გიორგი ფირცხალაიშვილი გაიღიმეთ, კომენტარი გამოფრინდა! მოკლედ, ისეთი ამბავია, ლექსი რითმას არ აიყვანს ხელში ან რთული წინადადება ,,და“ თუ სხვა ნებისმიერ კავშირს. შედარებები შეგვიძლია გავაგრძელოთ მანამ, სადამდეც ფანტაზიის მარაგი გვეყოფა, თუმცა ამჯერად ამაზე შევჩერდეთ... ახლა ვრცლად მოგახსენებთ ყოველივეს... კერძოდ, დღევანდელ ინტერნეტსფეროში მიმდინარე ლიტერატურულ პროცესებზე ვისაუბრებ. დავიწყებ იმ საიტების ანალიზით, რომელთა შესახებ აქამდე არ მსმენია და top.ge-ს რეიტინგის მოწინავე საფეხურებზე შემთხვევით აღმოვაჩინე. პირველი ასეთი საიტი, რომელიც თვალსა და მაუსის ისარში მომხვდა, leqsebi.com -ია, top.ge-ზე საიტის გასწვრივ მითითებულია, რომ ეს არის ქართული პოეზიის შედევრებღ (შედევრებს გულისხმობდნენ, ალბათ). ვნახოთ, როგორი ,,შედევრებღ”-ია. შესვლისთანავე ერთმა საინტერესო განყოფილებამ მიმიზიდა - „უცნობი პოეტების ლექსები“ (ატვირთული ლექსების ნაწილს სახელი და გვარი მითითებული აქვს). არ ვიცი, საიტის ადმინისტრაცია რა კრიტერიუმებით ადგენს ნაცნობსა და უცნობს (ან თავად მომხმარებლები), მაგრამ უცნობი ჯარისკაცის საფლავს ჩაცინებით თუ არა, აშკარად გაეღიმებოდა მაინც. გაუგებარია განყოფილება „ქართველ პოეტებში“, ზურაბ გორგილაძის ერთ- ერთ ლექსს რატომ აწერია ბოლოში თოკა? არ ვიცი, რისი თქმა სურდა, მე ავტვირთეო თუ მე დავწერეო, მაგრამ მკითხველს, რომელმაც არ იცის ეს ლექსი, შეიძლება ბატონ თოკასი ეგონოს. არ დაგავიწყდეთ, რომ „უცნობი პოეტების ლექსებში“ ზოგგან სახელი და გვარიცაა მითითებული, ხოლო „ქართველ პოეტებში“ მხოლოდ თოკა. აქვე შეგიძლიათ იხილოთ, ჩემი აზრით, ყველაზე საინტერესო და უნიკალური განყოფილება: „სადღეგრძელოები ლექსად“. ამჯერად კომენტარისაგან თავს ვიკავებ, თავად განსაჯეთ: ამ საიტის წყალობით, თქვენ შეგიძლიათ ისეთი ლექსებით გამდიდრდეთ, რომლებიც, როგორც მინიმუმ, საშუალო სტატისტიკურ თამადად გაქცევთ (გამოიწერეთ ერთი სადღეგრძელო ლექსად და მიიღეთ მეორე უფასოდ). ზემოხსენებული საიტი top.ge-ს უკანასკნელი მონაცემებით (09.09.11) მე-9 ადგილზეა არტ, კულტურულ, ისტორიულ და ლიტერატურულ საიტებს შორის. მასზე წინ მყოფმა მესამეადგილოსანმა საიტმა, რომლის სახელწოდებამაც და რეიტინგმაც თავიდანვე დამაიმედა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა; თუ მას ლიტერატურულ საიტად მივიჩნევთ, გამოდის, რომ ამ კატეგორიაში ის პირველ ადგილზეა. და აი, რა დამხვდა იქ: „შენ შემომჩივლე: „რა გახდა ჩემთვის, ერთი, პატარა, უბრალო ლექსი... ნუთუ არაფერი ვარ შენთვის... გთხოვ დამიწერე ლამაზი ტექსტი“...” „სიყვარული გადაარჩენს სამყაროს ჩემი გული სიყვარულით იწვის ვინ ასწავლა სიყვარულის მნიშვნელობა ჩემო დედა! შენ მასწავლე იგი“ (პირადად მე სასვენ ნიშნებთან არანაირი კონფლიქტი არ მომსვლია.) ეს ნაწყვეტებია ორი სხვადასხვა ლექსიდან. ბოდიში მკითხველთან, ვისაც ამ სტროფების წაკითხვამ მოუწია, ასევე მადლობა მცირედი სოლიდარობისათვის. ლექსი ლექსად, მაგრამ საქმე ისაა, რომ ერთი კომპეტენტური, მიმართულების მიმცემი კომენტარიც კი ვერ ვიხილე ზემოხსენებულ ლექსებზე, გარდა ამისა: „ვაუ, ძაან მაგარი ლექსია.“ (ისიც ერთი) (შეიძლება მავანნი იტყვიან, რომ მაინც და მაინც ცუდს (პირობითად) მივაწყდი და ეს არ არის საიტის მთლიანი სურათი, მაგრამ პირველი, საამაყოდ გამოსამზეურებელი გვერდი აშკარად ეს იყო). სხვათა შორის, განყოფილება ,,სადღეგრძელოები“ ამ საიტის მენიუშიც შეგხვდებათ. საიტის სახელი ძალზე მრავლისმეტყველია: Pოეზია.გე. დავძენ იმასაც, რომ ცოპყ-პასტე-ს სისტემა პოეზია.გე-ზე არ მუშაობს და სტროფების აკრეფამ მომიწია... (მადლობა საიტის ხელმძღვანელობას იმისათვის, რომ უგემოვნობას ხელს უშლიან გავრცელებაში). გასაგებია, რომ ყველას არ მოეთხოვება კარგი ლექსის წერა და, შეიძლება, ზოგიც საერთოდ გასართობად აწვალებს კალამს, მაგრამ ძალიან ვთხოვ ადმინისტრაციას, სახელი მაინც შეუცვალოს საიტს და „Pოეზია.გე“ ნუ ერქმევა. ამასთან დაკავშირებით ოთარ ჭილაძის სიტყვები მახსენდება, რომლებიც ზუსტად პასუხობს ყოველივე ზემოთქმულს: „მთავარია, გამოვარჩიოთ პოეტი ლექსის წერის მანიით შეპყრობილი ხალხიდან, რომელთა არსებობა, უპირველეს ყოვლისა, ჭეშმარიტი პოეზიის წინააღმდეგაა მიმართული, რადგან, რაც უნდა უცნაურად მოგვეჩვენოს, ისინი თავიანთი ბუნებით მტრები არიან იმისა, რისკენაც მიილტვიან“. მომიტევონ, თუ რამე მნიშვნელოვანი გამომრჩა ზემოხსენებულის შესახებ, მაგრამ მათი ახლოს გაცნობის სურვილი აღარ გამჩენია. იმიტომ არა, რომ ზედაპირული ვარ (მაგას არც ვიკადრებდი). უბრალოდ, გამომშრალ მდინარეში ყვინთვა არ მეხერხება. არ ვიცი, ამერიკა აღმოვაჩინე თუ ატლანტიდა, მაგრამ რაც უფრო უკან იწევს რეიტინგი, მით უმჯობესდება მდგომარეობა. ვგულისხმობ ლიტ.გე-ს, ურაკპარაკი.ცომ-ს და ლიტკლუბი.გე-ს, რომლებიც, ასე თუ ისე, ამართლებენ ლიტერატურული საიტის სტატუსს და მანამდე ხსენებულ საიტებზე ბევრად წინ არიან ფორმითა და შინაარსით (მაგრამ არა რეიტინგით, რაც ცალკე განსჯის საგანია), თუმცა პრობლემები აქაც გვაქვს. ამ ეტაპზე ვეცდები, მხოლოდ პირველი ორი განვიხილო, რადგან ლიტკლუბი შედარებით ახალი საიტია და ისეთივე ფართო სურათს არ იძლევა, როგორსაც მისი წინამორბედნი. უფრო კონკრეტულად კი საიტზე, ლექსების მიმდებარე ტერიტორიაზე დატოვებულ კომენტარებს შევეხები. რა სახის კომენტარებსა და შეფასებებს ტოვებენ ამ ლიტპორტალების როგორც რიგითი, ასევე რჩეული ავტორები და რა შედეგები მოჰყვება ამას? გავიხსენებ ნაწყვეტს ილიას ერთ-ერთი პუბლიცისტური წერილიდან: ,,თუ ჩვენს მწერლობასა და საზოგადოებას ჩაუკვირდებით, შენიშნავთ ერთს არასასიამოვნო გარემოებას, რომელიც ხელს უშლის ერთის და მეორის წარმატებასაც. არც მწერლობასა და არც საზოგადოებას არ აღმოუჩენია ნამდვილი გზა, რომლითაც უნდა მსვლელობდეს აზრი და გონება, არ დაუდგენია ნამდვილი აზრი ჩვენის წარსულ და აწმყოს ვითარების შესახებ. და სამართლიანად ვერ დაგვიფასებია, ვერ გამოგვიკვლევია ჩვენი ყოფა–ცხოვრება. ჯერ–ჯერობით ვერ შევთანხმებულვართ და ვერ აღმოგვიჩენია ის ცენტრალური წერტილი, სადაც გადანასკულია ცხოვრების სხვადასხვა მიმდინარეობა. ერთის სიტყვით, დღემდის ვერ დაგვიდგენია სამართლიანი კრიტიკული აზრი ჩვენი ცხოვრების შესახებ. ეს გარემოება ამით არის უსიამოვნო, ჩვენი წარმატების დამაბრკოლებელი და გვიჩვენებს ჩვენი გონების გაუწვრთნელობას, ჩვენს გაუფრთხილებლობას და დაუკვირვებლობას. აი, აქ არის უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ ყოველი საზოგადო საქმე ჩვენში ერთობ ნელის ნაბიჯით მიდის წინ“… ზუსტადაც კრიტიკის (ჯანსაღის) სიმცირე, აი, რა მაღელვებს ამ საიტებზე, რომლებიც, რა თქმა უნდა, კომენტარებში გამოისახება. ზოგადი მსჯელობით, ნაცნობი პასაჟებითა და კატეგორიებით ლიტერატურის ანალიზი ადვილია. მაგრამ ზოგჯერ აქამდეც არ მიდის საქმე. კომენტარების საკმაოდ დიდი ნაწილი, პირადად მე, ფსევდო-ლიტმცოდნეობის განცდას მიტოვებს. „საღოლ ძმა, მაგარი ლექსია, გენაცვალე“ და რას ნიშნავს ეგრეთწოდებული ,,მაგარი ლექსი” ან ,,საღოლ, ძმა”?-ეს უფრო პირადი სიმპატიის გამომჟღავნებაა-„ძმა“-და არა ლექსის შეფასება. შესაძლებელია, რომ ავტორისთვის კეთილგანწყობის გამომხატველი ნებისმიერი სიტყვაც კი სასიამოვნო იყოს, მეტიც, მასტიმულირებელი, მაგრამ თუ ლიტერატურის ხარისხის ამაღლებაზე ვზრუნავთ, მაშინ შეფასების, ანალიზისა და კრიტიკის ხარისხიც არ უნდა დაგვავიწყდეს. „ყოჩაღ, დღითიდღე იზრდები, ეს ლექსი წინას ჯობი” - დასაშვებია მსგავსი კომენტარი ლიტერატურაში კომპეტენტური, ავტორიტეტული პიროვნებისა თუ უკვე შემდგარი შემოქმედის მხრიდან (თუმცა ვგონებ მხოლოდ ამით მაინც არ უნდა შემოიფარგლოს), მაგრამ როცა ყოველი მეორე მსგავს კომენტარს ტოვებს, მიუხედავად საკუთარი ლიტერატურული სტატუსისა (გამორიცხული არაა, თავს ლიტერატორადაც მიიჩნევდეს, რადგან არც მისი რეპლიკა განსხვავდება დიდად სხვათა რეპლიკებისაგან), ეს ავტორს უფრო აფერხებს და არანაირ მიმართულებას არ აძლევს სამომავლო განვითარებისთვის. ზოგჯერ მგონია, რომ შეფასებები კოლექტიურ ხასიათს იძენს, ყველაფერი პირველ ორ კომენტარზეა დამოკიდებული, შემდეგ კი იშვიათია, განსხვავებულ აზრს გადააწყდე. შეფასების ძირითადი კრიტერიუმებია: ან ლექსიდან რომელიმე ადგილის „ამოკოპირება“, ან სმაილები, ან ციფრობრივი შკალით (5-იდან 4-ს დავწერდი და ასე შემდეგ, ან კარგი ლექსია, მომეწონა, ცუდია, არ მომეწონა!). „ნწ... რაღაცნაირად....“ „რაღაცნაირად ფილოსოფიურია +2“ (დიახ, მეგობრებო, არაფერი გეშლებათ, სიტყვა “რაღაცნაირად“ ყველაზე მრავლისმეტყველი და მრავალფორმიანია, თუ შემთხვევით დაგვავიწყდება, რომ ძალზედ პრიმიტიულია). შეიძლება ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ კომენტარებსაც სჭირდება კონკურენტუნარიანი გარემო. სამწუხაროა ისიც, რომ არიან ავტორები, რომელთაც უჭირთ შენიშვნებისა და, თუნდაც, რჩევის მიღება, რაც ზოგჯერ პირად კონფლიქტებშიც გადადის. სწორი კრიტიკა კი ყველაზე სწრაფი და ამასთან ერთადერთი გზაა შემოქმედებითი განვითარებისაკენ. მაგრამ კომენტარებში გენმოდიფიცირებულ სისულელეს უფრო ხშირად წააწყდები, ვიდრე ჯანსაღ კრიტიკას... გენმოდიფიცირებულს იმიტომ, რომ სინათლის სიჩქარით ვრცელდება და უკვე ტენდენციის სახე შეიძინა. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რიგითმა მკითხველმა ნაწარმოები შეიძლება ვერ შეაფასოს სათანადოდ ან შესაბამისი გადმოცემის უნარი არ გააჩნდეს, თუმცა ნაწარმოების მთლიანი თუ არა, ნაწილობრივი ანალიზის წაკითხვის შესაძლებლობა არ უნდა დავუკარგოთ, რათა უკეთ გაიაზროს, რას კითხულობს ან თუ ცუდია, რატომ არ უნა წაიკითხოს, მით უმეტეს, თუ მისი გემოვნება, ან ლიტერატურული ინტერესი ჩამოყალიბების პროცესშია. ეს რომ კერძო შემთხვევები იყოს, არაფერი, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნე, საკმაოდ მასიური და ზოგადი სახე მიიღო, რადგან გვხდება როგორც ,,ჩამორჩენილ”, ასევე ,,წამყვან” ლიტერატურულ საიტებზეც. ნებისმიერი ამ საიტის წყალობით შეგვიძლია ყველაზე არაობიექტური და არაადეკვატური კომენტარების ტოპ–ასეულიც კი შევადგინოთ. მაგალითისთვის ურაკპარაკი.ცომ-დან ერთი კომენტარის ციტირებას მოვახდენ: „არ წამიკითხავს, მაგრამ მომწონს და პლიუს ორი შენ დღეს კეთილი და ბედნიერი ვარ“, მსგავსი ტიპის სრულიად უკონტექსტო ფრაზებს ხშირად შევხვდებით. ბოდიში მომიხდია ამ ადამიანის ბედნიერებასთან, მაგრამ რა საქმე აქვს ამას ლექსის დადებით შეფასებასთან? თუ ამავე ავტორის ლოგიკას გავყვებით, ცუდი ხასიათის შემთხვევაში, ალბათ, უარყოფით ქულას დაწერს. და, ამიხსენით, რა საერთო აქვს ამას ლიტერატურასთან? პასუხი მარტივია - ისეთივე, როგორიც უდაბნოს ქვიშას ჭაობის ბაყაყებთან. არის შემთხვევები, როდესაც რომელიმე ავტორის ახლობელი იმ მიზნით წევრიანდება საიტზე (ან თავად ავტორი სხვადასხვა ფსევდონიმით), რომ თავისი მეგობრის რეიტინგს წაეშველოს. (რა თქმა უნდა, განურჩევლად ნაწარმოებისა და თავდაჯერებული იმაში, რომ მეგობარს ეხმარება, თავისდაუნებურად ამახინჯებს, ან, უფრო მეტიც, ებრძვის ლიტერატურას). ხოლო მაღალი რეიტინგის შემთხვევაში გამორიცხული არაა, ავტომატურად ტყუვდებოდეს გაუცნობიერებელი მომხმარებელი, რადგან თავიდანვე მცდარი პოზიტივით განეწყობა ნაწარმოებისადმი. ჩემი პირადი დაკვირვებით (და არა გამოცდილებით) ხშირია შემთხვევები, როდესაც დამწყებ ავტორს ცინიკურ ტრაპეზს ახვედრებენ საიტზე უკვე მჭიდროდ ინტეგრირებული მომხმარებლები. ილუსტრაციისთვის ლიტ.გე-დან ერთი კომენტარის ციტირებას მოვახდენ: „აგიც ჩემი "ტოპ ათეულის" წევრობაზე აცხადებს აშკარა პრეტენზიას. :დ“ - ოჰჰ მადლობა შენ, ჩემი ტოპ-უადგილო-კომენტარების ათეულში, განაცხადის შეტანისათვის. არ ვიცი, ამ ავტორის რომელ თვისებას მივაწერო ეს ირონია, თანაც მაშინ, როცა ის რჩეული ავტორების რიგებშია (ალბათ, ამანაც განაპირობა ნაწილობრივ, „აგიზე“ რომ საერთოდ აღარაფერს ვამბობ). ზოგჯერ მრჩება შთაბეჭდილება, რომ მხოლოდ ცალმხრივ მოძრაობასთან გვაქვს საქმე, რომ თითქმის ყველა ერთი მიმართულებით მიდის და საპირისპირო მხრიდან მომავალს ერთდროულად გაჰყვირიან: „ან შემოატრიალე და ან გადადი გზიდან“! არაფრისმთქმელი კომენტარები და შაბლონური შეფასებები მკითხველს აბნევს და გემოვნების დეგრადაციას უწყობს ხელს (ზოგჯერ ლიტერატურისადმი ირონიულ დამოკიდებულებასაც იწვევს) ან, ოდნავ უკეთეს შემთხვევაში, მექანიკურ და გადამდებ ლიტმოყვარულობას. შესაბამისად, ღირებული ნამუშევრებიც ამ გაუმართაობაში ექცევა და ამის გარჩევა არც ისე ბევრს შეუძლია. მოჩვენებითი სიყვარული ხელოვნებისადმი დახვეული „კაშნითა“ და მოშვებული წვერით ზოგიერთს უქმნის იმის ილუზიას, რომ ხელოვნების კარგი მცოდნეა ან, საერთოდ, ხელოვანია. ამ ბოლოდროინდელი ტენდენციით, დახვეული „კაშნი“ და მოშვებული წვერები უფრო ასოცირდება პოეტთან, ვიდრე თავად ავტორის პოეტური სამყარო. არ მინდა, მორალისტურად გამომივიდეს, მაგრამ ყველაფერი, ამ სტატიის ჩათვლით, საჭიროებს ჯანსაღ კრიტიკას და არა თავზე ხელის გადასმას. კრიტიკოსები რომ ოდნავ მეტნი იყვნენ, პოეტები ნაკლები იქნებოდნენ, ვგულისხმობ იმას, რომ უკეთესად გაიმიჯნებოდა მათ შორის სხვაობა, შესაბამისად, ხარისხიც მოიმატებდა, რადგან ყველა, ვისაც ერთი სტროფი მაინც შემოეწერა, ვეღარ გაბედავდა თავის პოეტად გასაღებას და ყველაზე კარგი ისაა, რომ მკითხველს (ისედაც ეპოქის აჩქარებულ რიტმსა და დროის უკმარისობაში) აღარ მოუწევდა ქექვა, სანამ რამე კარგს გადააწყდებოდა... ყველაზე უარესი კი ისაა, რომ ამ „ქექვის“ პროცესში შეიძლება გული აუცრუვდეს და საერთოდ შეეშვას როგორც ძიებას, ასევე ყოველგვარი ინტერესიც დაკარგოს.... მართალია, მხოლოდ მანკიერ მხარეებზე გავამახვილე ყურადღება და დადებითი კადრს მიღმა დავტოვე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქმიან და ანალიტიკურ კომენტარებს ვერ შეხვდებით. უბრალოდ, ამჯერად ეს უფრო მნიშვნელოვნად მივიჩნიე, რადგან ვშიშობ, მომავალში ლიტერატურა ფაცებოოკ-ზე ,,ლიკე”-ების რაოდენობით განისაზღვრება. მანამდე კი იაკობ გოგებაშვილის ერთ ფრაზას მოვიშველიებ: „ერთმა მაღალნიჭიერმა მწერალმა სთქვა: ,,კაცი იმად ღირს, რადაც მას აფასებს საზოგადოებრივი აზრიო“. ამ აფორიზმის მიხედვით, ყოველი ერიც სწორედ იმდენად ღირს, რამდენ ფასსაც მას სდებს კაცობრიობა“. თუ იაკობ გოგებაშვილის ფორმულით ვისარგებლებთ, მაშინ ნუ მიწყენთ, მაგრამ დღესდღეობით და ჯერჯერობით ქართული ლიტერატურის ინტერნეტ-შეფასება, ანალიზი და კრიტიკა – „:)))“ – ყოფილა. ახლა კი იხილეთ აბსურდო-უადგილო კომენტარების ტოპ-ხუთეული. თავდაპირველად ტოპ-ათეულის შედგენას ვაპირებდი, მაგრამ გავითვალისწინე რა მკითხველის დრო, ხუთეულზე შევჩერდი. და კიდევ, გთხოვთ, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს მხოლოდ ისაა, რაც გზად მე შემომხვდა. ვინ იცის, კიდევ რამდენ ასეთ აღმოჩენას ნახავს კაცი... 5. მაშ, ასე, მე-5 ადგილი: „ან, ბან, გან დონ ლექსია”. ღიმილა. 