ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჩამი
ჟანრი: პოეზია
29 ნოემბერი, 2011


სარკე და ადამიანი

სარკეში როცა ვიხედები
ჩემს თავს კიარა
ვიღაც ქალს ვხედავ, ოკეანის გაღმა რომ ცხოვრობს.
უძილარ თვალთან დარდის კონა შემოსალტვია
ღამე სიზმრებში კიარადა, ცრემლში იარა.
შემოსძარცვია ყველა ფიქრი შვებისმომცემი,
რწმენა თანდათან შერყევია_აჩანს სხეულზე,_
ახლა სხეულში სისხლი თითქოს წითლად აღარა
ნაცრის მსგავსად და ნაცრისფერად, ძარღვებში მიდის.
სარკეში როცა ვიხედები, მხოლოდ ჩემს თავს არ
იმ კაცსაც ვხედავ, დაათენდა ვის ღამე ფიქრში.

...ყველაფერს უნდა გაუმკლავდე, თორემ ქვეყანა
არ გელოდება, და დროსავით თავისთვის მიდის.
არც უძილობას, არც მაგ ფიქრებს არა აქვს აზრი,
კეთილი კვალი დაამჩნიოს დროის მიმოსვლას,_
უპუროს პური, უსინათლოს_სინათლე მისცეს
და იმედები გაუმართლდეს მას, ვინც ილოცა.

რამდენ რაიმეს გავუმკლავდე, ან როგორ, როცა
იდეალურიც კი ინგრევა ჩემს თვალწინ ხშირად,
რომ ბედმა როცა მთელი არსით ჩვენს წინ იგორა
და საბოლოო შედეგი კი არავის მისცა..
ამ დროს ძნელია სარკის წინ და სხვების წინ იდგე
და მეზობელი სამყაროსთვის არ გსურდეს რაღაც
თავისუფლების მაგვარი, ან ჭეშმარიტება
და თუ პოლუსზე ჩრდილოეთით ყინული გალღვა
(“ლოგიკურ” კავშირს დაინახავს ვიღაცა ღმერთთან,
ვიღაც პრაქტიკულ რჩევებს მოგვცემს, რა ვუყოთ ნაგავს
ვინ დედამიწას გამოუწერს ათასგვარ წამალს
გაძლიერებულ შემართებით იბრძოლოს სტრესთან.)
შენ არაფერი დაგრჩენია, ლოდინის გარდა.
დრო კი, რომელსაც ჩვენ საათებს ვუქვემდებარებთ
უსაათოდაც არსებობდა დიდი ხნის წინათ და
უჩვენოდაც._ეს ნიშნავს რომ ტვირთი ვართ მისთვის
და უხილავი საცეცებით დროს მიღმა გვზიდავს.
ის მესამე კი, ვინც დროს ებრძვის ჩვენი წყალობით
ვინც გვასწავლის რომ მტერს მივანდოთ მეორე ლოყა,
ომს კვლავ აგრძელებს, არ შემდრკალა და წლიდან წლობით
დროს ტვირთად გვმატებს, და დრო ამ ტვირთს გვზიდავს და გვზიდავს..

ყოველ ინდივიდს განგვასხვავებს გარემოება
და პარალელურ სამყაროებად მოვიაზრებით.
სარკეში მარტო მე კი არა, ხშირად თქვენ ჩანხართ
თუმც თავს ვიტყუებთ, მაკიაჟებს ვიდებთ და ვიცლით.
არ გვინდა იმას დავუფიქრდეთ, რატომ მოვედით
ან გვინდა კიდეც, და უბრალოდ, ვერაფერს ვიგებთ.
და გათენებას ყოველ დილით ვხვდებით ახლიდან
და უნებლიედ და მორჩილად ჩვენს ბოლოს ველით..

ბოლოს რა ხდება? ჩვენ მიწას და მიწა ჩვენ გვრჩება,
არავინ იცის რა მთავრდება, ან რა იწყება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები