ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტაბატა
ჟანრი: პოეზია
4 თებერვალი, 2013


დაუვიწყართა სახელით

ბედი ავბედი ასამარებდა, ღრმა სიბერის გზას,
რომ უნებურად საფლავის წინ ისე შევჩერდი,
ისე ავენთე, ვით სხივები გარიჟრაჟისას,
რომ ანათებენ უკანასკნელ დაღამებამდის.

მწამს ბუმერანგი არც სიტყვები არ იკარგება,
ყველა ურწმუნოც, გადიქცევა ბოლოჟამს ლოცვად!..
და თუ მოვკვდები, ეს სიცოცხლეც დაუბრუნდება,
ვინაც სიცოცხლის სიხალისე თავიდან მომცა.

კაცთა ხსოვნაა უძველესი დროის გრაგნილი,
რომ არც ქარცეცხლით და არც ზღვებით დაიფერფლება,
თუკი გაქრება სამყაროში ყველა სახელი,
მთელი სამყარო ბუდიანად გადაშენდება.

საფლავის ქვა და ზედ წარწერა თუკი დამედო,
ქვისგან კიარა, მე კაცისგან შველას არ ველი,
დე, ამ სიტყვებმა, რაც ვერა ვსთქვი ახლა გაბედოს,
და დავიწყებას აარიდოს ჩვენი სახელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები