ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
27 სექტემბერი, 2008


მიცვალებული

ჯერ მიიტანა სიცხადე გულთან,
მერე უმწეოდ ამოახველა,
ჩამქრალ ოთახში იწვა და დუმდა,
მიცვალებული ერქვა სახელად...

მკრთალი სანთელი მწუხრში იწვოდა,
მთვარე რუხ ღრუბლებს ცივად ელოდა,
სული ქცეული მარადისობად
არ ჩანდა კაცთა სამფლობელოდან...

კუბო მიჰქონდათ ნისლის ხვეულებს,
შავ სამოსელში ვიღაც ტიროდა,
ღამე არყოფნად გადაქცეული
ლურჯად ჟონავდა საიქიოდან...


ათასი შიში შეიკრა გუნდად
და თუმცა ყველა ერთხმად აქებდა,
იგი თავისთვის იწვა და დუმდა,
მიცვალებული ერქვა სახელად...


      ბავშვი


მზე ჩაიძირა მეწამულ ზღვაში,
სარდაფებიდან გამოძვრა ღამე
და შიშით ნაბავს ქუჩაში ბავშვი,
ატმის კვირტებით გავსებულ თვალებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები