 | ავტორი: ია-ია ჟანრი: პროზა 25 სექტემბერი, 2008 |
როცა ძალიან მიჭირს, ვდგები და უდარდელი ხმით შენ გირეკავ... ეს შენ გგონია, რომ დარდი არ მაქვს, თორემ ამ დროს იცი როგორა ვარ? აი, დაახლოებით რომ აგიხსნა მოგიყვები: ერთხელ აბაზანა გაიჭედა, უაზროდ ვუყურებდი როგორ ივსებოდა წყლით და უკვე გადმოსვლის პირას რომ იყო, დგუში ავიღე და ერთი ორჯერ გამოვტუმბე... იცი რა ქნა წყალმა??? როგორც ტორნადო ისე დატრიალდა და ღრიალით გავიდა ნახვრეტში... ეხლაც მესმის ღრრრრ...როგორ ახრიალდა ბოლოს, შემეშინდა კიდეც... გეცინება? ვერ მიხვდი? კაი, აი, უფრო ზუსტად რომ აგიხსნა, ჩემი გული რომ ივსება და ნაპირებამდე მიდის რაღაცა გრძნობით... ნუ, ეს რა გრძნობაა სახელი ჯერ ვერ მოვუძებნე და მერე გეტყვი... მეწყება გაუსაძლისი და გირეკავ... რა თქმა უნდა უდარდელი ხმით : "რას შვები?"... პირველივე შენს სიტყვას დგეშის ეფექტი აქვს... აუუუუუ! რა ხდება ამ დროს გულში ნეტა ხედავდე! ან უკეთესი იქნებოდა შეგეგრძნო!!! გრძნობა ხო დიდია, ან უფრო სწორედ ბევრი... და გული ხომ იცი მხოლოდ ჩემი მუშტის ხელაა... და ეს ვეებერთელა მასა ამ სივიწროვეში რომ იწყებს ტრიალს!!! ჰმმმმ.... რა კაიფიააა!!! გადმობრუნებული კონუსის ფორმა აქვს და რეაქტიული სიჩქარით ბრუნავს... ამ დროს ოდნავი ხრინწიც თუ შეგერია ხმაშიიი!!! სულიც მიმჩატდება და თუ ისიც ერთვება ამ კორიანტელშიიი... სრული კაიფიააა!!! დიდხანს არ გრძელდება... ჩვენი საუბრისთანავე ქრება და იქ, სადღაც გულის კუნჭულში გადის ღრიალით... საოცარ სიმსუბუქეს ვგრძნობ... იცი როგორ მშველი?... აუუუ, რატო გითხარი ყველაფერი ეს?... შენ ხომ მხოლოდ უდარდელი მეგობარი გგონივარ? ეხლა ვიცი, კითხულობ და გეცინება : "ამ შტერუკას მართლა ვყვარებივარო!.." მოიცა, მოიცააა... დასკვნებისაგან თავი ჯერ შეიკავეეე!..მე შენ გითხარი, გრძნობისათვის სახელი ჯერ არ დამირქმევია თქოოოოო!!!... თუმცა რაა... იცოდე და გაიხარეეე... პაკააა... მორიგ შევსებამდეეე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24. ძალიან კარგათ წერთ!!! +2... როგორც კი დროს ვიშოვნი თქვენ ყველა ნაწერს გადავხედავ.... ძალიან კარგათ წერთ!!! +2... როგორც კი დროს ვიშოვნი თქვენ ყველა ნაწერს გადავხედავ....
23. ბოლოსკენ აირია,უფრო ბოლო რამდენიმე წინადადება,მთლიანობაში მაინც ემოციურია :) +2 ბოლოსკენ აირია,უფრო ბოლო რამდენიმე წინადადება,მთლიანობაში მაინც ემოციურია :) +2
20. ესეც მომეწონა, მშვენიერი მინიატურაა. ესეც მომეწონა, მშვენიერი მინიატურაა.
19. mtavari satqmeli momewona, ogond mgonia, rom ragav-ragaceebma gaaubraloves naweri. imedia, ar miwyen :) mtavari satqmeli momewona, ogond mgonia, rom ragav-ragaceebma gaaubraloves naweri. imedia, ar miwyen :)
17. ამის სათაური მომეწონა ადრე და მაგოტომ წავიკიტხე :) თითონ ნაწერზე დიდად ვერაფერს ვიტყვი :) ამის სათაური მომეწონა ადრე და მაგოტომ წავიკიტხე :) თითონ ნაწერზე დიდად ვერაფერს ვიტყვი :)
16. ნეტა თუ ხვდები რა კარგი ხარ ნეტა თუ ხვდები რა კარგი ხარ
15. მეგონა ერთხელ კომპი გაიჭედა.. :):):) მეგონა ერთხელ კომპი გაიჭედა.. :):):)
14. კარგი ია-ია ხარ. ოღონდ პროზა უფრო კარდად გამოგდის-ვიდრე პოეზია. კარგი ია-ია ხარ. ოღონდ პროზა უფრო კარდად გამოგდის-ვიდრე პოეზია.
13. :)))) მართლა შტერუკა ვარ :))) სწორი ხარ შენ ხო იცი :))) :)))) მართლა შტერუკა ვარ :))) სწორი ხარ შენ ხო იცი :)))
12. აქ კი ქმედებაი დამიწუნებია, იმიტომ რომ გულის შევსებამდე თუ არ დაურეკე იმას, რომელსაც გულში ეცინებაო, რომ ამ შტერუკას ვყვარებივარო, გამოდის ის რაც გაგრძელება არაა საჭირო :D :D :D აქ კი ქმედებაი დამიწუნებია, იმიტომ რომ გულის შევსებამდე თუ არ დაურეკე იმას, რომელსაც გულში ეცინებაო, რომ ამ შტერუკას ვყვარებივარო, გამოდის ის რაც გაგრძელება არაა საჭირო :D :D :D
10. ეს წინასთან ვერ მოდის, მაგრამ მაინც კარგია. ეს წინასთან ვერ მოდის, მაგრამ მაინც კარგია.
9. :) მორიგ შევსებამდეეე... :) მორიგ შევსებამდეეე...
7. კარგი გოგო ხარ! 10 კარგი გოგო ხარ! 10
6. :) მიყვარხარ :) მიყვარხარ
5. პაკააა... _ და ასეთი რაღაცეები აუბრალოვებს ტექსტს ჩემი აზრით. ზოგისთვის ეს შეიძლება ადვილად აღსაქმელი და სასიამოვნოც იყოს. რა ვიცი... 4 პაკააა... _ და ასეთი რაღაცეები აუბრალოვებს ტექსტს ჩემი აზრით. ზოგისთვის ეს შეიძლება ადვილად აღსაქმელი და სასიამოვნოც იყოს. რა ვიცი... 4
4. მაგარია, ძალიან მომეწონა ია... კიდევ წაგიკითხავ და არ გამიცრუო იმედები კაიი?10 ქულა შენ და წარმატებები. მაგარია, ძალიან მომეწონა ია... კიდევ წაგიკითხავ და არ გამიცრუო იმედები კაიი?10 ქულა შენ და წარმატებები.
1. ეს რა არის ? არ მომეწონა რათქმაუნდა ! ეს რა არის ? არ მომეწონა რათქმაუნდა !
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|