ქრისტე და ღმერთო! სასწაულს ველი ახლა, ამ დილას. ვერ მიმიგნია. ო, გევედრები, ახლავე მოვკვდე, ვიდრე ცხოვრება ჩემთვის წიგნია.
ბრძენი ხარ. ვიცი, მკაცრად არ მეტყვი : -,, ითმინე კიდევ! შენი დროც მოვა." თავად ამავსე წყალობით - მეტით! მსურს ყოველი გზის ერთბაშად მოვლა!
მსურს ყოველივე: ბოშური სულით სიმღერ-სიმღერით ვიავაზაკო, სხვებისთვის მტანჯონ ორგანის ხმაზე, ვიამორძალო მე საარაკოდ;
შავ კოშკში ვიჯდე ვარსკვლავთ მისანი, ბავშვებს გავუძღვე, ვსერო ლანდები. დღე გუშინდელი - იყოს ლეგენდა, სიგიჟე იყოს - დღე დღევანდელი!
მიყვარს ჯვარი და მოვი და შალი. წამიერია ეს სული - კვალი. ტკბილი ბავშვობაც ხომ შენ მომმადლე, გვედრი, ჩვიდმეტი წლისა მომკალი!
- - - - -- -
Христос и Бог! Я жажду чуда Теперь, сейчас, в начале дня! О, дай мне умереть, покуда Вся жизнь как книга для меня.
Ты мудрый, ты не скажешь строго: — «Терпи, ещё не кончен срок». Ты сам мне подал — слишком много! Я жажду сразу — всех дорог!
Всего хочу: с душой цыгана Идти под песни на разбой, За всех страдать под звук органа И амазонкой мчаться в бой;
Гадать по звёздам в чёрной башне, Вести детей вперёд, сквозь тень… Чтоб был легендой — день вчерашний, Чтоб был безумьем — каждый день!
Люблю и крест и шёлк, и каски, Моя душа мгновений след… Ты дал мне детство — лучше сказки И дай мне смерть — в семнадцать лет!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. ბოდიში მინდა მოგიხადოთ, უმა თურმან ძვირფასო! ჩანს, მე სხვაგვარად გავიგე თქვენი გამოხმაურება. წარმატებებს გისურვებთ! :) ბოდიში მინდა მოგიხადოთ, უმა თურმან ძვირფასო! ჩანს, მე სხვაგვარად გავიგე თქვენი გამოხმაურება. წარმატებებს გისურვებთ! :)
15. მე ცუდად ნამდვილად არ მიგულისხმია, ქალბატონო ნინო, უიბრალოდ, გულწრფელად მივამსგავსე და ალბათ, მხოლოდ იმას მიუთითებს, რომ ორივე კარგი თარგმანია, არა მგონია, აქ შეურაცხყოფისთვის იყოს სივცრე, ასე მგონია მე! მე ცუდად ნამდვილად არ მიგულისხმია, ქალბატონო ნინო, უიბრალოდ, გულწრფელად მივამსგავსე და ალბათ, მხოლოდ იმას მიუთითებს, რომ ორივე კარგი თარგმანია, არა მგონია, აქ შეურაცხყოფისთვის იყოს სივცრე, ასე მგონია მე!
14. უმა ძვირფასო! ახლა, როცა ორივე თარგმანი ერთად დევს აქ, საშუალება გაქვთ, დაფიქრდეთ და გვიპასუხოთ, მაინც რით არის მოტივირებული თქვენი სიტყვები : ,,შეიძლება მეჩვენება, მაგრამ ძალიან მაგონებს ჩემს ნათარგმნს... ცოტა მეტისმეტადაც... დარწმუნებული ვარ, წაკითხული გაქვთ." იმედი მაქვს, სხვა დროს მეტ კორექტულობას გამოჩენთ და ვიდრე რაიმე მსგავსს იტყოდეთ, შეეცდებით სუბიექტური შთაბეჭდილებები ობიექტური ფაქტებითა და ანალიზით შეამოწმოთ. უმა ძვირფასო! ახლა, როცა ორივე თარგმანი ერთად დევს აქ, საშუალება გაქვთ, დაფიქრდეთ და გვიპასუხოთ, მაინც რით არის მოტივირებული თქვენი სიტყვები : ,,შეიძლება მეჩვენება, მაგრამ ძალიან მაგონებს ჩემს ნათარგმნს... ცოტა მეტისმეტადაც... დარწმუნებული ვარ, წაკითხული გაქვთ." იმედი მაქვს, სხვა დროს მეტ კორექტულობას გამოჩენთ და ვიდრე რაიმე მსგავსს იტყოდეთ, შეეცდებით სუბიექტური შთაბეჭდილებები ობიექტური ფაქტებითა და ანალიზით შეამოწმოთ.
13. ვიპოვე და უნდა გითხრათ, წაკითხული არ მქონია. კიდევაც რომ მქონოდა, ვერაფრით მივამსგავსებდი საკუთარ ნამუშევარს, რადგან თქვენი თარგმანი ტექნიკური თვალსაზრისით მოიკოჭლებს, შინაარსობრივადაც და სტილურადაც დიდად არის აცდენილი ორიგინალს. ვიპოვე და უნდა გითხრათ, წაკითხული არ მქონია. კიდევაც რომ მქონოდა, ვერაფრით მივამსგავსებდი საკუთარ ნამუშევარს, რადგან თქვენი თარგმანი ტექნიკური თვალსაზრისით მოიკოჭლებს, შინაარსობრივადაც და სტილურადაც დიდად არის აცდენილი ორიგინალს.
12. ლოცვა (მარინა ცვეტაევა)
უფალო იესო! მამაო ჩვენო! გათენებიდან სასწაულს ველი. მომეც უფლება, მე განვისვენო, როცა ცხოვრება წიგნია ვრცელი.
შენ – ბრძენთაბრძენი, არ იტყვი მკაცრად: „დაითმინეო, დრო არის მდორე!“ გულუხვი იყავ შენ ჩემთვის მართლაც! მე კი ერთბაშად ბევრი ვინდომე!
მე ბევრი მინდა, ბოშა ქალივით ვძარცვო და ვწეწო სიმღერ–სიმღერით. ომში წავიდე ამორძალივით, ორღანის ხმაზე ვტიროდე ყელით.
ვარსკვლავთმრიცხველად ვიქნები კოშკში, ბავშვებს უკუნში გზას გავუკვალავ; გუშინდელი დღე – ლეგენდა დროში, და ყოველი დღე – სიგიჟე კვლავაც.
მიყვარს ეს ჯვარი, ვუალ–მანდილი, სული კვალია წამიერ–მისხალ, ბავშვობა მომეც ზღაპარზე ტკბილი, სიკვდილს გთხოვ ახლა, ჩვიდმეტი წლის ვარ. 26 ივნისი, 2011 ლოცვა (მარინა ცვეტაევა)
უფალო იესო! მამაო ჩვენო! გათენებიდან სასწაულს ველი. მომეც უფლება, მე განვისვენო, როცა ცხოვრება წიგნია ვრცელი.
შენ – ბრძენთაბრძენი, არ იტყვი მკაცრად: „დაითმინეო, დრო არის მდორე!“ გულუხვი იყავ შენ ჩემთვის მართლაც! მე კი ერთბაშად ბევრი ვინდომე!
მე ბევრი მინდა, ბოშა ქალივით ვძარცვო და ვწეწო სიმღერ–სიმღერით. ომში წავიდე ამორძალივით, ორღანის ხმაზე ვტიროდე ყელით.
ვარსკვლავთმრიცხველად ვიქნები კოშკში, ბავშვებს უკუნში გზას გავუკვალავ; გუშინდელი დღე – ლეგენდა დროში, და ყოველი დღე – სიგიჟე კვლავაც.
მიყვარს ეს ჯვარი, ვუალ–მანდილი, სული კვალია წამიერ–მისხალ, ბავშვობა მომეც ზღაპარზე ტკბილი, სიკვდილს გთხოვ ახლა, ჩვიდმეტი წლის ვარ. 26 ივნისი, 2011
11. უმა ძვირფასო! იქნებ აქ დაგედოთ, საინტერესოა უმა ძვირფასო! იქნებ აქ დაგედოთ, საინტერესოა
10. შეიძლება მეჩვენება, მაგრამ ძალიან მაგონებს ჩემს ნათარგმნს... ცოტა მეტისმეტადაც... დარწმუნებული ვარ, წაკითხული გაქვთ. შეიძლება მეჩვენება, მაგრამ ძალიან მაგონებს ჩემს ნათარგმნს... ცოტა მეტისმეტადაც... დარწმუნებული ვარ, წაკითხული გაქვთ.
8. მშვენიერი თარგმანია! მშვენიერი თარგმანია!
7. ძალიან კარგია. ”ვსერო ლანდები” - ამან მეც განსაკუთრებულად მომხიბლა. ძალიან კარგია. ”ვსერო ლანდები” - ამან მეც განსაკუთრებულად მომხიბლა.
4. მომეწონა ეს უცნაური "ვსერო ლანდები", მოუხდა.
მომეწონა ეს უცნაური "ვსერო ლანდები", მოუხდა.
3. დასაფასებელი და კარგია, რომ თარგმანებზე მუშაობ++ მომწონს ნათარგმნი დაცულია ყოველგვარი ნორმები. დასაფასებელი და კარგია, რომ თარგმანებზე მუშაობ++ მომწონს ნათარგმნი დაცულია ყოველგვარი ნორმები.
1. კარგი თარგმანია კარგი თარგმანია
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|