ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მგოს_ანა
ჟანრი: პოეზია
16 ნოემბერი, 2011


* * *

თქმული ლექსად ვერ მოგაწონე
და სიტყვა ჩემი ვერ გასმინე,
ასე ჩემსავით მოტრფიალე,
მითხარი ერთი, თუ გყავს ვინმე.
რომ ამიშალე საღეღელი,
და მუზები რომ მომისიე,
ჩუმად ჩაგჩურჩულო მინდა რაღაც,
მოდი ერთი ჩემსკენ მოიწიე,
სიტყვები თბილი და საალერსო,
შენთვის შევკრიბე და მოვიძიე,
იცი ახლა როგორ მენატრები?
რომ არ მომნატრებიხარ ისე ძლიერ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები