ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირი-ანი
ჟანრი: პოეზია
16 ნოემბერი, 2011


საათი...

არ მიყვარს საათი,
რაღაცნაირად თავის "მუღამზე"გვატარებს,
არ მიყვარს საათი,
ბავშვობას გვართმევს და გვიკარგავს-პატარებს...
პირველი წამი, დილის ნამივით
უცებ გაქრა და ვეღარ ვიპოვე,
პირველი წუთი-უკვე დიდი ვარ
და მენატრება დედის სიახლოვე.
გავიდა საათი - მოვიდა ცოლი,
ამ რთულ სპექტაკლში ახალი როლი,
გავიდა კვირა, მყავს ორი შვილი,
თვეც მიიწურა და შვილიშვილი-
იმ დროს როდესაც ბაბუს მეძახის
მახსენდება რომ მეც სხვას ვეძახდი...
დრო არ ჩერდება არ იცვლის წაღებს
და მასაც ვიღაცა დაუძახებს...
ამასობაში გავიდა წელი,
და ჰორიზონტზე გამოჩნდა ცელი...
შავებში ჩაცმული დემონის ხელით
ჩემამდე მოლეწა ყანები ვრცელე...
ჟამი დამიდგა წასვლის, ვემშვიდობები ჩემებს,
ჟამი დამიდგა წასვლის, ვიცვამ გაცვეთილ ჩექმებს,
დარჩენაც მინდა, მაგრამ არ მემორჩილება წელი,
აი უჩემოდ დადგა ძველითახალი წელი.....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები