ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან63
ჟანრი: პოეზია
28 ნოემბერი, 2011


თოვლი მოსულა.

თოვლი მოსულა,
და ჯერ ადრეა
მთაწმინდას ყინვა ფიქრებში ხატავს,
თამამი ფიფქი რომ მეპრანჭება,
ფანჯრის რაფაზე აკეთებს მალაყს.
მაგრამ აღარ ხარ, ჩემს გვერდით უკვე,
თითქოს გაყევი შარშანდელ ზამთარს,
რა დამავიწყებს იმ გრძელ წამწამებს,
რომ დაექარგა ფიფქების ამქარს.
რა ვუყო ჩემს თავს, რომ ვერ გეხსენბი, 
კვლავ გეფერები ხელ, ტუჩზე კოცნით,
დილავ, დღე, ღამევ და სიყვარულო,
გეალერსები თითების თრთოლვით.
საათი, ქუჩა, ფიფქი და დილა,
შენით სუნთქავს და კვლავ მენატრები,
ის სტროფიც შენ ხარ, რაც უნდა მეთქვა,
და გაყინული თეთრი აფრები,
რომ ვეღარა სძრავს გათოშილ ხომლადს,
მოგონებების გაყინულ ზღვაში,
თითქოს დღეს იყო ეს ყოველივე,
და ჩაიმალა შარშანდელ წამში.
გარეთ ისევ თოვლს და ჯერ ადრეა,
როგორ მაციებს მე უშენობა,
ო, რა ცოტაა და რა ბევრია,
შენი თავი და, უიმედობა.
თოვლი მოსულა,
ადრეც არ არის
ფიფქი მიცინის და ცეკვავს ვალსზე,
უჩუმრად დილა შემომეპარა,
წასვლის დრო მოდის, ჩავიცვა მალე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს