| ავტორი: კესო ჟანრი: პოეზია 31 ოქტომბერი, 2011 |
ჩვენი ამბავი ასე იყო: ჯერ აგვკაფეს, მერე ვინ იცის, ნაბანი წყალი გადაგვასხეს-გადაგვაყოლეს ფესვების სიღრმეს, მიწის სიმძიმეს. . . ჩვენი ამბავი ასე იყო: გვწვავდნენ, გვკაფავდნენ.
სულ უფრო ხშირად მახსენდება ჩემი ბაღის მწიფე ასკილი- ვარდებში რომ შემომეპარა, ეს გულუბრყვილო, არამკითხე სოფლის გომბიო, თავს რომ იწონებს მაღალი წრის ქალბატონებში. მერე რა, თუ კი დაკონკილი კაბა აცვია. . .
ჩვენი ამბავიც ასე იყო, ამპარტავნების- ხან გვკაფავდნენ, ხანაც გვამყნობდნენ ცისფერ ვარდებზე, პიონებზე, თუნდაც ტიტებზე. მაგრამ რა ძალა, როგორც ბალახს კლდეზე ამოსულს. . . სულს რომ ვღაფავდით, იფეთქებდა მაშინ ასკილი.
ოღონდაც. . . ახლაც. . . არ დამიჯაბნონ ჰიბრიდებმა შენი თამამი და ხალასი უბრალოება. გამოიყვანენ ტყის შვილისგან ჯუჯა ასკილს და მერე ქოთნებით მოირთავენ მდიდრულ დარბაზებს. . . არ შეეგუო, არ დანებდე, არ მოიხიბლო!. .
როგორც ფრინველი გალიაში-ქოთნის ყვავილი სხვების გულის გასახარებლად, გულმოდგინედ ჰყვავის და ჰყვავის. .
უნდა წამომცდეს, ენის წვერზე პირსინგივით მკიდია ბასრი, ალესილი სათქმელი სიტყვა და ფუი, ეშმაკს, ფუი, ეშმაკას, არ მათქმევინო!...
ნუ გამომიყვან, ცხოვრებავ, გმირად, არც ცხრა ძმის დედობა ძალმიძს, მშვიდი ცხოვრება მინდა სავსე მზითა და მთვარით. . . ხედავ, როგორი მარტივია გადაბრალება?! შენგან რას ვითხოვ_როცა თავად შვილს ვგავარ უძღებს, ჩვენი ამბავიც ასე არის-დამდურებულთა, ჩემო სამშობლოვ, მე კი არა, შენ უნდა გძულდე!. .
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ხდება ხოლმე, არა უშავს:) ხდება ხოლმე, არა უშავს:)
7. ეს დამვიწყებია:( მოკითხვით და პატივისცემით. ჩემი ამოჩემებული ეპითეტი თქვენზე -ნატიფი პოეტესა.:) პ ს ეს ლექსი კი არ მომწონს. კეთილი სურვილებით ... ეს დამვიწყებია:( მოკითხვით და პატივისცემით. ჩემი ამოჩემებული ეპითეტი თქვენზე -ნატიფი პოეტესა.:) პ ს ეს ლექსი კი არ მომწონს. კეთილი სურვილებით ...
6. geTanxmebi, niki, aq sasveni nishnebi unda CAvamato, rom azri naTeli iyos, pirsingiviT mkidia, basri saTqmeli sityva, ase unda ikitxebodes. axla vcdi da Shevasworeb:)madloba:) geTanxmebi, niki, aq sasveni nishnebi unda CAvamato, rom azri naTeli iyos, pirsingiviT mkidia, basri saTqmeli sityva, ase unda ikitxebodes. axla vcdi da Shevasworeb:)madloba:)
5. "ენის წვერზე მკიდია ბასრი (პირსინგივით) სათქმელი სიტყვა"
პირსინგი ბასრი უნდა იყოს? ბასრი მე მგონი მიესადაგება სიბრტყეს. მაგალითად ბასრი დანა. თანაც პირსინგი რას ქვია? კონკრეტულად ნივთს რასაც იყრიან, თუ ამ ნივთის ასე ტარებას?
