 | ავტორი: ხუჭუჭა13 ჟანრი: პოეზია 10 ნოემბერი, 2011 |
რა შეუძლია ღიმილს! ,, ღიმილი თეთრად ფარავს მოწყენას, ღიმილი არის ცის აღმოჩენა...’’ ვასილ ბოსტაშვილი - რა დაგემართა? - გულწრფელი თანაგრძნობით ვკითხე ლამაზთვალება ბიჭუნას, რომელიც თეატრის წინ, ხალხით გადაჭედილ მოსაცდელში, სადაც მრავალი ეროვნების ადამიანი ერთმანეთს სპექტაკლის ნახვით გამოწვეულ შთაბეჭდილებებს უზიარებდა, თავჩაღუნული იჯდა და თვალებში რაღაც ძალიან დიდი, ჩამაფიქრებელი და გულის მომკვლელი, ამაღელვებელი და შესაზარი სევდა და ტკივილი გასწოლოდა, ისევე, როგორც წვიმის მომასწავებელ ზეცას გადაეკვრება ხოლმე ღრუბელი და ჭექა-ქუხილითა და სეტყვით ემუქრება მზის სხივებით გამთბარ დედამიწას. - არც არაფერი! - ქედმაღლურად და ამაყად მიპასუხა ბავშვმა, მაგრამ მისი ბავშვურად მეტყველი თვალებიდან ნათლად ჩანდა, რომ, ჯერ კიდევ, გამოუცდელი და გულუბრყვილო, მიამიტი ადამიანი იყო და ნამდვილად ვერ ახერხებდა, დაემალა შიგნით, ღრმად გულში არსებული დარდი, რაც, იმავდროულად, ბიჭუნას მოწყენის მიზეზი გამხდარიყო. - ბოდიში, არ მინდოდა, თქვენთვის მყუდროება დამერღვია, თუმცა, აქ ისეთი ქაოსია, მიკვირს, მეგობრის გარეშე რომ ხართ მოსული-მეთქი, - ღიმილით მივუგე ყმაწვილს და მინდოდა მეგრძნობინებინა, რომ მაფიქრალი და უსიტყვო ადამიანის ხვედრი მარტოობაა. ბავშვს თავიც კი არ აუწევია ზემოთ, შემოხედვაზე, ხომ ზედმეტია ლაპარაკი, თორემ, რომ სცოდნოდა, მის წინაშე იმ სპექტაკლის მთავარი გმირი იდგა, რომელმაც ყველა აღაფრთოვანა, ბუნებრივია, თავისდა უნებურად, ბავშვური ცნობისმოყვარეობა მაინც შეაწუხებდა და დაინტერესდებოდა თანამოსაუბრით. სწორედ იმ დღეს შედგა ჩემი დებიუტი სცენაზე, სადაც ,,ჯინსების თაობის’’ ერთ-ერთი მთავარი გმირის, თინას როლს ვთამაშობდი. სპექტაკლის დასასრულს, როდესაც მაყურებელთა რიგს გადავხედე, ერთი პატარა ბავშვი მომხვდა თვალში, რომელსაც თვალებზე თანამგრძნობი ემოციისაგან გადაუღებელი წვიმასავით ცრემლი მოსდგომოდა და ფეხზეც კი ამდგარიყო თავისი აღფრთოვანებისა და დაუშურებელი ემოციის გამოსახატავად. აი, ეს იყო ჩემი ბიჭუნასთან გამოლაპარაკების მთავარი მიზეზი, რომელმაც ნათლად და ყველასაგან ორდინალურად, გამორჩეულად აღიქვა სპექტაკლის დრამატული მხარე. მიუხედავად ჩემი გულითადი მცდელობისა, ბიჭთან მეგობრული კონტაქტი დამემყარებინა, ბიჭი გატრუნული იჯდა, რადგან არ იცოდა იმის შესახებ, თუ ვინ გამოელაპარაკა. გეგონებოდათ, ვერც კი ამჩნევდა ირგვლივ ხალხის სიმრავლეს; უბრალოდ თავის სამყაროში, ფიქრებში ჩაძირულიყო და განდეგილის შთაბეჭდილებას ტოვებდა მნახველზე. რა უნდა გამეკეთებინა, გარდა იმისა, რომ უხმოდ მივუჯექი გვერდით და ველოდებოდი, როდემდე გაგრძელდებოდა მისი მარტოობისათვის განკუთვნილი რამდენიმე წამი თუ წუთი, რომელიც გადამწყვეტია ხოლმე სასიკვდილოდ განწირული ადამიანის სიცოცხლისათვის, თუმცა, ბავშვის თვალში დრო ჯერ კიდევ არ ფასობს ისე ძვირად და განსაკუთრებულად, როგორც დედისათვის: ,,მაინც რა უცნაურები ვართ ეს დიდები... ჩვენთვის ხომ დრო ფულია...’’ Uუკვე 5 საათი სრულდებოდა. თეატრის შესასვლელი დაცარიელდა, მანდატურის თანამშრომელი გაკვირვებული მიყურებდა, მანქანაც კი შემომთავაზა. - მადლობა, ნუ შეწუხდებით, ჩემს მეგობარს ველოდები, ძალიან მოწყენილია, წეღან გაიგო, რომ ძმა საავადმყოფოში დააწვინეს, ლეიკემიის დაავადებით და ვცდილობ სახლში წაყვანაზე დავიყოლიო-მეთქი. ახლა რომ მახსენდება ის დღე, გაოცებული ვარ, როგორ მოვიგონე ასეთი ტყუილი-მეთქი, რადგან არასოდეს მეხერხებოდა თვალთმაქცობა, მით უმეტეს, იმ ადამიანთან, რომელიც სრულიად უცხო იყო ჩემთვის და არაფერი ვიცოდი მის შესახებ, სახელიც კი: არადა, სულ იმას ვამბობ, რომ ადამიანის მოტყუებისათვის საჭიროა, ჯერ თვითონ შენ, ტყუილის თქმელს, გწამდეს შენივე ნათქვამის ნამდვილობის და, ამასთანავე, კარგად და დაწვრილებით უნდა იცნობდე თანამოსაუბრის აზროვნების თანმიმდევრობასა და მისეული თვალით აღქმულ გარემოს ერთ ნაწილს მაინც. - ჩვენ კიდევ გვეგონა, რომ ბიჭი ერთ-ერთი იყო იმ მაწანწალა ბავშვთაგან, რომლებსაც სახლ-კარი არ აქვთ და აქ შეაფარა თავი. ალბათ, გარეთ არც გაგიხედავთ, თავსხმა წვიმაა და ასეთ დროს უსახლკარონი აქ შემოიპარებიან ხოლმე, ჩვენდა შეუმჩნევლად. - არა, რას ამბობთ? ეს ბავშვი არა მარტო ჩემი საუკეთესო მეგობარი, არამედ მრჩეველიცაა და ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს, როდესაც სცენაზე მდგომს გამუდმებით პარტერიდან შემომციცინებს თვალებში და ჩემს ჟესტ-მიმიკასა და მიხრა-მოხრას თვალნათლივ აკვირდება, შემდეგ კი შენიშვნებს წერილობით მიყალიბებს, რადგან მიყვარს ჯანსაღი კრიტიკა, რაც, ვფიქრობ, ადამიანს უკეთესად გახდომაში ეხმარება. ისეთი დარწმუნებული წარმოვთქვამდი ამ სიტყვებს, რომ დაკვირვებული თვალიც კი ვერ შეამჩნევდა ჩემს ახლადგამომცხვარ ტყუილს. როგორც ჩანს, პატარა მოკუპსულცხვირიან ბიჭუნას ჩემი თითოეული სიტყვა კარგად გაესისხლხორცებინა და უეცრად, ჩემდა მოულოდნელად, გაოცებული მწვანე თვალებით შემომანათა. მე არც კი დავფიქრებულვარ, იმწამსვე გავუღიმე და მასზე ზრუნვის სურვილით შეპყრობილმა სახელი ვკითხე. - გეგა, მორცხვად მომიგო ბიჭუნამ (გეგას მორიდებულობისგან ლოყებზე სიწითლე დასთამაშებდა და თვალსაც კი ვერ მისწორებდა). - თუმცა, ნამდვილად არ ვიმსახურებ იმას, რომ ეს სახელი დაერქმიათ ჩემთვის მშობლებს, რადგან მე ვერასოდეს გავხდები ისეთი პატრიოტი და მებრძოლი სულის მქონე ადამიანი, როგორიც გეგა იყო და ვერც ვერასდროს ვიპოვნი თინას მსგავს ქალს, რომელიც ჩემი თვალით დანახული ოცნების ქალის პროტოტიპია, - ნაღვლიანად მიპასუხა ბავშვმა. ის ისე მეტყველებდა და მყარად, ორჭოფობის გარეშე გადმოსცემდა თავისი მოწყენის მიზეზს, რომ 50 წლის ადამიანის წინაშეც რომ დაგეყენებინათ, მიხვდებოდით, რომ არაფრით ჩამოუვარდება მას, როგორც საუბრის უნარით, ასევე გამოცდილებით. - მე არ მესმის, რით დავიმსახურე თქვენი კეთილგანწყობა ან ღიმილი, - დაამატა პატარა გეგამ და თავი დახარა. როგორც კი დაგინახე, საშინელი თანაგრძნობისა და დახმარების სურვილმა დამიმონა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ უბრალო მაყურებელს ასე ძირფესვიანად შეეძლო სპექტაკლის შინაარსის გაგება და თავისი თავის რომელიმე გმირთან გაიგივება. უფრო მეტიც, ნანახის ისე შეგრძნება ანალოგიურად განცდა, როგორებიც არიან სპექტაკლში მოქმედი გმირები თავიანთი როლის შესრულებისას. რაც შეეხება ღიმილს, ჩემო პატარა გეგა, არაფერია მასზე კარგი; ის არა მარტო ჯანმრთელობის საწინდარი, არამედ იმედის უმცროსი დაც არის: დედა ყოველთვის მასწავლიდა, რომ ,,არაფერია უფრო იაფი და ბარაქიანი, ვიდრე – ღიმილი. გამცემს ამდიდრებს და არც დააზარალებს. გრძელდება წამით, გონებაში რჩება მარადის. არავინაა ისე მდიდარი, რომ ღიმილი არ სჭირდებოდეს. არავინაა ისე ღარიბი, იგი ვერ გასცეს. ოჯახში – ბედნიერებაა, საქმეში – შველა, უტყუარი ნიშანია მეგობრობისა. ღიმილი დამშვრალს სულს ამოათქმევინებს, გულგატეხილს გაამხნევებს, დამწუხრებულს ანუგეშებს, სნეულს წამლად დაედება. ის კია, მას ვერც იყიდი, ვერც ინათხოვრებ, ვერც მოიპარავ, რადგან მხოლოდ იმ წამს ფასობს, როცა გჩუქნიან. და, თუკი, ვინმემ შენთვის მოულოდნელად ღიმილი არ შემოგაგება, სამაგიეროს ნუ გადაუხდი. შენ გაუღიმე, რადგან არავის ისე არ სჭირდება ღიმილი, ვიდრე – მას, ვისაც მისი გაცემა არ ძალუძსო’’. შესაბამისად, არ უნდა დაკარგო გაღიმების უნარი და უნდა ისწავლო ღიმილის ფასი. ის საუკეთესო საშუალებაა ტკივილის დასაფარად, რომ მტრის თვალში შეუდარებელი და დაუმარცხებელი გამოჩნდე. ამასთანავე, ვიდრე შეგიძლია ბუნებაში მზისა და ნარნარად მორაკრაკე ნაკადულისა თუ მდინარის დანახვა, სანამ ძალგიძს, ქუჩაში გახვიდე და დედაშვილური თანაგრძნობით ჩაიკრა გულში ახლობელი ან, თუნდაც, ახლადგაცნობილი, ან კიდევ, სრულიად უცხო გაჭირვებული და სითბოსმოკლებული ადამიანი, მანამ, სანამ გაქვს გაღიმებისა და სიკეთის გაკეთების ძალა, ,,ზედმეტი სიკეთე კი არც არსებობს’’, ანუ ყოველთვის შეგვიძლია სიკეთის გაკეთება... იმედი არ უნდა დაკარგო და უნდა იწამო, რომ თვით ყველაზე უმთვარო, უკუნეთ ქვეყანაშიც კი არსებობს მზე, ვიდრე იცინი, ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა და ბოლომდე არ ამოგიწურავს უფლისაგან ნარგუნები შესაძლებლობები. ისიც კარგად უნდა დაიმახსოვრო, რომ მთავარი სიცოცხლეა, უფრო მეტიც, არსებობა და შენი ყოფადი წუთებისათვის მნიშვნელოვანი დატვირთვის შეძენა, რადგან ყოველთვის არ აქვს ადამიანს გაღიმების საშუალება და, რადგან, შენ - გეგას, დღეს მოგეცა, უარი არ უნდა თქვა და სათავისოდ უნდა გამოიყენო კიდეც. გაღიმება ერთგვარი ნიჭია, რომელიც სულხან-საბას იგავის გმირის მსგავსად მიწაში კი არ უნდა ჩავფლათ, ირგვლივ მზის სხივებთან ერთად უნდა მიმოვაფრქვიოთ და ცისარტყელის ფერებით დავხატოთ სხვის, მეორე ადამიანის, წინაშე ჩვენი განწყობა. მხოლოდ მაშიმ მიეცემა ჩვენს ყოფას აზრი და ხალისი. გეგა ყურადღებით მისმენდა და ეტყობოდა, რომ ჩემი ნათქვამი სიამოვნებდა. ბოლოს იმაშიც გამომიტყდა, რომ მასაც მსახიობობა უნდოდა და ყველაფერს გააკეთებდა, რომ თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაებარებინა. იმ დღიდან მოყოლებული, მე და გეგა კარგი მეგობრები გავხდით, ყოველთვის დამყავდა ჩემს სპექტაკლზე და პრაქტიკულ გამოცდილებას ვძენდი. გეგას სულ უფრო და უფრო სურდა მსახიობობა. ახლა, როდესაც მოიწყენს ხოლმე და წარბშეკრული ისევე, როგორც პირველად, გვერდით მომიჯდება, ჩვენი გაცნობის დღე ახსენდება, რომელიც კარგად დაგვირგვინდა ჩემი მეგობრული და სიკეთით განმსჭვალული ღიმილის წყალობით. აი, თურმე, რა შესძლებია ღიმილს!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. და რა გიხარია მერე:) და რა გიხარია მერე:)
2. :დ პი9რველი ვარ :დ პი9რველი ვარ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|