ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალაზნისპირელი
ჟანრი: პოეზია
13 დეკემბერი, 2011


საქართველო

საქართველო ჩემი სულის ნეტარება,
ამოსუნთქვა საოცარი სიყვარული,
გულის სითბო და ცხოვრების დაფიქრება,
საქართველო ჩემი დიდი სიხარული.


საქართველო ვაზის ლერწში ჩაძირული,
მადლიანი დალოცვილი, მთა და მდელო,
ცა სიწმინდით, უფლის ლოცვით დაფარული,
ჩუმი ნატვრა და ოცნება საქართველო.



დათოვლილი მთები, ცამდე აზიდული,
საუკუნე  ისტორია  სასახელო,
სიყვარულის მოჩუხჩუხე ნაკადული,
სიამაყე ჩემი ტურფა საქართველო.



მისი ეშხით დედამიწა გარინდულა,
და ოცნებით, დაფარულა მთა და მდელო,
სიყვარულით ცაზე სხივი ანთებულა,
მზე გიმღერის სიხარულით საქართველო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები