 | ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია 31 ოქტომბერი, 2011 |
შენ დაჭრილი ხარ,ჩემო ქვეყანავ, სისხლი გდის,სისხლი წვეთ-წვეთ იცლები, ბედმა უკუღმართ დროსთან შეგყარა და შენც მორჩილად,ისე იცვლები დასამარხადაც, აღარ მიღირხარ, ასეთ უკუღმართს რომ გხედავს გული, ცრემლი მიშრება,ვიწყებ ღიღინსა და საცხედრე მიწას,უკუღმა ვუვლი. გადაგვარების გზაზე ხარ,მაგრამ ციცქნა იმედი, მაინც მოგიჩანს, შენ კვლავ დატკეპნი დაჩვეულ გზა კვალს, ეგ წყლულები თუ მალე მოგირჩა. ღვთისმშობლისა ხარ,მიწა რჩეული და მეც ამ მიწის ვარ ღვიძლი შვილი. აჰა,სისხლიც და ჩემი სხეულიც ზვარაკად გქონდეს,უხორცოდ ვივლი. იქნება ამით მეც ვიხსნა სული, რომ ვიმსუბუქო სამსჯავრო მწველი , შენც ნეტავ ჩემით, მოგირჩეს წყლული აღარ გგესლავდეს,სიბილწის გველი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. გაიხარე, სვანეთის შვილო! გაიხარე, სვანეთის შვილო!
6. გაიხარე! შატილიონის სიტყვებს გავიმეორებდი მეც. გაიხარე! შატილიონის სიტყვებს გავიმეორებდი მეც.
5. მიხარია, რომ საქართველოს ასეთი გულანთებული პატრიოტი პოეტი ეზრდება! წარმატებები! მიხარია, რომ საქართველოს ასეთი გულანთებული პატრიოტი პოეტი ეზრდება! წარმატებები!
3. გაუმარჯოს!!!!! გაუმარჯოს!!!!!
2. გაუმარჯოს ჩვენს სამშობლოს!საქართველოს!მარადმწვანეს!მარადმხიარულს!შეუდრეკელს,შეურყეველს!ჩვენს საამაყო მიწა-წყალს!ჩვენს ქართულ ცას და მამულიშვილურ სიყვარულს!
ჰოი ! ჰოოოი! ჰოი მეთქი!
არა?კაით გაუმარჯოს ჩვენს სამშობლოს!საქართველოს!მარადმწვანეს!მარადმხიარულს!შეუდრეკელს,შეურყეველს!ჩვენს საამაყო მიწა-წყალს!ჩვენს ქართულ ცას და მამულიშვილურ სიყვარულს!
ჰოი ! ჰოოოი! ჰოი მეთქი!
არა?კაით
1. გაუმარჯოს საქართველოს! გაუმარჯოს საქართველოს!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|