ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირი-ანი
ჟანრი: პოეზია
30 ოქტომბერი, 2011


მე მოდილიანი.

უცხო პლანეტაზე ცეკვავს დალის გალა,
დედამიწაზე ვეძებ მოდილიანს,
პიკასო მარსზე ხატავს თავისქალას,
სასმელში ვახრჩობ მოდი იდილიას...
ეს მერამდენედ მომკლეს ნაძირლებმა
და ყოველ ჯერზე აღვსდექ სიამაყით,
უკვე გადამღალა მტრების ჩაძირვებმა,
თუმც ფუნჯს არ შევცვლი მე სხვა იარაღით...
ისევ შემომაწვა ყელში აპათია,
ჯოჯოხეთიდან მერგო მოსაწვევი,
ეს ერთი ცოდვაც (არვინ) მაპატია,
ალბათ ბევრი დარჩა კიდევ მოსაქცევი...
უცხო პლანეტაზე ცეკვავს დალის გალა,
დედამიწაზე ვეძებ იდილიას,
პიკასოს მარსი ექცა თავის ქალად,
შენც არ მაპატიე მე მოდილიანს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები