ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
14 დეკემბერი, 2011


ქალია გული

საათი სიჩუმეს არღვევს,
ღამეა...- მარტოა სახლში...
გული რას გაუძლებს ამდენს,
გულია პატარა ბავშვი!
თითქოს და მოარტყეს მუშტი
ცხვირ-პირში, -ქომაგიც არ ჩანს,
ოთახში სილურჯე სრული,
საწოლზე ძვირფასი ფარჩა,
ქალი წევს... ნატკენი გულით,
ფიქრობს ყველაფერი მორჩა!
მორჩა და გაჩერდა ყელთან...
საათი თავის რიტმს არ ცვლის,
აქუჩებს სიჩუმეს ერთად,
მერე კი  წიკ-წიკად მარცვლის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები