 | ავტორი: ჯვაროსანი ჟანრი: პოეზია 26 ნოემბერი, 2011 |
ღმერთო, მომეცი იმდენი ფული სატანამ აქეთ მომყიდოს სული მე ყველა კეთილ საქმეს ვუთავებ თუ დოლარებად დამიხურდავებ.
ღმერთო, მომეცი ისეთი ქალი სხვის ცოლზე რომ არ გამექცეს თვალი ისე მათბობდეს, როგორც ღუმელი ლამაზი იყოს, თუნდაც სულელი.
ღმერთო, მომეცი სიმშვიდის დღენი რაღაცას რომ არ ვდიო ტყე-ღრენი ექვსი მანქანა, ოთხი სახლ-კარი შენი სამოთხის იყოს მაგვარი.
ღმერთო, მომეცი სული მზაკვარი აქ უფრო კარგად ცხოვრობს ახვარი ვინც წუწკია და დაუნდობელი მას უფრო სწყალობს წუთისოფელი.
ღმერთო, მომეცი სიბრმავე გონის შტერია უფრო კარგად, მე მგონი რად მინდა ფიქრის ჯაჭვთა გადაბმა მინდა ასოებს ვსდევდე ქარაგმად.
ღმერთო, მომეცი ვირის მოთმენა ამდენ სულელს რომ ვეყო მოსმენად და ორი ყური მჭირდება კიდევ ჰაერს არ ჰქონდეს საითმე კიდე.
ღმერთო, მომეცი ორპირი ენა არავის რომ არ მიადგეს წყენა ერთთან ერთს ვიტყვი, სხვასთან-მეორეს, იგივეს არას გავიმეორებ.
ღმერთო მასწავლე სხვისი მხილება ზურგსუკან დარტყმის გამოცდილება სხვისას რომ ვდევდე შეცდომას მცირედს საკუთარ თვალში ვმალავდე დირეს.
ღმერთო, მომეცი იმის მხნეობა შიგნით მოვახრჩო ჩემი ზნეობა მერე ვიქნები ყველაზე კარგად აი, ასეთი ცხოვრება ვარგა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. მაგარი ხარ მე მივხვდი რაც ჩაიფიქრე...
ვედრება სატირლად სათაურსივეა ნათქვამი რაც
უნდოდა ეთქვა ავტორს........ მაგარი ხარ მე მივხვდი რაც ჩაიფიქრე...
ვედრება სატირლად სათაურსივეა ნათქვამი რაც
უნდოდა ეთქვა ავტორს........
9. მაგარი ხარ მე მივხვდი რაც ჩაიფიქრე...
ვედრება სატირლად სათაურსივეა ნათქვამი რაც
უნდოდა ეთქვა ავტორს........ მაგარი ხარ მე მივხვდი რაც ჩაიფიქრე...
ვედრება სატირლად სათაურსივეა ნათქვამი რაც
უნდოდა ეთქვა ავტორს........
8. ვინმეს გავლენას განიცდიდი, თუ თავიდან ბოლომდე შენ თავში მოიხარშა? ვინმეს გავლენას განიცდიდი, თუ თავიდან ბოლომდე შენ თავში მოიხარშა?
7. ყოჩაღ ძმაო, ასეთი სატირა დიდი ხანია არ წამიკითხავს. ბრავო, მაგარია ყოჩაღ ძმაო, ასეთი სატირა დიდი ხანია არ წამიკითხავს. ბრავო, მაგარია
5. მე მგონი ვერავინ მიხვდა აზრს სამწუხაროდ... არმენს არ ვგულისხმობ. მე მგონი ვერავინ მიხვდა აზრს სამწუხაროდ... არმენს არ ვგულისხმობ.
4. არც აზრი, არც შესრულება, არაფერი არ ვარგა და დამიჯერე, ცხოვრებაში ყველაფერი იმაზე მარტივადაა ვიდრე აქ ჩანს. არც აზრი, არც შესრულება, არაფერი არ ვარგა და დამიჯერე, ცხოვრებაში ყველაფერი იმაზე მარტივადაა ვიდრე აქ ჩანს.
3. შეუნდე უფალო,თუნდაც გაფიქრება..
ეს წამომცდა კითხვისას:) შეუნდე უფალო,თუნდაც გაფიქრება..
ეს წამომცდა კითხვისას:)
2. მერე ვიქნები ყველაზე კარგად აი, ასეთი ცხოვრება ვარგა. - ეს საშინლად არ მომწონს, იგივე თქვით ოღონდ სხვა სიტყვებით....
აზრი კარგია, ცუდადაა გამოთქმული ლექსში... (ჩემი აზრით) მერე ვიქნები ყველაზე კარგად აი, ასეთი ცხოვრება ვარგა. - ეს საშინლად არ მომწონს, იგივე თქვით ოღონდ სხვა სიტყვებით....
აზრი კარგია, ცუდადაა გამოთქმული ლექსში... (ჩემი აზრით)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|