ავტორი: შენ ისევ შენ ჟანრი: პროზა 14 დეკემბერი, 2011
ღირსებისა და სიყვარულის მსხვერპლნი – ნაწილი IV
მათდა გასაკვირად უცნობმა თავისი იარაღი ძირს დააგდო და მშვიდად დაჯდა მიწაზე. შაკა ცულით გაექანა მისკენ ზურგში ჩასარტყმელად, თუმცა უცნობი წამში გადახტა გვერდით ისე, რომ მოქნეული ცული აიცდინა და მიწაში ჩაერჭო. არც მაშინ დაუწყია ბრძოლა. ისევ წყნარად იჯდა მიწაზე. ბოლოს ლი–ვეიმაც დააგდო ხმალი და უცნობს ხელი გაუწოდა. ისიც წამოდგა და დიდხანს იდგა ასე, ჩუმად. ხმას არც არავინ იღებდა. ლი–ვეიმ, იუ–ძინმა და შაკა ატლიმ კვლავ გზა განაგრძეს თუმცა უცნობიც გამოჰყვათ. რამნდენ ნაბიჯსაც ისინი გადადგამდნენ, უცნობიც იმდენივეს დგამდა. თუმცა მაინც ცალკე დადიოდა, ოდნავ მოშორებით. იუ–ძინმა ვეღარ მოითმინა და მიუტრიალდა. (იუ–ძინი)–ან გაჩერდი, ან ჩვენს წინ იარე. (??????????)– ??? ????? ??, ????? ?????. (იუ–ძინი)– რა თქვა? უცნობი წინ წავიდა ამიტომ იუ–ძინმა კითხვაზე გაცემის საჭიროება ვეღარ ნახა. იმ ღამით არც ისე კარგ ადგილას მოუწიათ დაბანაკება. ვერაფერი იპოვეს რომ ეჭამათ. ფიჩხიც კი ვერ ნახეს ცეცლის ასანთებად. თუმცა გავიდა 5 წუთი და სიბნელეში 2 პატარა მწვანე წერტილი გამოჩნდა. თავიდან შეშინდნენ თუმცა მიხვდნენ რომ ეს მათი უცნობი მეგობარი იყო. მას ცალი ხელით მხარზე გადაკიდებული ფიჩხი მოჰქონდა მეორე ხელით კი მოკლულ ნადირს მოათრევდა. შაკას თვალები აუთამაშდა სწრაფად გამოართვა ყველაფერი. ივახშმეს. შემდეგ კი საუბარი გააბეს. ლი–ვეის უკან დაბრუნება სურდა. დაი–იუს ნახვის სურვილი კლავდა. თუმცა იუ–ძინი არ უშვებდა, ეუბნებოდა რომ მოკლავდნენ. თუმცა ეს ლი–ვეიზე არ მოქმედებდა. უცნობი მიუახლოვდა ლი–ვეის, ხელი გაუწოდა და წარმოსთქვა: კიო იოშირო. ლი–ვეი მიხვდა, რომ ეს უცნობის სახელი იყო. შემდეგ კიო იოშირო უკან გატრიალდა და წასვლა დააპირა, თუმცა უკან მოიხედა. ლი–ვეის ანიშნა გამომყევიო. იუ–ძინს ეს არ მოეწონა, თუმცა არაფერი უთქვამს. შაკა წამოდგა და მაინც გაჰყვა ლი–ვეის. კიო იოშირო სწრაფად მიდიოდა. ბოლოს ერთგან შეჩერდა. მიწას ფოთლები მოაშორა. შემდეგ კი შიგნით ჩავიდა. ლი–ვეიც ჩაჰყვა. შაკა კი ზემოთ იყო და როგორც ჩანს ჩასვლის სურვილი არ ჰქონდა. კიო იოშირომ ლი–ვეი მიწის ქვეშ გამოქვაბულების გზაჯვარედინზე მიიყვანა. შემდეგ კი თითი სამჯერ გაიქნია ერთ–ერთი გასასვლელისაკენ. ლი–ვეი უსიტყვოდ გაჰყვა ამ გამოქვაბულს. კიო იოშირო კი უკან გამობრუნდა. ზემოთ კვლავ შაკა დახვდა, გაუღიმა და თავიანთი ბანაკისაკენ გაეშურა. შაკამ ერთი დაიყვირა მიწისქვეშ. საპასუხო ხმაც გაიგონა ლი–ვეისაგან მიუხედავად იმისა რომ ის უკვე შორს იყო. ლი–ვეიმ არც ისე ბევრი იარა და მიწის ზემოთ ამოვიდან თუმცა ამოსასვლელი მიწით იყო დაფარული და საკმაოდ გაუჭირდა მისი ჩამოყრა ძირს. მისდა გასაკვირად, პირდაპირ დაი–იუს ფანჯარასთან აღმოჩნდა. უკვე დილა იყო ასე რომ მცველების შიში არ ჰქონდა. კედელზე ძველებურად აძვრა. ფანჯარა გამოაღო და ოთახში შევიდა. დაი–იუს ეძინა. ლი–ვეის არ სურდა მისი გაღვიძება, ამიტომაც იდგა ჩუმად და თვალდაუხამხამებლად უყურებდა. თითქოს ლი–ვეის მზერა იგრძნო დაი–იუმ და გამოეღვიძა. იმავე წამს ფეხზე წამოდგა, გადაეხვია, ისე რომ არცკი დაუნახავს ვინ იყო. თუმცა ალბათ მიხვდა. მას ხომ არავინ სტუმრობდა ლი–ვეის გარდა. ლი–ვეიმ გადაწყვიტა ყველაფერი მოიეყოლა და ეთქვა რომ მამამისიც ნახა, თუმცა ეს ყოველივე დაი–იუმ უკეთესად იცოდა. დაი–იუ თავისი პატარა უჩინარი ოთახის კარის ჭუჭრუტანიდან ყველაფერს კარგად ხედავდა. ლი–ვეი და დაი–იუ ისხდნენ და საუბრობდნენ, მანამ, სანამ დედოფალმა არ გაიღვიძა და დაი–იუს წასვლა არ მოუწია. ლი–ვეი ფანჯრიდან გადმოხტა. ისევ ისმოდა ნაცნობი მუსიკა. უცნობ საკრავზე. რომელიც მუდამ ისმოდა სასახლიდან. თუმცა თითქოს საკრავი გაფუჭებულიყო. ნოტები თითქოს ირეოდა. ვინ იცის რატომ?!