ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიზო-გიზო
ჟანრი: პოეზია
14 ნოემბერი, 2011


„ჩემი ფიქრი“


თეთრი ლექსი შავად დაწერილი
შავი ყვავი თეთრად გაღებილი
მიფრინავს სადღაც და მე მაგონდება
ჩემი ფიქრი წყვდიადი გულში და ტყის გოდება
მე მაგონდება როგორც არწივი დაჭრილი გულში
და ვით მძვინვარე ვეფხვი, ჯიხვს მისდევს ფეხმარდი თუში
ეს არის ფიქრი ჩემი გულის დიდი ნადები
დიდი ნადები და დიდი ლოდის გულზე დამდები
ეს არის ჭმუნვა ჩემი გულის ეიფორია
ამ სამყაროში და ჩემს გულში მხოლოდ ორია
პირველი, ღმერთი ყოვლის შემძლე ცათა მპყრობელი
მიმტევებელი და ბოროტების დამგმობელი
მეორე, ქალი რომელიც მიყვარს და მენატრება
და ყოველ წუთში თვალწინ მიდგას მისი ხატება
ამ ფიქრში დადგა გაზაფხული, ჩემთვის ზამთარი
გარეთ კი მზეა და ჩემს გულში ისევ ავდარი







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები