ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჭაბუკა
ჟანრი: პოეზია
19 დეკემბერი, 2011


მერე რა რომ ბნელოდა

გული ჩემი შენს მკერდში ძგერს,
შენი სული ჩემში ჩქეფს,
მაგ თვალებმა ერთგულება
წუხელ გრძნობით შემფიცეს.

ღამე იყო ვნებიანი,
მზეს ღრმა ძილით ეძინა,
სიბნელემ კი მთვარის ყანწი
ტრფობით დააფეხმძიმა.

ღრუბლის ტივი ცრემლს იწმენდდა,
ზეცა აისს ელოდა,
თუმც შენ ჩემთვის დღე იყავი,
მერე რა რომ ბნელოდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მიშო მეშვილდიშვილი ვულოცავთ დაბადების დღეს