ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კამკამიძე
ჟანრი: პოეზია
7 დეკემბერი, 2011


მსუქანი ნაძვები

ბოლო დრო არის საკუთარ სულს კბილებით ვძიძგნი
ნერვებმოშლილი. უთოვლობის სიმპტომი დაძენძს
დეკემბერს... ღმერთო ამას წინათ მღეროდა ციგნის
ბიჭ-ბუჭები და რომ გენახა მსუქანი ნაძვი
ტიტველ ამინდში ბეღურებით გირჩშემორტყმული -
გაიცინებდი, გულიანად გაიცინებდი.
- - -
პანტა-პუნტით, რომ ააცლიდა გირჩებს
ხშირხშირად.
დიდი თვალებით,
შავი თმით და ფართხუნა კაბით
ჩამოხატული...

- - -
არ ვიცი ღმერთო რა დავარქვა
მსუქან ნაძვებთან შეფარებულებს.
- - -
„უმოტივო
(არც)
ბედნიერი“
(?)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები