ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალაზნისპირელი
ჟანრი: პოეზია
9 ნოემბერი, 2011


ფოთოლცვენაა ისევ

ფოთოლცვენაა ისეც,
ნისლი ედება მიწას,
ბუნება ნაზად იხდის,
საოცარ ფერთა ჯიღას.


დაივლის ხეთა ჯარებს,
ქარი უწეწავს ფიქრებს,
დღეს ვინ გაუღებს კარებს,
ამ შემოდგომის სიზმრებს...


მხოლოდ უძირო ღამე,
და მოელვარე მთვარე,
გაუხსნის გულის კარებს,
და დაუკოცნის ბაგეს.


მთლად მომიფანტავს ქარი.
სიზმრების კორიანტელს,
ზამთარი მოვა ფიქრით,
მალე ჩამოყრი ფანტელს.


ცად მოფარფატე სიზმრებს,
ფერიცვალება იწვევს,
გაფანტავს ქარი ფიქრებს,
ფოთოლცვენაა ისევ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები