ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან63
ჟანრი: პოეზია
3 დეკემბერი, 2011


კვლავ შენ დაგეძებ

მე ყველა ქალში შენს თავს დავეძებ,
მაგრამ ამ ქვეყნად მხოლოდ ხარ ერთი,
ოცი წელია ვზიდავ ამ გრძნობას,
და ჩემთვისა ხარ ის ერთი ღმერთი,
ყოველ ღამე რომ მეჩურჩულება,
და დამებედა მთელი ცხოვრება,
თუგინდ მეძინოს და ჭიქით ხელშიც,
შენი სახელის მე მაქვს ბოდება.
რა უსასრულო მარათონია,
სულის მტანჯველი, თანაც სიამის,
მგონი ოდესღაც გამექცა წამი,
და ეხლა არის უკვე გვიანი.
რად არ გითხარი ის სამი სიტყვა,
რომ აჯადოვებს ქვეყანად ყველას,
“მე შენ მიყვარხარ და შენთვის ვცოცხლობ”,
განა არ სჯობდა დღევანდელ გვემას?!
სჯობდა ნამდვილად, მაგრამ რას იზამ,
ბედისწერა გვაქვს ალბათ სხვაგვარი,
თუმცა იმედი ბოლოში კვდება,
და სულ მინთია ტრფობის ლამპარი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ebraeli2 ვულოცავთ დაბადების დღეს