 | ავტორი: ლესიო ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 4 დეკემბერი, 2011 |
” -ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ, შენ, ჩვენო ნიჭო, სრბოლავ და ფრენავ, შენ, ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო, შენ ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო, შენ კირო ჩვენთა ქვათა და კირთა, შენ ერთი შემრჩი სამარის პირთან..." ირაკლი აბაშიძე
ალბათ როგორც მე,თქვენც გაქვთ მიმოწერა სოციალურ ქსელებში.ხშირად გაცნობის თუ გართობის მიზნით წერილებს გვიგზავნიან. უმეტესად ეს წერილები ასე იწყება: ,,hi :)"
გუშინ მორიგი ასეთი წერილი მივიღე და როგორც ასე დაწყებულ წერილებს ვპასუხობ,ისე ვუპასუხე:
,,ვერ ვიტან ეგეთ მისალმებას!"
და პასუხად მივიღე: ,,ვერც მე ვიტან,მაგრამ ვისაც გამარჯობა–თი მივესალმე,ზოგმა მითხრა,რომელი საუკუნეაო,ზოგმა არიფი მიწოდა და დამცინა და ზოგმა კიდე ჩამორჩენილი"...
რათქმაუნდა ამ წერილის ავტორი მამაკაცია და მას ასე გოგონებმა უპასუხეს....
ო,ენავ ჩემო,ნუთუ ვერ უძლებ საუკუნეებს და მოდიდან გადადიხარ? ნუთუ ქართულად ნათქვამი ,,გამარჯობა" ჩამორჩენილობაა?:(( მე მიმაჩნია,რომ ვისაც საკუთარი მშობლიური ენა და ამ ენაზე ნათქვამი მისალმება ჩამორჩენილობად მიაჩნია,უკვე თვითონაა კარგა ხნის ჩამორჩენილი!!!
თუ ყოველმა ჩვენგანმა ქართული ენის სიწმინდის დაცვა სისხლხორცეულ საქმედ არ მიიჩნია, დღეს იქნება თუ ხვალ მკვდარ ენებს შორის შეიძლება ქართული ენაც აღმოჩნდეს. ქართველებო! ვიზრუნოთ მშობლიური ენის გადარჩენისათვის!
ილია წერს:“ჩვენ რომ ეგრე დაჟინებით და უკანდაუხევლად ვთხოულობთ დედა- ენისათვის სრულს და დაუბრკოლებელს გზას სასწავლებელში, - ეგ, მარტო დედა-ენის სიყვარულით არ მოგვდის. ვთხოულობთ და ვნატრულობთ იმიტომაც, რომ უდედა-ენოდ გონების გახსნა ბავშვისა ყოვლად შეუძლებელია. მაშინ სკოლა გონების გახსნის სახსარი კი არ არის, გონების დაჩაგვრისაა, გონების დახშვისაა, დათრგუნვისაა, გათახსირებისაა, - და განა ეს სასურველია ვისთვისმე?”
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. თუ ასე გაგრძელდა, მომდინარე ათასწლეულში სულ სხვა ენაზე ავმეტყველდებით:)))) თუ ასე გაგრძელდა, მომდინარე ათასწლეულში სულ სხვა ენაზე ავმეტყველდებით:))))
15. საინტერესო იყო :))))))))) საინტერესო იყო :)))))))))
13. კარგია.
~მამული, ენა, სარწმუნოება~_ამათ მოფრთხილება უნდა,
კარგია.
~მამული, ენა, სარწმუნოება~_ამათ მოფრთხილება უნდა,
12. ო ღმერთო ჩემი
შენ გვიშველე ო ღმერთო ჩემი
შენ გვიშველე
11. ქართული ენა მკვდარ ენებს შორის არასდროს არ აღმოჩნდება! აი, იმათი ამბავი კი არ ვიცი, გამარჯობა (გამარჯვება) რომ აღარ უნდათ..შეიძლება მართლა დაიჯერეს რომ ნატოს და ევროკავშირის წევრები არიან :) ქართული ენა მკვდარ ენებს შორის არასდროს არ აღმოჩნდება! აი, იმათი ამბავი კი არ ვიცი, გამარჯობა (გამარჯვება) რომ აღარ უნდათ..შეიძლება მართლა დაიჯერეს რომ ნატოს და ევროკავშირის წევრები არიან :)
10. მეც მიყვარს. დიდი სიყვარული და სითბოა მასში ჩვენი ენისადმი. მადლობა ოთარ რურუა. მეც მიყვარს. დიდი სიყვარული და სითბოა მასში ჩვენი ენისადმი. მადლობა ოთარ რურუა.
9. ” -ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ, შენ, ჩვენო ნიჭო, სრბოლავ და ფრენავ, შენ, ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო, შენ ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო, შენ კირო ჩვენთა ქვათა და კირთა, შენ ერთი შემრჩი სამარის პირთან..." ირაკლი აბაშიძე
მაგრა მიყვარს ირაკლი აბაშიძის ეგ ლექსი, წავიკითხე კიდეც 14 აპრილს-ქართული ენის დაცვის დღეს. ” -ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ, შენ, ჩვენო ნიჭო, სრბოლავ და ფრენავ, შენ, ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო, შენ ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო, შენ კირო ჩვენთა ქვათა და კირთა, შენ ერთი შემრჩი სამარის პირთან..." ირაკლი აბაშიძე
მაგრა მიყვარს ირაკლი აბაშიძის ეგ ლექსი, წავიკითხე კიდეც 14 აპრილს-ქართული ენის დაცვის დღეს.
