ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო_018
ჟანრი: პოეზია
10 დეკემბერი, 2011


სამთავრო

მცხეთას ნაგები ძველი ტაძარი
ნაგები მეფე მირიანისა,
აღარ დაშტრება ქრისტეს ლამპარი
ქრისტიანული ძველ ქვეყანისა.
აგებულია ნებით დედოფლის,
აგებულია ძალით მთელ სოფლის,
ხუროთმოძღვარის და მუშის ოფლით
მიზეზი არის ამაყად ყოფნის.
სვეტიცხოველის თორმეტი სვეტი,
გვერდზე მდგარი ძველი სამთავრო,
და რაღა გინდა ოცნება მეტი
ბერმა სიცოცხლე აქ დაამთავრო.
და აქ, ამ წმინდა, წმინდა ტაძარში
სულ მუდამ ენთოს რწმენის სანთელი,
ერი გაეხვეს რწმენის ხანძარში
და საქართველოს ედგას ნათელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მიშო მეშვილდიშვილი ვულოცავთ დაბადების დღეს