ლექსი კარგია თუმცა კესო უკეთესადაც წერს
განწყობა კიდევ ასეა, ხელს არ ვიქნევ, მაგრამ გული მწყდება :(
"ენის წვერზე მკიდია ბასრი (პირსინგივით) სათქმელი სიტყვა"
პირსინგი ბასრი უნდა იყოს? ბასრი მე მგონი მიესადაგება სიბრტყეს. მაგალითად ბასრი დანა. თანაც პირსინგი რას ქვია? კონკრეტულად ნივთს რასაც იყრიან, თუ ამ ნივთის ასე ტარებას?
ლექსი კარგია თუმცა კესო უკეთესადაც წერს
განწყობა კიდევ ასეა, ხელს არ ვიქნევ, მაგრამ გული მწყდება :(
4. ასკილზე ლამაზ იჯერ არაფერი მინახავს მე...:) სათაურს გვერდი ვერ ავუარე...არც მინანია...:) ასკილზე ლამაზ იჯერ არაფერი მინახავს მე...:) სათაურს გვერდი ვერ ავუარე...არც მინანია...:)
3. ღმერთმა შეგაძლებინოს ''ცხრა ძმის დედობა'' (იგივე გმირობა) და ყველაფერ კარგს გისურვებ ცხოვრებაში. ;) ღმერთმა შეგაძლებინოს ``ცხრა ძმის დედობა`` (იგივე გმირობა) და ყველაფერ კარგს გისურვებ ცხოვრებაში. ;)
2. ლალი, დავიწყებ იმით, რომ ძალიან მიხარია შენი გამოჩენა ჩემს გვერდზე. კარგი მკითხველი ხარ, დაფიქრებული და გემოვნებიანი.:) ახლა , თუ რატომ იწერება ლექსი_იმიტომ, რომ მე მაწუხებს ეს საკიტხი შინაგანად, კონკრეტულად ამ ლექსში გადმოცემული განცდა, ძალიან წინააღმდეგობრივია, ხან იმდენად მტკენს გულს არსებული რეალობა, რომ მინდა ყველაფერი მივატოვო და ხელი ჩვიქნიო, ხან კი ვხვდები, რომ სწორედ ასეთი ხელჩაქნეულობის ბრალია ბევრი რამ... ლალი, დავიწყებ იმით, რომ ძალიან მიხარია შენი გამოჩენა ჩემს გვერდზე. კარგი მკითხველი ხარ, დაფიქრებული და გემოვნებიანი.:) ახლა , თუ რატომ იწერება ლექსი_იმიტომ, რომ მე მაწუხებს ეს საკიტხი შინაგანად, კონკრეტულად ამ ლექსში გადმოცემული განცდა, ძალიან წინააღმდეგობრივია, ხან იმდენად მტკენს გულს არსებული რეალობა, რომ მინდა ყველაფერი მივატოვო და ხელი ჩვიქნიო, ხან კი ვხვდები, რომ სწორედ ასეთი ხელჩაქნეულობის ბრალია ბევრი რამ...
1. ნუ გამომიყვან, ცხოვრებავ, გმირად, არც ცხრა ძმის დედობა ძალმიძს, მშვიდი ცხოვრება მინდა სავსე მზითა და მთვარით. . . ამას დავასტატუსებდი ახლა:) ლექსი კი ნაკლებად. 2 დღის უკან ვკითხე ჩემს მეგობარს რისთვის იწერება კონკრეტული ლექსი ? ვერ გამცა პასუხი. აქაც არ მქვს. ნუ გამომიყვან, ცხოვრებავ, გმირად, არც ცხრა ძმის დედობა ძალმიძს, მშვიდი ცხოვრება მინდა სავსე მზითა და მთვარით. . . ამას დავასტატუსებდი ახლა:) ლექსი კი ნაკლებად. 2 დღის უკან ვკითხე ჩემს მეგობარს რისთვის იწერება კონკრეტული ლექსი ? ვერ გამცა პასუხი. აქაც არ მქვს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|