ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კვარა
ჟანრი: პოეზია
14 ნოემბერი, 2011


* * *

ზედაზენიდან თქვენთვის დავკრეფ უთვალავ მთიებს,
მოღერილ ყელზე ჩამოგკიდებთ,თრთოლვით,მალულად,
გიჟმაჟ გაზაფხულს მე მოვპარავ ლურჯთვალა იებს,
თმაში ჩაგიწნავთ,კრძალვით,ფარულად.
მზეს სხივს მოვტაცებ და გაგითბობთ გაყინულ თითებს,
ღორღიან გზაზე გულს დაგიგებთ,ლაღად იარეთ,
და თუ ვერ გრძნობენ ეგ ტერფები ამ გულის რითმებს
დაე უგულოდ მაგ ტერფებით გადამიარეთ.
და თუ კი იგრძნეს მზის სხივები ბროლის მტევნებმა,
თუ კი იხილეს მაგ თვალებმა ჩემით მთიები,
მე თქვენთან ვარ და თქვენთვის მინდა ბედნიერება,
იებს ნუ მოკლავთ,ჩვენს სამყაროს შვენის იები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები