ეს ტვირთი იქნებ შემიმსუბუქო, დედა, მახსოვრობა წამოვიკიდე ზურგზე. პირველი შეცხადებიდან, რანაირად იცოდნენ მაინც _ აძაგძაგდებოდა სოფელი შიშისგან, ერთი კაცით პატარავდებოდა და სამაგიეროდ ბაბინეს, ხარიტონის, ანგელინას, პასიკოს, ნათელას, ხახუტიას, /ყველას რა ჩამოთვლის!/, ცრემლით იზრდებოდა. გავრბოდით ზაფრით გამოღვიძებულნი, სასწრაფოდ ხალვათად ჩაცმულნი, უსასრულო თუ სივრცედაკარგულ დროში. და გარბიხარ, ადამიანო, იქ რომ მიირბინო - კულულებიანი, თვალებციმციმა ბავშვობიდან ამოზვინულ ბორცვამდე, შენს გულზე ამობიბინებულ ბალახამდე. იქ ღმერთია, თუ სიცარიელე? გავრბოდით გაუცნობიერებელ ცნობისმოყვარეობით. მასთან, ვინც ამ სოფლისა უკვე აღარ იყო და სხვა სამყაროს შესახლებოდა. შემოვუვლიდით გარდაცვლილის ცხედარს, დავდგებოდით ჭიშკართან და ვიწყებდით სიკვდილზე მსჯელობას. ვითომ ამ წუთისოფლისა ხომ ყველაფერი გაგვეგებოდა და ახლა ზესთასოფლის კანონები გვინდოდა გაგვერკვია. დედა, ახლა შენ იქ ხარ სიცარიელეში გამქრალი, მე _ მოგუგუნე მეგაგალაქტიკებიან სამყაროს საფუტკრესავით აზუზუნებულ ქაოსში. ვიგემე სიტყვა... ვიგემე ქალი ... ბოლოს იმ ერთსაც ვიგემებ და ... მერე მეც ჩემი შვილების მხრებს დავამძიმებ, ზუსტად ისევე, დიდი თოვლი რომ ჩამოხრის ზამთრით სუსტ ტოტებს. და ახლა ვფიქრობ, არაფერი, არაფერი ჩერდება ერთ წერტილში.... არათუ წამი, კესიცა და კესის მეათასედიც არ ჩერდება.... ნული არ არსებობს, ვერ მოიხელთეს, ვერ მიაგნეს ფორმულას აწყმოს. და რა გამოდის _ სიცოცხლე ჩვენი _ მარადიულ ხსოვნათა ჯამი ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ბევრისმთქმელი და ძალიან გამართული ლექსი. ბევრისმთქმელი და ძალიან გამართული ლექსი.
7. და რა გამოდის _ სიცოცხლე ჩვენი _ მარადიულ ხსოვნათა ჯამი ... კესოს ვეთანხმები, ძალიან კარგია და ზუსტი, ემოციურად. და რა გამოდის _ სიცოცხლე ჩვენი _ მარადიულ ხსოვნათა ჯამი ... კესოს ვეთანხმები, ძალიან კარგია და ზუსტი, ემოციურად.
6. მერე მეც ჩემი შვილების მხრებს დავამძიმებ, ზუსტად ისევე, დიდი თოვლი რომ ჩამოხრის ზამთრით სუსტ ტოტებს.
საოცარი სახეა ... კარგი ლექსია, მომეწონა :) მერე მეც ჩემი შვილების მხრებს დავამძიმებ, ზუსტად ისევე, დიდი თოვლი რომ ჩამოხრის ზამთრით სუსტ ტოტებს.
საოცარი სახეა ... კარგი ლექსია, მომეწონა :)
5. საუკეტესო ლექსი.მოგიკითხეთ ბატონო დავით 5 საუკეტესო ლექსი.მოგიკითხეთ ბატონო დავით 5
4. ლექსი წავიკითხე და რა დავწერო-მეთქი ვიფიქრე და ისევ,შენი ლექსი გამახსენდა:
"დედის საფლავზე ამოსულო ყვავილო, ნიავზე რომ ირხევი, დედის სუნთქვა მგონიხარ... "
ამ ლექსს რა დამავიწყებს... :)
ლექსი წავიკითხე და რა დავწერო-მეთქი ვიფიქრე და ისევ,შენი ლექსი გამახსენდა:
"დედის საფლავზე ამოსულო ყვავილო, ნიავზე რომ ირხევი, დედის სუნთქვა მგონიხარ... "
ამ ლექსს რა დამავიწყებს... :)
3. ნული არ არსებობს, ვერ მოიხელთეს, ვერ მიაგნეს ფორმულას აწყმოს.
აწმყოს ფორმულა კი მიგნებულია, მაგრამ ლექსს ასეც უხედბა :) ნული არ არსებობს, ვერ მოიხელთეს, ვერ მიაგნეს ფორმულას აწყმოს.
აწმყოს ფორმულა კი მიგნებულია, მაგრამ ლექსს ასეც უხედბა :)
2. შემოვედი თქვერნი ლექსის გამო, ძალიან კარგია და ზუსტი:) შემოვედი თქვერნი ლექსის გამო, ძალიან კარგია და ზუსტი:)
1. მერე მეც ჩემი შვილების მხრებს დავამძიმებ, ზუსტად ისევე, დიდი თოვლი რომ ჩამოხრის ზამთრით სუსტ ტოტებს. მომწონს... :)
რა ცუდი შეგრძნებაა ალბათ... თუმცა შვილებს არ ამძიმებთ მშობლები, დავით! :) მერე მეც ჩემი შვილების მხრებს დავამძიმებ, ზუსტად ისევე, დიდი თოვლი რომ ჩამოხრის ზამთრით სუსტ ტოტებს. მომწონს... :)
რა ცუდი შეგრძნებაა ალბათ... თუმცა შვილებს არ ამძიმებთ მშობლები, დავით! :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|