2011-09-08 21:47:4“ (ღიმილა ნამდვილად ღიმილის მომგვრელია) 4. მე-4 ადგილზე გავიდა დისკუსიის მეტად მოკლე, ლაკონური და ინოვაციური ფორმა: (მოიმარჯვეთ ლექსიკონები!) „ - ნწუ”. ლურსმანი. 2011-09-11 16:08:21 “- რა ნწუ”. ალაზნისპირელი. 2011-09-11 16:38:56„ (მორზეს ანბანიც კი ქედს მოიდრეკდა) 3. მე-3 ადგილს ღირსეულად იმკის მოთხრობის „კატიესეული“ ანალიზი: (ცნობისთვის, მომავალში ინფორმაციის სიმცირეში რომ არ დამადანაშაულონ, დავძენ, რომ პრობლემა წარმოშვა მოთხრობის პერსონაჟის სახელმა.) „ეეეეეეეეეეეე... აზრზე არა ხართ რა... ჟ მე კატიე მქვია და მოფერებით კოტიკასაც მეძახიან... :D ეს ისაააააააა ბაბუა, რომელიც ბებიას ჰგავდა :D:D მოვა და ჩაასწორებს სახელს და ზაურას დააღქმევს, რა პრობლემაა :D:D:D“. კატიე. 2011-06-24 11:37:09 (ლიტერატურასთან რომ ამას არაფერი საერთო არა აქვს, ეს ერთი, მაგრამ იუმორთანაც რომ არაფერი აკავშირებს???) 2. ვერცხლისმედალოსანი კომენტარი: „ლექსი მომეწონა... : )) 555 ხო და ქალსაც შეშურდება ისეთი ფეხები გაქვს, თუ შენი ფეხებია ფოტოზე. : D”. ემილი. 2011-09-10 23:19:35 1. არ შემეძლო რომ ეს „საქმის გარჩევა“ პირველ ადგილზე არ გამეყვანა; დანარჩენი თავად შეაფასეთ: „ - გადააყენე ან მიგაყენებიებ უზრდელი ბელგრადის მოჩვენება. 2011-09-07 17:56:4913. - პირადში მომწერე თუ რამე შეგაწუხებს მე-ამბოხე სული. 2011-09-07 18:01:50 - ფეხები რომ ამტკივდება დაღლილზე დაგიკავშირდები და მასაჟი გამიკეთე”. ბელგრადის მოჩვენება. 2011-09-07 18:03:36 რა დავარქვათ ახლა ამას? შეასკდი ცერცვს, აცდი კედელს და დედის წინ მორბენალ კვიცს გადაეღობე? არ მგონია, მგელმა, ან მგლის ლეკვმა ამას ჭამა დაუწყოს. ტოპ-ხუთეულის შედგენაში გაწეული დამხარებისთვის დიდი მადლობა urakparaki.com-ის კომენტარებს (იმედია, სუბიექტურობაში არ დამადანაშაულებენ). ბოლოსკენ კი ბონუსის სახით გთავაზობთ ერთ კომენტარს პოეზია.გე-დანაც: „მომწოოოონსჟ))) აუუუ გადმოკოპირება მინდა და როგორ ვქნააა“? ხომ ვამბობდი, საიტის ხელმძღვანელობა ხელს უშლის უგემოვნობას გავრცელებაში-მეთქი!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. ინტერნეტს პრობლემა ჰქონდა და იმიტომ დაიწერა კომენტარი ორჯერ, არ იფიქროთ, ჩემს აზრს გიკიჟინებდეთ. :) ინტერნეტს პრობლემა ჰქონდა და იმიტომ დაიწერა კომენტარი ორჯერ, არ იფიქროთ, ჩემს აზრს გიკიჟინებდეთ. :)
20. პრობლემა სახეზეა, თუმცა მისი გადაჭრის კონკრეტული ხერხის მოძიება რთულია. მე თითქმის არ ვეცნობი ინტერნეტით თანამედროვე ქართულ ლიტერატურულ ნაწარმოებებს (ზოგადად, არ ვკითხულობ ელექტრონულად). ეს ერთადერთი საიტია, რომელსაც თვალს ვადევნებ ხოლმე და აქაც შეინიშნება ნაწარმოებების ზედაპირული აღქმა. როგორც შევნიშნე, ბევრი იმისთვის წერს საქებარ კომენტარს, რომ შექებულმა თავი დავალებულად იგრძნოს, თავადაც ეწვიოს კომენტარის ავტორის გვერდს და მის ნაწარმოებებზე რამე "კარგი" დაწეროს ("გადახდა უნდა ვალსაო"). შედეგად ვიღებთ სწორედ იმ "მომწონს რაღაცნაირად", "აუუუუ რა კარგია ++", "მომწონხარ მე შენ" და "აწწწწწ ღრმაა ძალიაააან" კომენტარებს. თანამედროვე ქართულ პოეზიაში (ისევ ამ პორტალის მიხედვით) აგრეთვე შეინიშნება არაკონვენციური ლექსების, ვერლიბრების, სიმრავლე. ბევრს რატომღაც ჰგონია, რომ თუ გრაფიკული მონახაზის არმქონე, შინაარსობრივად "ძნელად გასაგებ და ღრმა" (გაუგებარ) ლექსს დაწერს, ეს აუცილებლად ვერლიბრია და, თან, კარგი ვერლიბრი. ასე ვიღებთ გაუგებარი მეტაფორებით გადავსებულ ტექსტებს. "კომენტატორები" "გაუგებრობას" გენიალურობასთან აიგივებენ, მოქმედებენ რა თავიანთ მიერ შემუშავებული პრინციპით, "თუ არ გესმის, რთული, მიუწვდომელი და გენიალურია" (არადა, ყველაფერი გენიალური მარტივიაო, ამბობენ). კრიტიკას რაც შეეხება, ისიც არის "დამნაშავე" ქართული ლიტერატურის რეგრესში. ხშირად კრიტიკა ცალსახად ირონიულია და ავტორი მხოლოდ იმაზე ფიქრობს, თუ როგორ გაასწოროს მიწასთან ესა თუ ის ავტორი ან ნაწარმოები. გადამეტებულ სარკაზმს მეტწილად მხოლოდ ლიტერატორის (ან ვაილიტერატორის) გაბრაზება შეუძლია. შედეგად იწყება კამათი, რომელიც გადაიზრდება ცხარე კამათში და ბოლოს ყველაფერი ლანძღვა-გინებით მთავრდება. პრობლემა სახეზეა, თუმცა მისი გადაჭრის კონკრეტული ხერხის მოძიება რთულია. მე თითქმის არ ვეცნობი ინტერნეტით თანამედროვე ქართულ ლიტერატურულ ნაწარმოებებს (ზოგადად, არ ვკითხულობ ელექტრონულად). ეს ერთადერთი საიტია, რომელსაც თვალს ვადევნებ ხოლმე და აქაც შეინიშნება ნაწარმოებების ზედაპირული აღქმა. როგორც შევნიშნე, ბევრი იმისთვის წერს საქებარ კომენტარს, რომ შექებულმა თავი დავალებულად იგრძნოს, თავადაც ეწვიოს კომენტარის ავტორის გვერდს და მის ნაწარმოებებზე რამე "კარგი" დაწეროს ("გადახდა უნდა ვალსაო"). შედეგად ვიღებთ სწორედ იმ "მომწონს რაღაცნაირად", "აუუუუ რა კარგია ++", "მომწონხარ მე შენ" და "აწწწწწ ღრმაა ძალიაააან" კომენტარებს. თანამედროვე ქართულ პოეზიაში (ისევ ამ პორტალის მიხედვით) აგრეთვე შეინიშნება არაკონვენციური ლექსების, ვერლიბრების, სიმრავლე. ბევრს რატომღაც ჰგონია, რომ თუ გრაფიკული მონახაზის არმქონე, შინაარსობრივად "ძნელად გასაგებ და ღრმა" (გაუგებარ) ლექსს დაწერს, ეს აუცილებლად ვერლიბრია და, თან, კარგი ვერლიბრი. ასე ვიღებთ გაუგებარი მეტაფორებით გადავსებულ ტექსტებს. "კომენტატორები" "გაუგებრობას" გენიალურობასთან აიგივებენ, მოქმედებენ რა თავიანთ მიერ შემუშავებული პრინციპით, "თუ არ გესმის, რთული, მიუწვდომელი და გენიალურია" (არადა, ყველაფერი გენიალური მარტივიაო, ამბობენ). კრიტიკას რაც შეეხება, ისიც არის "დამნაშავე" ქართული ლიტერატურის რეგრესში. ხშირად კრიტიკა ცალსახად ირონიულია და ავტორი მხოლოდ იმაზე ფიქრობს, თუ როგორ გაასწოროს მიწასთან ესა თუ ის ავტორი ან ნაწარმოები. გადამეტებულ სარკაზმს მეტწილად მხოლოდ ლიტერატორის (ან ვაილიტერატორის) გაბრაზება შეუძლია. შედეგად იწყება კამათი, რომელიც გადაიზრდება ცხარე კამათში და ბოლოს ყველაფერი ლანძღვა-გინებით მთავრდება.
19. რამე ახალი თქვი რამე ახალი თქვი
18. სხვათა შორის, გიორგის პუბლიკაცია მახსოვს მეზობელ საიტზე – ლიტკლუბზე, იგივე შინაარსით და იგივე პრობლემის მიმოხილვით. სხვათა შორის, გიორგის პუბლიკაცია მახსოვს მეზობელ საიტზე – ლიტკლუბზე, იგივე შინაარსით და იგივე პრობლემის მიმოხილვით.
17. მახსოვს ეს პუბლიკაცია.
რა თქმა უნდა,თანხმობა უმჯობესი იქნება თუ ლიტ.პორტალები "მოაშთობენ" კომენტარებს, რომელსაც უშუალო კავშირი არ ექნება ნაწერთან.
მახსოვს ეს პუბლიკაცია.
რა თქმა უნდა,თანხმობა უმჯობესი იქნება თუ ლიტ.პორტალები "მოაშთობენ" კომენტარებს, რომელსაც უშუალო კავშირი არ ექნება ნაწერთან.
16. 1. არ შემეძლო რომ ეს „საქმის გარჩევა“ პირველ ადგილზე არ გამეყვანა; დანარჩენი თავად შეაფასეთ:
„ - გადააყენე ან მიგაყენებიებ უზრდელი ბელგრადის მოჩვენება. 2011-09-07 17:56:4913.
- პირადში მომწერე თუ რამე შეგაწუხებს მე-ამბოხე სული. 2011-09-07 18:01:50
- ფეხები რომ ამტკივდება დაღლილზე დაგიკავშირდები და მასაჟი გამიკეთე”. ბელგრადის მოჩვენება. 2011-09-07 18:03:36
<3 <3 <3 1. არ შემეძლო რომ ეს „საქმის გარჩევა“ პირველ ადგილზე არ გამეყვანა; დანარჩენი თავად შეაფასეთ:
„ - გადააყენე ან მიგაყენებიებ უზრდელი ბელგრადის მოჩვენება. 2011-09-07 17:56:4913.
- პირადში მომწერე თუ რამე შეგაწუხებს მე-ამბოხე სული. 2011-09-07 18:01:50
- ფეხები რომ ამტკივდება დაღლილზე დაგიკავშირდები და მასაჟი გამიკეთე”. ბელგრადის მოჩვენება. 2011-09-07 18:03:36
<3 <3 <3
15. წავიკითხე, გავიგე, გავიზიარე ^.^ წავიკითხე, გავიგე, გავიზიარე ^.^
14. ბლა ბლა ბლა :დ ბლა ბლა ბლა :დ
13. საინტერესო ანალიზია, კარგად დალაგებული და გადმოცემული. თუმცა სათქმელი გაცილებით მეტია . . . რაც მთავარია გამგები გაიგებს . . . თუ წაიკითხავს რათქმაუნდა საინტერესო ანალიზია, კარგად დალაგებული და გადმოცემული. თუმცა სათქმელი გაცილებით მეტია . . . რაც მთავარია გამგები გაიგებს . . . თუ წაიკითხავს რათქმაუნდა
12. გავეცანი წერილს..საინტერესოა და ბევრი რამ მისღებიც... კომენტარებს რაც შეეხება...აქ ხომ ჩვეულებრივი მკითხველიც შემოდის? იმასაც უნდა მოვთხოვოთ ანალიზი და კრიტიკა?...:) მას მოსწონს, ან არ მოსწონს და სხვადასხვა ფორმით გამოხატავს ამას: იუმორით...მოფერებით...საყვედურით...:) თუ ავუკრძალოთ მათ შემოსვლა, ან შემოვიდნენ, წაიკითხონ და დუმილით გავიდნენ?...:) ნუ იქნება ერთმანეთის შეურაცხოფა მხოლოდ... და კომენტარებს რა უჭირს?... იყოს თუნდაც უაზრო...:)) უზრდელი იუზერებისთვის კი აქვს საიტს თავისი წესები...:) დაბლოკვა მაგ.: რა ვიცი...მე პირადად ეს საიტი თავისი მრავალფეროვნებით მომწონს...აქ მარტო პოეზიას და პროზას არ ეცნობა კაცი, ადამიანებსაც, თავ-თავიანთი ხასიათებით...... ეს კი ყველაზე მეტად კომენტარებიდან ჩანს...:) ნუ მეტყვით რომ ლიტერატურასთან ამას არაფერი საერთო არა აქვსო,მე ვფიქრობ , რომ აქვს. თუ კარგად ვიცნობ რომელიმე ავტორის შემოქმედებას და მის ხასიათსაც, მე პირადად მეხმარება საერთო ანალიზის გამოტანაში...ანუ ჩამოვაყალიბო ჩემი აზრი, მასზედ როგორც პოეტზე...არცერთ შემთხვევაში არ ქვია ამას სუბიეტური... თანაც საიტი, ასე თითქოს ცოცხალია უფრო, მარტო კრიტიკული და სერიოზული კომენტარები რომ იდებოდეს, მშრალი გახდება და ნაკლებად საინტერესო...:) ამით იმის თქმა კი არ მინდა , რომ პროფესიონალური რჩევები არ უნდა იდებოდეს კომენტარებში...რათქმაუნდა, უნდა იდებოდეს, უმაგისოდ ვერც იქნება ლიტერატურული საიტი, მაგრამ მაგას გარკვეული ჯგუფი უნდა აკეთებდეს...ანუ ჰყავდეს საიტს კრიტიკოსები და მათ შეფასებას გადამწყვეტი როლი ეკავოს თუნდაც, რეიტინგში...მაგრამ სხვა დანარჩენ კომენტარებსაც აქვთ არსებობის უფლება... გავეცანი წერილს..საინტერესოა და ბევრი რამ მისღებიც... კომენტარებს რაც შეეხება...აქ ხომ ჩვეულებრივი მკითხველიც შემოდის? იმასაც უნდა მოვთხოვოთ ანალიზი და კრიტიკა?...:) მას მოსწონს, ან არ მოსწონს და სხვადასხვა ფორმით გამოხატავს ამას: იუმორით...მოფერებით...საყვედურით...:) თუ ავუკრძალოთ მათ შემოსვლა, ან შემოვიდნენ, წაიკითხონ და დუმილით გავიდნენ?...:) ნუ იქნება ერთმანეთის შეურაცხოფა მხოლოდ... და კომენტარებს რა უჭირს?... იყოს თუნდაც უაზრო...:)) უზრდელი იუზერებისთვის კი აქვს საიტს თავისი წესები...:) დაბლოკვა მაგ.: რა ვიცი...მე პირადად ეს საიტი თავისი მრავალფეროვნებით მომწონს...აქ მარტო პოეზიას და პროზას არ ეცნობა კაცი, ადამიანებსაც, თავ-თავიანთი ხასიათებით...... ეს კი ყველაზე მეტად კომენტარებიდან ჩანს...:) ნუ მეტყვით რომ ლიტერატურასთან ამას არაფერი საერთო არა აქვსო,მე ვფიქრობ , რომ აქვს. თუ კარგად ვიცნობ რომელიმე ავტორის შემოქმედებას და მის ხასიათსაც, მე პირადად მეხმარება საერთო ანალიზის გამოტანაში...ანუ ჩამოვაყალიბო ჩემი აზრი, მასზედ როგორც პოეტზე...არცერთ შემთხვევაში არ ქვია ამას სუბიეტური... თანაც საიტი, ასე თითქოს ცოცხალია უფრო, მარტო კრიტიკული და სერიოზული კომენტარები რომ იდებოდეს, მშრალი გახდება და ნაკლებად საინტერესო...:) ამით იმის თქმა კი არ მინდა , რომ პროფესიონალური რჩევები არ უნდა იდებოდეს კომენტარებში...რათქმაუნდა, უნდა იდებოდეს, უმაგისოდ ვერც იქნება ლიტერატურული საიტი, მაგრამ მაგას გარკვეული ჯგუფი უნდა აკეთებდეს...ანუ ჰყავდეს საიტს კრიტიკოსები და მათ შეფასებას გადამწყვეტი როლი ეკავოს თუნდაც, რეიტინგში...მაგრამ სხვა დანარჩენ კომენტარებსაც აქვთ არსებობის უფლება...
11. არამარტო ამ, ძირითადად, სხვა ლიტერატურულ საიტებზეც შემოდის ადამიანთა ის კატეგორია, რომლისთვისაც უფრო საინტერესოა ამა თუ იმ ნაწარმოების შესახებ ე.წ. „სწერვული“ კომენტარის გაკეთება. ბოდიშს გიხდით ბარბარიზმისთვის. კრიტიკა რომ უდიდეს ნიჭს, ერუდიციას და ოსტატობას მოითხოვს ავტორისგან, დარწმუნებული ვარ, ეს ურაკპარაკის ადმინისტრაციას ბრწინვალედ მოეხსენება. ამიტომ ჩემი, როგორც ამ ლიტერატურული საიტის ახალი რიგითი წევრის რჩევა იქნება, მსგავსი კომენტარები წაიშალოს. მათი დამწერები მიხვდებიან, რომ ტყუილად გაისარჯნენ და აღარ შეიწუხებენ თავს. რაც შეეხება ამ ლიტერატურულ საიტზე გამოქვეყნებულ ნაწარმოებებს, ჩვენთან გაცილებით უკეთესი სიტუაციაა, მადლობა ღმერთს! თუკი მომავალში ურაკპარაკსაც დაემექრება ვითომ-ვითომ ლექსები და „ძაან-ძაან“ კომენტარები, დაუყოვნებლივ უნდა მოიკვეთოს. :) გილოცავთ შობა-ახალ წელს! მრავალს დაესწარით ბედნიერად! :) არამარტო ამ, ძირითადად, სხვა ლიტერატურულ საიტებზეც შემოდის ადამიანთა ის კატეგორია, რომლისთვისაც უფრო საინტერესოა ამა თუ იმ ნაწარმოების შესახებ ე.წ. „სწერვული“ კომენტარის გაკეთება. ბოდიშს გიხდით ბარბარიზმისთვის. კრიტიკა რომ უდიდეს ნიჭს, ერუდიციას და ოსტატობას მოითხოვს ავტორისგან, დარწმუნებული ვარ, ეს ურაკპარაკის ადმინისტრაციას ბრწინვალედ მოეხსენება. ამიტომ ჩემი, როგორც ამ ლიტერატურული საიტის ახალი რიგითი წევრის რჩევა იქნება, მსგავსი კომენტარები წაიშალოს. მათი დამწერები მიხვდებიან, რომ ტყუილად გაისარჯნენ და აღარ შეიწუხებენ თავს. რაც შეეხება ამ ლიტერატურულ საიტზე გამოქვეყნებულ ნაწარმოებებს, ჩვენთან გაცილებით უკეთესი სიტუაციაა, მადლობა ღმერთს! თუკი მომავალში ურაკპარაკსაც დაემექრება ვითომ-ვითომ ლექსები და „ძაან-ძაან“ კომენტარები, დაუყოვნებლივ უნდა მოიკვეთოს. :) გილოცავთ შობა-ახალ წელს! მრავალს დაესწარით ბედნიერად! :)
9. მთლიანობაში მომეწონა, ეს კრიტიკა-პუბლიცისტიკა, უმრავლესობა ავტორებისა მტკივნეულად განიცდის, მართალია შენიშვნა არ არის სასიხარულო, მაგრამ არც მტრად უნდა აღიქვას მკრიტიკებელი, პირიქით ნებისმიერი შენიშვნა რჩევად უნდა მიიღოს და მომავალში გაითვალისწინოს, მე ახლა კრიტიკის კრიტიკა გამომდის და წინასწარ ბოდიშს გიხდი ავტორო, ბევრ რამეში გეთანხმეBი, აქ დავწერ რაში არ გეთანხმები და მცირედ გამოვთქვამ ჩემს სუბიექტურ აზრს,. მე ძალიან მომწონს ურაკპარაკი, რაც დრო გადის უფრო იხვეწება და: საინტერესო ხდება, სხვა საიტებთან შედარებით უკეთესად მიმაჩნია, , არის პრობლემები, თუმცა დადებითი ბევრი რამე აქვს, ამას თქვენც ადასტურებთ, ტოპ. გეც მომწონს, იმიტომ, რომ იქედან ვკითხულობ ყველა ჟურნალ-გაზეთებს, ახალ ამბებს, ლიტერატურასაც, და ყველაფერს ვკითხულობ, მაგრამ დარეგიდტრირებული არსად არ ვარ, არც სურვილი მაქვს გარდა ურაკპარაკისა. , ურაკპარაკზე თავი სახლში მგონია და ყველა წევრი ჩემიანებად მიმაჩნია. რაც შეეხება , თქვენ მიმართ შენიშვნა მაქვს ის, რომ არ უნდა დაგედოთ ტოპ-ხუთეულში კომენტარები მითითებული ავტორის ნიკებით. შეგეძლოთ მხოლოდ კომენტარები ,,რომლებიც რა თქმა უნდა თქვენ ჩათვალეთ უაზროდ მოგეწოდებიათ ნიკების გარეშე, ეს იქნებოდა ესთეტიკური კრიტიკა, აქ ხო სასამართლო დარბაზი არ არის რა საჭირო იყო " დოკუმენტაცია" რა თქმა უნდა გეთანხმებით, ბევრია უაზრო კომენტარები, თუმცა ვიმეორებ ზოგადად შეიძლებოდა მაგალითების მოყვანა "ნიკებზე , მავზოლზე დაჭერის გარეშე ", ლიტერატურულ ენაზე ვერ ჩამოვაყალიბე მანდამაინც ჩემი სათქმელი, , თუმცა მიმიხვდით ალბად რის თქმაც მინდოდა. ვაფასებ თქვენ ნიჭს და განათლებულობას, ველოდები საინტერესო და ჯანსაღ კრიტიკულ პუბლიცისტიკას. პატივისცემით მუხა. მთლიანობაში მომეწონა, ეს კრიტიკა-პუბლიცისტიკა, უმრავლესობა ავტორებისა მტკივნეულად განიცდის, მართალია შენიშვნა არ არის სასიხარულო, მაგრამ არც მტრად უნდა აღიქვას მკრიტიკებელი, პირიქით ნებისმიერი შენიშვნა რჩევად უნდა მიიღოს და მომავალში გაითვალისწინოს, მე ახლა კრიტიკის კრიტიკა გამომდის და წინასწარ ბოდიშს გიხდი ავტორო, ბევრ რამეში გეთანხმეBი, აქ დავწერ რაში არ გეთანხმები და მცირედ გამოვთქვამ ჩემს სუბიექტურ აზრს,. მე ძალიან მომწონს ურაკპარაკი, რაც დრო გადის უფრო იხვეწება და: საინტერესო ხდება, სხვა საიტებთან შედარებით უკეთესად მიმაჩნია, , არის პრობლემები, თუმცა დადებითი ბევრი რამე აქვს, ამას თქვენც ადასტურებთ, ტოპ. გეც მომწონს, იმიტომ, რომ იქედან ვკითხულობ ყველა ჟურნალ-გაზეთებს, ახალ ამბებს, ლიტერატურასაც, და ყველაფერს ვკითხულობ, მაგრამ დარეგიდტრირებული არსად არ ვარ, არც სურვილი მაქვს გარდა ურაკპარაკისა. , ურაკპარაკზე თავი სახლში მგონია და ყველა წევრი ჩემიანებად მიმაჩნია. რაც შეეხება , თქვენ მიმართ შენიშვნა მაქვს ის, რომ არ უნდა დაგედოთ ტოპ-ხუთეულში კომენტარები მითითებული ავტორის ნიკებით. შეგეძლოთ მხოლოდ კომენტარები ,,რომლებიც რა თქმა უნდა თქვენ ჩათვალეთ უაზროდ მოგეწოდებიათ ნიკების გარეშე, ეს იქნებოდა ესთეტიკური კრიტიკა, აქ ხო სასამართლო დარბაზი არ არის რა საჭირო იყო " დოკუმენტაცია" რა თქმა უნდა გეთანხმებით, ბევრია უაზრო კომენტარები, თუმცა ვიმეორებ ზოგადად შეიძლებოდა მაგალითების მოყვანა "ნიკებზე , მავზოლზე დაჭერის გარეშე ", ლიტერატურულ ენაზე ვერ ჩამოვაყალიბე მანდამაინც ჩემი სათქმელი, , თუმცა მიმიხვდით ალბად რის თქმაც მინდოდა. ვაფასებ თქვენ ნიჭს და განათლებულობას, ველოდები საინტერესო და ჯანსაღ კრიტიკულ პუბლიცისტიკას. პატივისცემით მუხა.
8. მე-3 ადგილს ღირსეულად იმკის მოთხრობის „კატიესეული“ ანალიზი: (ცნობისთვის, მომავალში ინფორმაციის სიმცირეში რომ არ დამადანაშაულონ, დავძენ, რომ პრობლემა წარმოშვა მოთხრობის პერსონაჟის სახელმა.) „ეეეეეეეეეეეე... აზრზე არა ხართ რა... ჟ მე კატიე მქვია და მოფერებით კოტიკასაც მეძახიან... :D ეს ისაააააააა ბაბუა, რომელიც ბებიას ჰგავდა :D:D მოვა და ჩაასწორებს სახელს და ზაურას დააღქმევს, რა პრობლემაა :D:D:D“. კატიე. 2011-06-24 11:37:09 (ლიტერატურასთან რომ ამას არაფერი საერთო არა აქვს, ეს ერთი, მაგრამ იუმორთანაც რომ არაფერი აკავშირებს???)
ეს ვითომ-კრიტიკა გაზეთ "ლიტერატურულ სალონში" წავიკითხე... გადასარევად მახსოვს ჩემი კომენტარი, ამ მოთხრობის ავტორს ეწერა, რომ ბებიას ზაურა ერქვა, ვეხვეწე, ვემუდარე, ზაურა ზაირათი შეცვალე-მეთქი და გაქირი ვირივით ფეხი მიაჭირა...იუმორი კი არა, სატირალი იყო :) ასე, რომ ... დაკვირვებით წაიკითხეთ ხოლმე ჩემი კომენტარები, მეეჭვება ღირსეულ III ადგილს ვიმსახურებდე... ხანდახან ისეთ რაღაცებს ვაწყდები ამ საიტზე, სიმწრის სიცილი უფროა ხოლმე :))
წარმატებებს გისურვებთ და იმედია თქვენს გაზეთს მალე ჟურნალის სახითაც ვიხილავთ...
მე-3 ადგილს ღირსეულად იმკის მოთხრობის „კატიესეული“ ანალიზი: (ცნობისთვის, მომავალში ინფორმაციის სიმცირეში რომ არ დამადანაშაულონ, დავძენ, რომ პრობლემა წარმოშვა მოთხრობის პერსონაჟის სახელმა.) „ეეეეეეეეეეეე... აზრზე არა ხართ რა... ჟ მე კატიე მქვია და მოფერებით კოტიკასაც მეძახიან... :D ეს ისაააააააა ბაბუა, რომელიც ბებიას ჰგავდა :D:D მოვა და ჩაასწორებს სახელს და ზაურას დააღქმევს, რა პრობლემაა :D:D:D“. კატიე. 2011-06-24 11:37:09 (ლიტერატურასთან რომ ამას არაფერი საერთო არა აქვს, ეს ერთი, მაგრამ იუმორთანაც რომ არაფერი აკავშირებს???)
ეს ვითომ-კრიტიკა გაზეთ "ლიტერატურულ სალონში" წავიკითხე... გადასარევად მახსოვს ჩემი კომენტარი, ამ მოთხრობის ავტორს ეწერა, რომ ბებიას ზაურა ერქვა, ვეხვეწე, ვემუდარე, ზაურა ზაირათი შეცვალე-მეთქი და გაქირი ვირივით ფეხი მიაჭირა...იუმორი კი არა, სატირალი იყო :) ასე, რომ ... დაკვირვებით წაიკითხეთ ხოლმე ჩემი კომენტარები, მეეჭვება ღირსეულ III ადგილს ვიმსახურებდე... ხანდახან ისეთ რაღაცებს ვაწყდები ამ საიტზე, სიმწრის სიცილი უფროა ხოლმე :))
წარმატებებს გისურვებთ და იმედია თქვენს გაზეთს მალე ჟურნალის სახითაც ვიხილავთ...
6. ეს გადავიკითხესავით გარედან დილას:) თუ არ დამეზარა მერ ე დავტოვებ ვრცელ კომენტარს მაინც ზედაპირული და ზერელე მიმოხილვაა.'ხარისხი და ანალიზი აკლია:( ეს გადავიკითხესავით გარედან დილას:) თუ არ დამეზარა მერ ე დავტოვებ ვრცელ კომენტარს მაინც ზედაპირული და ზერელე მიმოხილვაა.`ხარისხი და ანალიზი აკლია:(
5. გაიღიმეთ კომენტარი გამოფრინდა..........................
კარგი პუბლიცისტური ნაშრომია...
კრიტიკაში ვფიქრობ ბადალი არა გყავს სალონო...............
რაც კარგია ამ საიტისათვის და ზოგადად ლიტერატურისათვის...
მომეწონა მე პირადად........
წარმატებები......
+5 გაიღიმეთ კომენტარი გამოფრინდა..........................
კარგი პუბლიცისტური ნაშრომია...
კრიტიკაში ვფიქრობ ბადალი არა გყავს სალონო...............
რაც კარგია ამ საიტისათვის და ზოგადად ლიტერატურისათვის...
მომეწონა მე პირადად........
წარმატებები......
+5
4. :)))))))))))))) :))))))))))))))
3. მეორე კომენტარი ვის დაუწერეს იცი? რო დაწერ კარადაც გაერკვიე...მე მგონი ხუმრობა შეიძლება ასე თუ ისე...
კიდევ ერთი...სადმე საიტზე თუ ნახე რომ თავფურცელზე რამე მაწონი ლექსია...დაიკიდე...იმიტომ რომ ვისაც ეგ ლექსი მოსწონს მაგას ვერც საჯაიას მოაწონებ და ვერც გალაკტიონს...რატომ? იმიტომ რომ ბავშვობიდან არ წაუკითხავს არაფერი და ვერც გაზრდი...
ერთ ჩემს ახლობელს ჰქონდა დავით გურამიშვილის გავლენა...ეგრე წერდა მართლა, ე ბიჯო,მივაყარე წიგნები და ვფიქრობ,ა მოვა ახლა ხვალ და მიხვდება რასაც წერსთქო...მოვიდა მეორე დღეს და მოაქვს წიგნები, რო დავიწყე ვერ გავაგრძელეო გრანელზე მითხრა, მერე პაოლო წაუკითხია და თეთრი ლექსები არ მევასებაო...
მოდი და აუხსენი ესეთ ხალხს რამე...თუ ხელოვნება არ გიყვარს ძმაო ეგრე ვერ შეიყვარებ...ეგეთი შეიძლება ერთეულები იყოს...თორე მაგ საიტებზე ჩემს უბადრუკ ლექსებზეც პირს დააღებენ...:):):):)) მეორე კომენტარი ვის დაუწერეს იცი? რო დაწერ კარადაც გაერკვიე...მე მგონი ხუმრობა შეიძლება ასე თუ ისე...
კიდევ ერთი...სადმე საიტზე თუ ნახე რომ თავფურცელზე რამე მაწონი ლექსია...დაიკიდე...იმიტომ რომ ვისაც ეგ ლექსი მოსწონს მაგას ვერც საჯაიას მოაწონებ და ვერც გალაკტიონს...რატომ? იმიტომ რომ ბავშვობიდან არ წაუკითხავს არაფერი და ვერც გაზრდი...
ერთ ჩემს ახლობელს ჰქონდა დავით გურამიშვილის გავლენა...ეგრე წერდა მართლა, ე ბიჯო,მივაყარე წიგნები და ვფიქრობ,ა მოვა ახლა ხვალ და მიხვდება რასაც წერსთქო...მოვიდა მეორე დღეს და მოაქვს წიგნები, რო დავიწყე ვერ გავაგრძელეო გრანელზე მითხრა, მერე პაოლო წაუკითხია და თეთრი ლექსები არ მევასებაო...
მოდი და აუხსენი ესეთ ხალხს რამე...თუ ხელოვნება არ გიყვარს ძმაო ეგრე ვერ შეიყვარებ...ეგეთი შეიძლება ერთეულები იყოს...თორე მაგ საიტებზე ჩემს უბადრუკ ლექსებზეც პირს დააღებენ...:):):):))
2. წერილს არაუშავს .......თუმც მაინც ვფიქრობ, (შენი დიდი თხოვნის მიუხედავად) რომ სუბიექტური წერილია....ნაწილობრივ.....
გეთანხმები იმაში, რომ კომენტარების უმრავლესობა ზედაპირულია მაგრამ არა უაზრო...... ეს უბრალოდ შეურაწყოფაა.......
ვფიქრობ ეს ლიბერალური საიტია და ვიაც რა კომენტარი უნდა (გარდა ბილწსოტყვაობისა) იმას გააკეთებს. გამომდინარე თემიდან........
თუმც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, წერილი კარგად არის ჩამოყალიბებული...
პატივისცემით: გიგარიონი წერილს არაუშავს .......თუმც მაინც ვფიქრობ, (შენი დიდი თხოვნის მიუხედავად) რომ სუბიექტური წერილია....ნაწილობრივ.....
გეთანხმები იმაში, რომ კომენტარების უმრავლესობა ზედაპირულია მაგრამ არა უაზრო...... ეს უბრალოდ შეურაწყოფაა.......
ვფიქრობ ეს ლიბერალური საიტია და ვიაც რა კომენტარი უნდა (გარდა ბილწსოტყვაობისა) იმას გააკეთებს. გამომდინარე თემიდან........
თუმც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, წერილი კარგად არის ჩამოყალიბებული...
პატივისცემით: გიგარიონი
1. კარგი წერილია. გეთანხმებით.
მე კომენტარებს სამ ნაწილად გავყოფდი: 1. საქმიანი კომენტარი, 2. ფამილარული კომენტარი, 3. აგდებული კომენტარი. სამწუხაროდ ბოლო ორი ტიპის კომენტარი სჭარბობს პირველს.
კარგი წერილია. გეთანხმებით.
მე კომენტარებს სამ ნაწილად გავყოფდი: 1. საქმიანი კომენტარი, 2. ფამილარული კომენტარი, 3. აგდებული კომენტარი. სამწუხაროდ ბოლო ორი ტიპის კომენტარი სჭარბობს პირველს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|