ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
10 ნოემბერი, 2011


იწილო-ბიწილო

იწილო-ბიწილო,
ღამდება,
ფრთებს კეცავს პეპელა,
სიზმრები
სიზმრიდან გამორბის გამებად,
მე და შენ,
სავსე ვართ მცირედით.
ესა და მესა და ღიმილი
ალიონს აღვიძებს ამბორით,
მე ვითვლი, გავრბივარ,
იცინი,
შენ მიჭერ
და ბოლო აკორდი
ჟღერს უფრო:
აინებს, საინებს,
მუჭებში ვაგროვებთ,
თამაშით
სანამდე ბოლოში გავიდეთ,
სიყვარულს ვუმიზნებ არათითს.
იყო და არადა იყო რა,
იწყება ასე და ვიცით რომ,
ფერები მომავალს იმოსავს
უბრალოდ,
იწილო-ბიწილო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები