევყურებ უკვე წლებია, ისეთი, ოღონდ ყალბი არ იყოს ხშირად წერტილიც მომნატრებია.
მე ლექსი მხიბლავს თავის სიმცირით, სიპატარავით უფრო მანცვიფრებს, ხშირად ერთ სიტყვას მეტად მივტირი, ვიდრე პოემას, ანდა მანიფესტს.
ცხოვრება რაა?!-უცებ გაგთელავს! იმედი რაა?!-ისიც გაგწირავს! იფრინა როგორც ციცინათელამ, ჩემი სიცოცხლის ერთმა ნაწილმა.
უკვე გამაკრეს ძელზე სიტყვებმა, უკვე წაიღეს სუნთქვა ბგერებმა, ახლა უბრალო აზრიც მისხლტება, ახლა პატარა სიოც მერევა.
რა ვარ, რა ვიყავ?!--ჩემი ხელები, დაშვებულია, როგორც ნიჩბები, მოჩვენებითი ბედნიერებით, გაურკვეველი კითხვის ნიშნებით...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
31. :) სოსო, ძალიან ძალიან მაგარია, ფანტასმაგრიულია...დიდებულია :) სოსო, ძალიან ძალიან მაგარია, ფანტასმაგრიულია...დიდებულია
30. მომწონს შენი ლექსები,შინაარსიანიცაა და დამაფიქრებელიც. :) მომწონს შენი ლექსები,შინაარსიანიცაა და დამაფიქრებელიც. :)
29. დიდებულია :) 5 დიდებულია :) 5
28. თქვენებური... დახვეწილი და ლამაზი ლექსია:) თქვენებური... დახვეწილი და ლამაზი ლექსია:)
27. ესეც ვიცოდი და ძალიან მომწონს მამინაცვალო :) ესეც ვიცოდი და ძალიან მომწონს მამინაცვალო :)
26. ვაი Sry 4 მომიხვდა ! მაგრამ გულით 100000000 ვაი Sry 4 მომიხვდა ! მაგრამ გულით 100000000
24. ჯონდი ბაღათურიას ამაზე გავეპასუხე ნადირო: ვიღებ სამთო ინვენტარს და მოვდივარ ტყეში. ჯონდი ბაღათურიას ამაზე გავეპასუხე ნადირო: ვიღებ სამთო ინვენტარს და მოვდივარ ტყეში.
23. მე მგონი პასუხიც საინტერესოა :) კარგი ლექსია. მე მგონი პასუხიც საინტერესოა :) კარგი ლექსია.
21. გამართული, მშვენიერი ლექსი ;;)
გამართული, მშვენიერი ლექსი ;;)
20. რაო მერე, როსტომ ჩხეიძლემ? :)
ჯონდი-ბატონო ტყეში გაჭრას თუ დააპირებ უჩემოდ არ ქნა ეგ, კარგი სანადირო ადგილები ვიცი :) რაო მერე, როსტომ ჩხეიძლემ? :)
ჯონდი-ბატონო ტყეში გაჭრას თუ დააპირებ უჩემოდ არ ქნა ეგ, კარგი სანადირო ადგილები ვიცი :)
19. ძალიან კარგია. მოგიკითხეთ 5 ძალიან კარგია. მოგიკითხეთ 5
18. მოკითხვა როსტომს წყალდიდობისაგან მოკითხვა როსტომს წყალდიდობისაგან
17. საღოლ!
10!!!!!!!!!! საღოლ!
10!!!!!!!!!!
15. ისეთი, ოღონდ ყალბი არ იყოს ხშირად წერტილიც მომნატრებია. 5 ისეთი, ოღონდ ყალბი არ იყოს ხშირად წერტილიც მომნატრებია. 5
14. ეს ხომ მახსოვს, კარგია:)
ეს ხომ მახსოვს, კარგია:)
13. უკვე გამაკრეს ძელზე სიტყვებმა, უკვე წაიღეს სუნთქვა ბგერებმა, ახლა უბრალო აზრიც მისხლტება, ახლა პატარა სიოც მერევა. ლამაზია...:) უკვე გამაკრეს ძელზე სიტყვებმა, უკვე წაიღეს სუნთქვა ბგერებმა, ახლა უბრალო აზრიც მისხლტება, ახლა პატარა სიოც მერევა. ლამაზია...:)
11. მაგარია გენაცვალე შენ 5 მაგარია გენაცვალე შენ 5
10. ეს ლექსი ორჯერ გიდევს სოსოოოოო მაგრამ კარგია :) ეს ლექსი ორჯერ გიდევს სოსოოოოო მაგრამ კარგია :)
9. მომეწონა... მომეწონა...
8. უკვე გამაკრეს ძელზე სიტყვებმა...
მაგრად მომეწონა. კარგი ლექსია ძალიან! 5 უკვე გამაკრეს ძელზე სიტყვებმა...
მაგრად მომეწონა. კარგი ლექსია ძალიან! 5
6. ეს ჩემთვის დიდი პატივია ნიკა ეს ჩემთვის დიდი პატივია ნიკა
3. მახსოვს ეს ლექსი, ლიტ.გე-ზე იდო. მომიკითხე ბატონი როსტომი მახსოვს ეს ლექსი, ლიტ.გე-ზე იდო. მომიკითხე ბატონი როსტომი
2. ....
ჩემთვის საუკეთესო.. რაც ბოლო დროს წავიკითხე თქვენები..
10 ....
ჩემთვის საუკეთესო.. რაც ბოლო დროს წავიკითხე თქვენები..
10
1. ძმა ხარ, გიძვრენ სულში , ვიღებ სამთო ინვენტარს და მოვდივარ ტყეში. ლექსმა დაგლიჯა. ძმა ხარ, გიძვრენ სულში , ვიღებ სამთო ინვენტარს და მოვდივარ ტყეში. ლექსმა დაგლიჯა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|