7. კარგი გოგო ხარ შენ, ლესიო ...ოხ, ეს ახალგაზრდები რას არ იტყვიან :)))))) ++ კარგი გოგო ხარ შენ, ლესიო ...ოხ, ეს ახალგაზრდები რას არ იტყვიან :)))))) ++
6. გეხარ ზაზა! :) გეხარ ზაზა! :)
5. საერთოდ ყველაზე დიდი კომპლექსია საკუთარ, ათასწლეულოვან ტრადიციებზე უარის თქმა ვითომ საკუთარი ინდივიდუალურობის წინა პლანზე წამოწევის მიზნით...
ეს არის სრული უვიცობა, ეს ღუპავს საქართველოს... ლიკა, ზეუს გაიხარეთ!
ავტორო ჯიგარი ხარ! :))
http://www.ambioni.ge/qartuli-ena-da-tanamedrove-media/
ვგონებ, საინტერესო სტატიაა გადახედეთ...
საერთოდ ყველაზე დიდი კომპლექსია საკუთარ, ათასწლეულოვან ტრადიციებზე უარის თქმა ვითომ საკუთარი ინდივიდუალურობის წინა პლანზე წამოწევის მიზნით...
ეს არის სრული უვიცობა, ეს ღუპავს საქართველოს... ლიკა, ზეუს გაიხარეთ!
ავტორო ჯიგარი ხარ! :))
http://www.ambioni.ge/qartuli-ena-da-tanamedrove-media/
ვგონებ, საინტერესო სტატიაა გადახედეთ...
4. მადლობა ზეუს:) მადლობა ზეუს:)
3. გარედან წავიკითხე და ეგრევე შემოვედი, გამარჯობა ავტორო ...კარგი ნაწერია ნამდვილად. გარედან წავიკითხე და ეგრევე შემოვედი, გამარჯობა ავტორო ...კარგი ნაწერია ნამდვილად.
2. გამარჯობა და გამარჯვება ნუ მოგიშალოს ღმერთმა ლიკა!
გამარჯობა და გამარჯვება ნუ მოგიშალოს ღმერთმა ლიკა!
1. hi - ასე ის ადამიანები იწყებენ მისალმებას, ვისაც რაღაც კომლექსები აწუხებს და თავის ვითომდა თანამედროვედ წარმოჩენას ცდილობს და ა.შ. სხვა არაქართული სიტყვების გამოყენებაზეც იგივე შემიძლია ვთქვა. მე პირადად, "გამარჯობა"-თი ვიწყებ მისალებას და საუბარშიც არ მჭირდება ინგლისურენოვანი სიტყვების გამოყენება, არც აქცენტის ბოლო მარცვალზე დასმა, ვითომდა ევროპულად თუ ამერიკულად, რომ ცდილობს ზოგიერთი... და არ მაწუხებს არანაირი კომპლექსი. პირიქით, მეამაყება ჩემი ქართველობა, ჩემი სასაუბრო ენა და არამგონია ვინმე ამის გამო ჩამორჩენილად მთვლიდეს და ასეც რომ იყოს, ეს უკვე მისი პრობლემაა და ნაკლებად მაწუხებს. ისინი, ვინც თავიანთ სტილს სხვისი აზრის გამო იცვლიან, თვითონაც არამყარი აზროვნების, დაკომპლექსებული ადამიანები არიან, რომელთაც პიროვნება არც შეიძლება ვუწოდოთ. თავი ადამიანს იმისთვის აქვს საკუთარი, რომ თავისი აზროვნება გააჩნდეს და სხვისი მოსაზრებებით არ იცხოვროს. hi - ასე ის ადამიანები იწყებენ მისალმებას, ვისაც რაღაც კომლექსები აწუხებს და თავის ვითომდა თანამედროვედ წარმოჩენას ცდილობს და ა.შ. სხვა არაქართული სიტყვების გამოყენებაზეც იგივე შემიძლია ვთქვა. მე პირადად, "გამარჯობა"-თი ვიწყებ მისალებას და საუბარშიც არ მჭირდება ინგლისურენოვანი სიტყვების გამოყენება, არც აქცენტის ბოლო მარცვალზე დასმა, ვითომდა ევროპულად თუ ამერიკულად, რომ ცდილობს ზოგიერთი... და არ მაწუხებს არანაირი კომპლექსი. პირიქით, მეამაყება ჩემი ქართველობა, ჩემი სასაუბრო ენა და არამგონია ვინმე ამის გამო ჩამორჩენილად მთვლიდეს და ასეც რომ იყოს, ეს უკვე მისი პრობლემაა და ნაკლებად მაწუხებს. ისინი, ვინც თავიანთ სტილს სხვისი აზრის გამო იცვლიან, თვითონაც არამყარი აზროვნების, დაკომპლექსებული ადამიანები არიან, რომელთაც პიროვნება არც შეიძლება ვუწოდოთ. თავი ადამიანს იმისთვის აქვს საკუთარი, რომ თავისი აზროვნება გააჩნდეს და სხვისი მოსაზრებებით არ იცხოვროს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|