 | ავტორი: სერგეი ჟანრი: პოეზია 10 დეკემბერი, 2011 |
ქარია ისევ... ხეებმა ქარი ჩაიხვიეს დამზრალ ტოტებზე, უშენობამ და ზამთარმა უგემური შობეს დღეები, მე კი დაგეძებ, სადღაც სიზმრის და ცხადის ზღვარზე და ვჩურჩულებ : დაბრუნდები..... შენ დაბრუნდები.....
** ** **
ისევ გეძახი, ისევ, ისევ, უარყოფილი, გამქრალა მთვარე,ჩრდილთა მშობი,აღარ ჩანს ცაზე, დაბრუნდი!... სანამ ყველაფერი დაიძირება, დახუჭულ თვალთა გაშავებულ ,გამომშრალ, ფსკერზე..... დაბრუნდი ღამით, მსუბუქ ფრთებზე, კადრებად სიზმრის ამავსე ვნებით,გამოუთქმელ სიტყვებით ტკბილით, ასრულდი მერე და გაცოცხლდი სინამდვილეში, რაღას უცდი?.. სასრულია ცხოვრება ჩვენი, ვიცოდე ნეტავ,ფიქრობ რაზე,რას ემიზნები, რად გინდა გული თუ უგულოდ აპირებ ყოფას... დაბრუნდი,მოდი და დაუდე ამ სიზმრებს ბოლო, მე შენთვის მინდა ეს ცხოვრება ჩემო პატარა
** ** **
ბრუნდები ღამით,მსუბუქ ფრთებზე, კადრებად სიზმრის......
10.12.2011. სერგეი ნეველი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. ძალიან რომანტიული ლექსია... ემოციით ამავსო :)
ხეებმა ქარი ჩაიხვიეს დამზრალ ტოტებზე, უშენობამ და ზამთარმა უგემური შობეს დღეები,
რა ლამაზი სიტყვებია, მოვიხიბლე :) +++++++++++++ ძალიან რომანტიული ლექსია... ემოციით ამავსო :)
ხეებმა ქარი ჩაიხვიეს დამზრალ ტოტებზე, უშენობამ და ზამთარმა უგემური შობეს დღეები,
რა ლამაზი სიტყვებია, მოვიხიბლე :) +++++++++++++
15. ბრუნდები ღამით,მსუბუქ ფრთებზე, კადრებად სიზმრის......
ლამაზია სერგეი ლამაზი:) ბრუნდები ღამით,მსუბუქ ფრთებზე, კადრებად სიზმრის......
ლამაზია სერგეი ლამაზი:)
14. ბექა ეშელონს დავეთანხმები– არ მომეწონა–მომიტევეთ; წარმატებები პატივისცემით ბოლერო(ბესარიონ დიოსკურიელი) ბექა ეშელონს დავეთანხმები– არ მომეწონა–მომიტევეთ; წარმატებები პატივისცემით ბოლერო(ბესარიონ დიოსკურიელი)
13. მე მთლიანად მომეწონა, :) სულ თავიდან არ მომწონდა , ხოლმე სერგოს ლექსები, და Eრტწელზე მეტია მომწონს, აბა რავიცი რატომ.:) მე მთლიანად მომეწონა, :) სულ თავიდან არ მომწონდა , ხოლმე სერგოს ლექსები, და Eრტწელზე მეტია მომწონს, აბა რავიცი რატომ.:)
12. სადღაც სიზმრის და ცხადის ზღვარზე
ვაუ, მაგარია სადღაც სიზმრის და ცხადის ზღვარზე
ვაუ, მაგარია
11. ქარია ისევ... ხეებმა ქარი ჩაიხვიეს დამზრალ ტოტებზე, უშენობამ და ზამთარმა უგემური შობეს დღეები, მე კი გეძებ, სადღაც სიზმრის და ცხადის ზღვარზე და ვჩურჩულებ : დაბრუნდები..... შენ დაბრუნდები.....
ეს ზუსტად პასუხობს ჩემს განწყობას. მოგესალმები დიდო თავადო. ქარია ისევ... ხეებმა ქარი ჩაიხვიეს დამზრალ ტოტებზე, უშენობამ და ზამთარმა უგემური შობეს დღეები, მე კი გეძებ, სადღაც სიზმრის და ცხადის ზღვარზე და ვჩურჩულებ : დაბრუნდები..... შენ დაბრუნდები.....
ეს ზუსტად პასუხობს ჩემს განწყობას. მოგესალმები დიდო თავადო.
10. ასეთ ექსპრომტს ნიძლავზე 15 დავწერ დღეში. არ მომეწონა. 15 იმიტომ რომ თავმდაბალი ვარ. ასეთ ექსპრომტს ნიძლავზე 15 დავწერ დღეში. არ მომეწონა. 15 იმიტომ რომ თავმდაბალი ვარ.
9. მსუბუქია და სიზმრიდან გამოძახილს გავს...:) მოგიკითხე კიდევ...:-* მსუბუქია და სიზმრიდან გამოძახილს გავს...:) მოგიკითხე კიდევ...:-*
8. მე კი გეძებ, სადღაც სიზმრის და ცხადის ზღვარზე... და ვჩურჩულებ : დაბრუნდები..... შენ დაბრუნდები.....
მე კი გეძებ, ------->>>>>
მე კი დაგეძებ სადღაც, სიზმრის და ცხადის ზღვარზე...
სერჟ, ასე უფრო ჯდება რიტმში... ნახე, აბა? :)))) :-*
მე კი გეძებ, სადღაც სიზმრის და ცხადის ზღვარზე... და ვჩურჩულებ : დაბრუნდები..... შენ დაბრუნდები.....
მე კი გეძებ, ------->>>>>
მე კი დაგეძებ სადღაც, სიზმრის და ცხადის ზღვარზე...
სერჟ, ასე უფრო ჯდება რიტმში... ნახე, აბა? :)))) :-*
7. ლამაზი სიზმარია. ლამაზი სიზმარია.
6. კარგი იყო... კარგი იყო...
5. მომწონს, კარგია! მომწონს, კარგია!
4. მოგიკითხეთ... მოგიკითხეთ...
3. ლალისთან შედარებით ცოტა მეტი მეწონა:)
ქარია ისევ... ხეებმა ქარი ჩაიხვიეს დამზრალ ტოტებზე, უშენობამ და ზამთარმა უგემური შობეს დღეები, მე კი გეძებ, სადღაც სიზმრის და ცხადის ზღვარზე ლალისთან შედარებით ცოტა მეტი მეწონა:)
ქარია ისევ... ხეებმა ქარი ჩაიხვიეს დამზრალ ტოტებზე, უშენობამ და ზამთარმა უგემური შობეს დღეები, მე კი გეძებ, სადღაც სიზმრის და ცხადის ზღვარზე
2. ლამაზია :) ++ ლამაზია :) ++
1. უშენობამ და ზამთარმა უგემური შობეს დღეები,
ბრუნდები ღამით,მსუბუქ ფრთებზე, კადრებად სიზმრის... აი ეს მომეწონა აქ.
უშენობამ და ზამთარმა უგემური შობეს დღეები,
ბრუნდები ღამით,მსუბუქ ფრთებზე, კადრებად სიზმრის... აი ეს მომეწონა აქ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|