| ავტორი: კესო ჟანრი: პოეზია 8 დეკემბერი, 2011 |
რა ემართებათ ჩვენს სურვილებს, როცა ვნებდებით, როცა ვეცემით და აღარ გვსურს ისევ წამოვდგეთ, საით მიდიან მოდრეიფე აისბერგები ვის მლაშე წყლებში, ან პორტებში ეხეტებიან? სად მიაქვთ ჩვენი სიზმარ-ცხადი- გამობმული ნატვრაზე ღუზა, უოცნებოდ საით მივდივარ მე აყოლილი ქარის ფორიაქს თეთრი ფრანივით?!
არის რაღაცა ამ ლტოლვაში, ამ სვლის სურვილში. მიმართულება სულერთია და უფრო მეტიც, ზედმეტია განსაზღვრულობა. იცი, ქარებსაც ეშინიათ ქარის ჩრდილების, მე, მით უმეტეს. ჩრდილების დევნას მირჩევნია ქართან კამათი. (.მიზეზია ალბათ მთავარი) ამიტომ წავალ. თან წავიღებ ფრთათეთრ შროშანებს, საღამურზე გადაშლილს ნაზად, ფილა-ფილა წავშლი ნაკვალევს და როცა ნახავ, მიხვდები, რომ ფერი დაკარგეს ნივთებმა და თუUრაიმე დარჩა მხოლოდ ,,იყო”, ანდა ,,დამთავრდა.” მითხარი: ,,დარჩი”.
ეს სიტყვა იყოს ერთადერთი საგზალი ჩემი, რომ გულისცემა გავიგონო ქარის ხმაურში: მე მიცემს გული! მე მიცემს გული! მე მიცემს გული! დავიჯერებ თეთრი ფრანი ვარ, შროშანებით მორთული ფრანი და მზისკენ მიმაქვს ძვირფასი ძღვენი, შენი სუნთქვით გამთბარი გული. მითხარი:,,დარჩი”.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. კარგი ემოცია მოაქვს..
კარგი ემოცია მოაქვს..
16. იცი, ქარებსაც ეშინიათ ქარის ჩრდილების, მე, მით უმეტეს. ჩრდილების დევნას მირჩევნია ქართან კამათი.
ძალიან ლამაზია 5 იცი, ქარებსაც ეშინიათ ქარის ჩრდილების, მე, მით უმეტეს. ჩრდილების დევნას მირჩევნია ქართან კამათი.
ძალიან ლამაზია 5
15. მიხარია რომ აღმოგაჩინე!!!++
მიხარია რომ აღმოგაჩინე!!!++
14. იცი, ქარებსაც ეშინიათ ქარის ჩრდილების, მე, მით უმეტეს. ჩრდილების დევნას მირჩევნია ქართან კამათი... ძალიან კარგია, კესო:) იცი, ქარებსაც ეშინიათ ქარის ჩრდილების, მე, მით უმეტეს. ჩრდილების დევნას მირჩევნია ქართან კამათი... ძალიან კარგია, კესო:)
13. მდააა.... უდაოდ საინტერესოა!! ბრავო ავტორს!! წარმატებები პატივისცემით ბოლერო(ბესარიონ დიოსკურიელი)
(ისე კი, როგორ კომენტარებს არ წააწყდები ამ საიტზე...ავოეეეეე..)
მდააა.... უდაოდ საინტერესოა!! ბრავო ავტორს!! წარმატებები პატივისცემით ბოლერო(ბესარიონ დიოსკურიელი)
(ისე კი, როგორ კომენტარებს არ წააწყდები ამ საიტზე...ავოეეეეე..)
12. ძალიან მდიდარი პოეტია კესო. 5 ძალიან მდიდარი პოეტია კესო. 5
11. მე გული მიცემს, კარგია! მე გული მიცემს, კარგია!
10. იცი, ქარებსაც ეშინიათ ქარის ჩრდილების, მე, მით უმეტეს. ჩრდილების დევნას მირჩევნია ქართან კამათი.
ეს ფრაზები პიროვნულ სიძლიერეს აღწერს++
იცი, ქარებსაც ეშინიათ ქარის ჩრდილების, მე, მით უმეტეს. ჩრდილების დევნას მირჩევნია ქართან კამათი.
ეს ფრაზები პიროვნულ სიძლიერეს აღწერს++
8. gaixareT, mixaria, tu mogwonT. lali, bolomde mec ar momwons, ragac axali modis da jer bolomde ver chamovyalibdi, ar vici, me ase mechveneba...:) gaixareT, mixaria, tu mogwonT. lali, bolomde mec ar momwons, ragac axali modis da jer bolomde ver chamovyalibdi, ar vici, me ase mechveneba...:)
7. დასტური ბექას! :)
დასტური ბექას! :)
6. ძალიან კარგია! ძალიან კარგია!
5. დანარჩენი ამ ნატიფი პოეტესასთვის ზედმეტად ბანალური,მარტივი და ''პერესლაშენია'' მომიტევეთ,მაგრამ ამ გვერდზე ''სპროსი''დიდი მაქვს:) დანარჩენი ამ ნატიფი პოეტესასთვის ზედმეტად ბანალური,მარტივი და ``პერესლაშენია`` მომიტევეთ,მაგრამ ამ გვერდზე ``სპროსი``დიდი მაქვს:)
4. სიზმარ-ცხადი- გამობმული ნატვრაზე ღუზა, ეს მომეწონა აქ. და ეს
''ქარებსაც ეშინიათ ქარის ჩრდილების,'' სიზმარ-ცხადი- გამობმული ნატვრაზე ღუზა, ეს მომეწონა აქ. და ეს
``ქარებსაც ეშინიათ ქარის ჩრდილების,``
3. არის რაღაცა ამ ლტოლვაში, ამ სვლის სურვილში. მიმართულება სულერთია და უფრო მეტიც, ზედმეტია განსაზღვრულობა. იცი, ქარებსაც ეშინიათ ქარის ჩრდილების, მე, მით უმეტეს. ჩრდილების დევნას მირჩევნია ქართან კამათი.
მოქნილი, დამორჩილებული სტრიქონები. და ლამაზი ლექსი ყველაფერთან ერთად.
არის რაღაცა ამ ლტოლვაში, ამ სვლის სურვილში. მიმართულება სულერთია და უფრო მეტიც, ზედმეტია განსაზღვრულობა. იცი, ქარებსაც ეშინიათ ქარის ჩრდილების, მე, მით უმეტეს. ჩრდილების დევნას მირჩევნია ქართან კამათი.
მოქნილი, დამორჩილებული სტრიქონები. და ლამაზი ლექსი ყველაფერთან ერთად.
2. დარჩი ჩვენთან. ;) დარჩი ჩვენთან. ;)
1. რა ემართებათ ჩვენს სურვილებს, როცა ვნებდებით, როცა ვეცემით და აღარ გვსურს ისევ წამოვდგეთ, საით მიდიან მოდრეიფე აისბერგები ვის მლაშე წყლებში, ან პორტებში ეხეტებიან? სად მიაქვთ ჩვენი სიზმარ-ცხადი- გამობმული ნატვრაზე ღუზა, უოცნებოდ საით მივდივარ მე აყოლილი ქარის ფორიაქს თეთრი ფრანივით?!
კი საღერღელს აშლის,ისეთია,ამაღელვებლი,ლექსის გულისცემაც ისმის ...მომწონს ძალიან :)
რა ემართებათ ჩვენს სურვილებს, როცა ვნებდებით, როცა ვეცემით და აღარ გვსურს ისევ წამოვდგეთ, საით მიდიან მოდრეიფე აისბერგები ვის მლაშე წყლებში, ან პორტებში ეხეტებიან? სად მიაქვთ ჩვენი სიზმარ-ცხადი- გამობმული ნატვრაზე ღუზა, უოცნებოდ საით მივდივარ მე აყოლილი ქარის ფორიაქს თეთრი ფრანივით?!
კი საღერღელს აშლის,ისეთია,ამაღელვებლი,ლექსის გულისცემაც ისმის ...მომწონს ძალიან :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|