მელამუნება ფანტელი თოვლის, ფიფქების ნაზი თოვა, და სიყვარული გრძნობათა მოვლის, ალბათ, სულ მალე მოვა.
ნათელი ღამის, იდუმალ სივრცეს, თოვლის ფიფქები ამკობს, უკიდეგანო ცის დასალიერს, თოვლის სიწმინდე ათბობს...
უბერავს ქარი, რაღაც გრძნეულად, და თოვლის ფიფქებს, სახეში მაყრის, და თვით, სამყაროც გამორჩეულად, თოვის წინაშე,თავს ნაზად დაჰხრის.
და სისპეტაკე, თოვლის სისოვლის, შემოიჭრება გულში მალულად, და ვით, სიწმინდე ის სვეტიცხოვლის, მოეფინება სულსა ძალუმად.
უთვალავ ფერთა, საოცარ ქროლამ, ნავსაყუდელი ჩემს გულში ჰპოვა, უსაზღვრო დროის ატეხილ რბოლამ, ფიფქები ჩამოთოვა.....
მალე ზამთარი გავა, და გაზაფხული მოვა, გულში დარჩება ხსოვნა, ფიფქების ნაზი თოვა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. მალე ზამთარი გავა, და გაზაფხული მოვა, გულში დარჩება ხსოვნა, ფიფქების ნაზი თოვა.
:-* სისპეტაკე და სისადავე... ძალიან მიყვარს და მამშვიდებს შენი ლექსები! :-* :-) მალე ზამთარი გავა, და გაზაფხული მოვა, გულში დარჩება ხსოვნა, ფიფქების ნაზი თოვა.
:-* სისპეტაკე და სისადავე... ძალიან მიყვარს და მამშვიდებს შენი ლექსები! :-* :-)
10. სუსტია....მე ვერ მოვიწონე...წარმატებები სუსტია....მე ვერ მოვიწონე...წარმატებები
9. ძალიანაც მომწონს ++ ძალიანაც მომწონს ++
8. მე ვიცი რატომაც არ ეზარებათ, ძაან ცოტა დრო ჭირდება ასეთების წერას და მიტომ :დ წვიმა, ქარი, თოვა, ფანტელი, სინაზე, გული - სული, იდუმალება... და მრავალ ასეთ სიტყვას მოუყრიან თავს ერთად და ცხვება "დიდი პოეზია" :დ მე ვიცი რატომაც არ ეზარებათ, ძაან ცოტა დრო ჭირდება ასეთების წერას და მიტომ :დ წვიმა, ქარი, თოვა, ფანტელი, სინაზე, გული - სული, იდუმალება... და მრავალ ასეთ სიტყვას მოუყრიან თავს ერთად და ცხვება "დიდი პოეზია" :დ
7. ისეთებს ვერ წერენ და :| მართლა რა :| ისეთებს ვერ წერენ და :| მართლა რა :|
6. რატომ არ ეზარებათ ესეთი ლექსების წერა რატომ არ ეზარებათ ესეთი ლექსების წერა
5. რითმა მარტივი და გაცვეთილია მეტად... რითმა მარტივი და გაცვეთილია მეტად...
4. მე მომეწონა; წარმატებები ავტორს; პატივისცემით ბოლერო(ბესარიონ დიოსკურიელი) მე მომეწონა; წარმატებები ავტორს; პატივისცემით ბოლერო(ბესარიონ დიოსკურიელი)
3. შენ სანშაინ კითხვა იცი გეტყობა მაგრამ რას გადაეკიდე ამ ძალუმად სიტყვას ვერ ვხვდები რატომ აკეთებ ამაზედ აქცენტს...
მხოლოდ ერთხელ მაქვს ნახსენები ლექსში და ჯობია კარგად წაიკითხო...
კრიტიკისათვის და კომენტარისათვის მადლობა.... შენ სანშაინ კითხვა იცი გეტყობა მაგრამ რას გადაეკიდე ამ ძალუმად სიტყვას ვერ ვხვდები რატომ აკეთებ ამაზედ აქცენტს...
მხოლოდ ერთხელ მაქვს ნახსენები ლექსში და ჯობია კარგად წაიკითხო...
კრიტიკისათვის და კომენტარისათვის მადლობა....
2. 0
:D :D შენ ძმაო სიტყვა "ძალუმად" ისე გყვარებია, რომ ერთი 2-3 სტროფიანი ლექსი უნდა დაწერო, სადაც მხოლოდ ეგ სიტყვა იქნება გამოყენებული :დ მაგალითად ასე:
ძალუმად ძალუმად ძალუმად ძალუმად ძალუმად ძალუმად და ა.შ.
ერთგვარი პოეზია იქნება. :დ:დ 0
:D :D შენ ძმაო სიტყვა "ძალუმად" ისე გყვარებია, რომ ერთი 2-3 სტროფიანი ლექსი უნდა დაწერო, სადაც მხოლოდ ეგ სიტყვა იქნება გამოყენებული :დ მაგალითად ასე:
ძალუმად ძალუმად ძალუმად ძალუმად ძალუმად ძალუმად და ა.შ.
ერთგვარი პოეზია იქნება. :დ:დ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|