ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
2 დეკემბერი, 2011


ფანტაზი-ორი

ვზივარ წარმოსახულ კაფე-შანტანებში,
ბოთლი რომითა და ღერი სიგარეტით.
ძილი გამეპარა ნაშარლატანები,
სწორედ შუა ღამეს სიზმრად მიბარებდა...
ისევ წარმოსახვა მხარს ხელგადახვევით
ისე მიკავალრებს, თითქოს სატრფო იყოს.
მე და ფიქრებმა ერთმანეთს გადავხედეთ,
უხმოდ ვციტირებდით: ”გახსოვს, რა დრო იყო”...
ვჯდები წარმოსახვის ცისფერ დილიჟანსში,
ფიქრები ნარნარად აგებენ ნარატივს.
ძლივს არ გამომიჩნდა ერთხელ იმის შანსი,
შორიდან ჩემს თავს რომ მივწერო ბარათი:
”შორს ვარ, ვმოგზაურობ, ვუძლებ უშენობას,
ვიპოვე კუნძულიც, დავარქვი ”ოცნების”!
როცა დავბრუნდები და გავხსნი ჩემოდანს,
იმდენ ფერს გაჩუქებ, შენც კი გაოცდები”...
ცხოვრების შავ ზოლებს თეთრად აღვიქვამ და,
ეს დროც, ხმამაღალი ”მიქშერზე” გადამყავს.
მუქი ფერები არასდროს არ მიყვარდა,
არც თვალის გუგებში, არც იმის გადაღმა...
ვცხოვრობ ფანტაზიით, ყოფას კარს ვურაზავ,
და ფეხზე მკიდია მთლად საირგვლივეთი.
მოგონილ ამბებში ჩემთვის ”ვბემურაზობ”,
და ჩემს თავს ვუყვები კარგ ამბებს მილეთის...

                02.12.11

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს