6:00-ვხვდები გათენებამდე რაღაც უნდა მოვასწრო... წვიმს... უფრო სწორედ ცრის... ძალიან ფრთხილად ცრის, ფეხაკრეფით... სიზმრებით გაჟღენთილი საწოლიც თითქოს ვეღარ მიტევს და საოცრად მინდება დავპატარავდე.... ვიქნები ძალიან პატარა და მსუბუქი, რომ ზურგის ქარმა კი არა, სუსტმა ნიავმაც ადვილად მარწიოს თავის ნებაზე... ვიქნები ისეთი პატარა რომ შეიძლება ვერც შენიშნო წვიმიან დილას, ლურჯ დილას როგორ გადავირბენ ტროტუარს, სადაც ჯერ მხოლოდ ორი–სამი ტაქსი თუ დაღოღავს... მე კი სასწრაფოდ გადავკვეთავ ქუჩას და გამოცარიელებული იტალიური ეზოს გავლით დავადგები შენი სახლის გზას... მანამ ცა ლურჯია (რაც მეტყველებს რიჟრაჟზე) უნდა მოვასწრო... თან შენთან მომაქვს ხილი და ცოტაოდენი ღმერთი... და მალე ვიღლები (ღმერთმა ეს რახანია შენიშნა) მოვდივარ, რათა გავიზეპირო შენი მიხვრა-მოხვრა, როგორც მესამე კლასში, მშობლიურ ლიტერატურაში საკონტროლო ტექსტებს ვიზეპირებდი, აბზაც-აბზაც, წერტილ-მძიმით... უნდა ვიჩქარო... მანამ ინათებს თეთრად, რადგან დღის შუქზე ღმერთი ფერმკრთალი ხდება, უხილავი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. +2 მე მომეწონა ;) +2 მე მომეწონა ;)
6. ჟანრი ვერ ვიგრძენი.. ჟანრი ვერ ვიგრძენი..
5. ოთაარ <3 მიყვარხარ!
გიორგი მადლობაა..ჩავასწორე! ოთაარ <3 მიყვარხარ!
გიორგი მადლობაა..ჩავასწორე!
4. ეს წაკითხული მაქვს და მომწონს. ეს წაკითხული მაქვს და მომწონს.
3. სადაც ჯერ მხოლოდ 2-3ტაქსი თუ დაღოღავს...
მგონი აქ სჯობს ორი-სამი დაგეწერა :) +++ სადაც ჯერ მხოლოდ 2-3ტაქსი თუ დაღოღავს...
მგონი აქ სჯობს ორი-სამი დაგეწერა :) +++
1. ,,ცრის, ფეხაკრეფით...'' ეს მომეწონა. :) ,,ცრის, ფეხაკრეფით...`` ეს მომეწონა. :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|