 | ავტორი: არკუსი ჟანრი: პოეზია 19 დეკემბერი, 2011 |
მე ყველაფერი, თვით სულ ბოლო განცდაც და ნერვიც შევწირე, შენზე გაფიქრებას უბრალოდ დღემდე, იხსენებს ქარი, უფრო სწორად იხსენებს ვერვინ რაც მოხდა მაშინ ან რაც იყო ამ ფიქრის შემდეგ.
და თითქოს ჩემში იბადები და თითქოს კვდები, აღარ მთავრდება უაზრობა, ზამთრის სიცივე, შენ ვერც კი ხვდები ყველა ნერვით, რომ მენაკვთები და ქარი ისევ მხოლოდ ჩვენზე დგას და იცინის
და თუმცა უკვე დარაბებში სიბნელეს სძინავს, და ოთახს ძველი ნახატიღა შემორჩა მარტო და თუკი კედლებს შენი მზერა ეკავათ წინად, დღეს მხოლოდ ცვლიან ერთმანეთში ჰაერს და ფართობს.
ფართობს რომელსაც შენი სუნთქვა ავსებდა მხოლოდ, მე ყოველ დილით მაგ თითების ვკოცნი ნაკვალევს და ჩემთან ახლა მარტო შენი ქარიღა ცხოვრობს, ქარი რომელიც სიგიჟემდე მისულს მაკავებს,
რომ არ წავიდე იმის იქით ღამეა სადაც, რომ სიგიჟეზე არ გავცვალო სულ ყველაფერი და დავეწიო ჩემ საკუთარ წესსა თუ ადათს, სადღაც ხეებში ატაცებულს, ქარში აფრენილს,
მე ყველაფერი, თვით სულ ბოლო განცდაც და ნერვიც შევწირე, შენზე გაფიქრებას უბრალოდ დღემდე, იხსენებს ქარი უფრო სწორად იხსენებს ვერვინ, რაც მოხდა მაშინ ან რაც იყო ამ ფიქრის შემდეგ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. სულ ვამბობდი და აი, რა დიდი ცვლილებაა ,უკვე.
მომავალშიც ნახავთ... სულ ვამბობდი და აი, რა დიდი ცვლილებაა ,უკვე.
მომავალშიც ნახავთ...
4. რა ვერვინ კარგი რა : ( რა ვერვინ კარგი რა : (
3. წინ მიიწევ ჩემი ჭკვიანი :*
5 წინ მიიწევ ჩემი ჭკვიანი :*
5
2. +2 რატომ არავინ აკომენტარებს აქ, კარგი ლექსია არკუსს, ჩემის აზრით თუ არ ხარ დარეგისტრირებული დარეგისტრირდი ლიტკლუბი.ჯი ზე +2 რატომ არავინ აკომენტარებს აქ, კარგი ლექსია არკუსს, ჩემის აზრით თუ არ ხარ დარეგისტრირებული დარეგისტრირდი ლიტკლუბი.ჯი ზე
1. ნელ-ნელა იხვეწები. ნელ-ნელა იხვეწები.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|