ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ველისციხელი
ჟანრი: პოეზია
18 დეკემბერი, 2011


საშემოდგომო

ნაჭირნახულევს ვაბინავებ: 
ჩირად ასხმული იმედები  - სადღაც, კუთხეში,
ცრემლის ჯაგანი -  წამწამებზე,
გონება -  ესეც  გადასაღებად დაუდუღარ-დაუწმედელი
და სიყვარული - მახრჩობელა კომშივით რომ გულზე მადგება...

ჰაერში კვამლის  შორეული სუნი ტრიალებს.
სიმარტოვე -  მშობლიურია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები