 | ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია 3 ნოემბერი, 2011 |
მთებლამაზო,ხარ ორმოცი საუკუნის,
ამ მუხლმაგარ საქართველოს მესაზღვრე.
მუდამ იყავ ქუდის მოხდით ჩამუხლული,
ლოცულობდი შენი მიწის ბედ კარგზე.
ლილეთი და სვანურ ნანით გაგიზრდია
ვაჟკაცები,მირანგულას სადარი.
ზვიად მთებზე ძმობის ხიდი გაგიდია,
შენს ბეთქილებს,არ ჰყოლიათ ბადალი.
გიომია,დიდგორიდან- შამქორამდე
მარად იყავ საქართველოს მედროშე.
ბევრს ეგონა, ფრთაკალმებით ჩაგქოლავდნენ,
ეტრატებად შემოგდებდნენ,ჭერხოზე.
ყველგან შლიდნენ,შენი მოდგმის ნაფეხურს და
შენი ჯიშის თავგანწირვას,არნახულს.
გიწუნებდნენ კაცურ სიტყვას გაბედულს და
ბრძოლის ველზე,მტერს მტერივით გალახულს.
დაგიხოცეს საარაკო მეომრები,
უმარილოდ, ჩამოგკიდეს ჩიყვები.
არ იფიქრო სადმე კიდევ მეორდები,
ერთგულების აღთქმულ ბილიკს მიჰყვები.
ისტორიის ჯურღმულებში დაკარგულო
არ იდარდო,ყველაფერი გამოვა,
აპატიე,ჩაეხუტე საქართველოს
და ლილეც კი მზეზე მაღლა ამოვა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. რა კარგია სიტყვები არ მყოფნის.მე დღეიდან თქვენი ერთგული მკითხველი ვხდები.<3++ რა კარგია სიტყვები არ მყოფნის.მე დღეიდან თქვენი ერთგული მკითხველი ვხდები.<3++
13. შვანარს ლირდე.. +2 შვანარს ლირდე.. +2
12. უჰ, ავტორო! ისგუ ნაცად :* მიმაქვს მე ეს.
უჰ, ავტორო! ისგუ ნაცად :* მიმაქვს მე ეს.
11. ავთო, ბატონიშილიც და ჯავახიშვილიც ორივე პროჭები იყვნენ კაცობაში, და მაგათ შემოქმედებას კიდე არ ვიცნობ ვერაფერს გეტყვი :) ავთო, ბატონიშილიც და ჯავახიშვილიც ორივე პროჭები იყვნენ კაცობაში, და მაგათ შემოქმედებას კიდე არ ვიცნობ ვერაფერს გეტყვი :)
10. ამ ლექსის დაწერა იმან გადამაწყვეტინა, რომ საქარტველოს ისტორიაში ძალიან ზედაპირულადაა ნახსენები სვანეთის დამსახურება.მავანტა ხელით დამახინჯებულია ისტორია და ამის მტკიცებულებაც არსებობს და ისეთი ხალხის ნამოქმედარია ეს რომ არ ეკადრებოდათ ესეტი რამის გაკეთება მაგრამ გააკეთეს.ვახუშტი ბატონიშვილზე და ჯავახიშვილზე ვამბობ ამ ლექსის დაწერა იმან გადამაწყვეტინა, რომ საქარტველოს ისტორიაში ძალიან ზედაპირულადაა ნახსენები სვანეთის დამსახურება.მავანტა ხელით დამახინჯებულია ისტორია და ამის მტკიცებულებაც არსებობს და ისეთი ხალხის ნამოქმედარია ეს რომ არ ეკადრებოდათ ესეტი რამის გაკეთება მაგრამ გააკეთეს.ვახუშტი ბატონიშვილზე და ჯავახიშვილზე ვამბობ
9. ეჰ, მომენატრა სვანეთი:(ნუ მართალია მხოლოდ მესტიაში ვარ ნამყოფი, მაგრამ მაინც ეჰ, მომენატრა სვანეთი:(ნუ მართალია მხოლოდ მესტიაში ვარ ნამყოფი, მაგრამ მაინც
8. მაგარია! მართალი ხარ!
სვანეთს არ ჰყოლია ბატონი! მაგარია! მართალი ხარ!
სვანეთს არ ჰყოლია ბატონი!
7. ეკუთვნის სვანეთს ამგვარი ლექსი! ეკუთვნის სვანეთს ამგვარი ლექსი!
6. არ იფიქრო სადმე კიდევ მეორდები!
მაგარია, ძალიან მომეწონა! +555555555555555 არ იფიქრო სადმე კიდევ მეორდები!
მაგარია, ძალიან მომეწონა! +555555555555555
5. ღიმილა ძმას,სვანეთი და საქართველო ესპანეთში კი არ საიქიოშიც მეყვარება :) ღიმილა ძმას,სვანეთი და საქართველო ესპანეთში კი არ საიქიოშიც მეყვარება :)
4. ხოჩა მარე სი მუხბე! :) ხოჩა მარე სი მუხბე! :)
3. ვაჰ ავთო მაგრად გამისწორდა ეს ლექსი! ჯიგარი ხარ ბრატ რო ისევ გიყვარს სვანეთი მაგ შუა ესპანეთში :დ
ვაჰ ავთო მაგრად გამისწორდა ეს ლექსი! ჯიგარი ხარ ბრატ რო ისევ გიყვარს სვანეთი მაგ შუა ესპანეთში :დ
2. გაიხარე ზაზა!მერე ავახმაუროთ ერთ დღეს ფორუმის პოეზიის განყოფილება :) გაიხარე ზაზა!მერე ავახმაუროთ ერთ დღეს ფორუმის პოეზიის განყოფილება :)
1. ვიცი ეს ლექსი ფეისბუქიდან... კარგია, გაიხარე მეგობარო! მომენატრა შენთან შაირ-კაფიაობა. ვიცი ეს ლექსი ფეისბუქიდან... კარგია, გაიხარე მეგობარო! მომენატრა შენთან შაირ-კაფიაობა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|