ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალაზნისპირელი
ჟანრი: პოეზია
2 დეკემბერი, 2011


მონატრება

მენატრებით ყველა ძლიერ,
გულს კი სევდა ემატება,
მაგრამ რწმენით გულისხმიერ,
სიყვარული  გვემატება.



რაც არ უნდა დრო გავიდეს,
რაც არ უნდა დაგვემართოს,
მონატრების სითბო გვჭირდეს,
მხოლოდ რწმენის ძალამ გვმართოს.



მონატრება არის განცდა,
სიკეთით და მადლით ვიყოთ,
ცხოვრება, რომ გამოცდაა,
არასოდეს დავივიწყოთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები