ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კესო
ჟანრი: პოეზია
17 ნოემბერი, 2011


წონასწორობა

შენ მომიყვები პლანეტების განსაზღვრულ გზებზე,
ორბიტებზე. ბედისწერაზე.
განაჩენივით გადაწოლილ ზუსტ მანძილებზე,
რომ როგორც ცაზე-პლანეტები, ისე მიწაზე
თუნდაც ნაბიჯით ვერ გადავა ამ გზას მოკვდავი.
მე დავხატავდი შემოდგომის ფერად ხალიჩას
ნისლის ფერხთ მფშვინავს,.საოცარი ხილვებით სავსეს,
გადავფურცლავდი ახირებებს ისევ ახლიდან
და ყველა მანძილს უპირობოდ შევამოკლებდი.

შენ ძლიერი ხარ. მყარად დგახარ და მშვიდად სუნთქავ,
მე დამსდევს ქრი და ქარიშხლებს ვსუნთქავ ფილტვებით
და მერე როგორც ნაკვერჩხალი წამობერვისას,
ყოველ სიტყვაზე ვინთები და ცეცხლად ვიქცევი.

იყო ყვითელი ნიშნავს იყო, როგორც სიმღერა,
ან ფრინველი, ან ისე ლაღი,
რომ შემოდგომამ ვერ მოასწროს გადაფიქრება,
ვერ მოგიმწყვდიოს მარწუხებში, დამშრალ ხახაში
და დარჩე ასე გაფრენილი ზეცისკენ კენტად
(როგორც სიმღერა, ან ფრინველი, ან ისე ლაღი)
როგორც რეფრენი-შემოდგომის ფერად ხილვებად
გდაპენტილი ნეკერჩხლების სიწითლით ბაღი.
მე დავხატავდი შემოდგომის ფერად ხალიჩას
და ყველა მანძილს უპირობოდ შევამოკლებდი,
ხვალემ იფიქროს რა იქნება მერე, ხვალისად,
მე სივრცეების მოტრფიალე ერთი მოკვდავი
გადავიდოდი ორბიტიდან თუნდაც წამით და
მერე ჩემს გზაზე გაივლიდა ყველა უკლებლივ.

შენ მეტყვი: როგორ აგიხდება, როცა არაკებს
ამოუვსები ჩანთით აგროვებ,
მე გეტყვი, როგორ გაგიმართლებს, როცა არ არღვევ
არ-რა კანონებს, არ-რა წესებს, არ-რა ჩანაფიქრს,
დგახარ და მშვიდი, როგორც შემოდგომა, საათებს ითვლი,
დრონი მეფობენ, მხოლოდ დრონი,-ვიცით ორივემ.
მე ვფიქრობ, შევძლებ გავაღწიო, შენ კი პირიქით,
ალბათ, ერთმანეთს ვაწონასწორებთ.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ebraeli2 ვულოცავთ დაბადების დღეს